ეთნოფილეტიზმი ჩვენს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეთნოფილეტიზმი ჩვენს ეკლესიაში |
კანუდოსელი |
Oct 3 2008, 06:39 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მინდა ვისაუბროთ ძალიან მტკივნეულ საკითხზე როგორიცაა ეთნოფილეტიზმი და მისი ნიშნები ჩვენს ეკლესიაში.
ერთერთი სერიოზული არგუმენტი ეთნოფილეტიზმის არსებობისა არის სინოდის მიერ რამდენიმე წლის წინ მიღებული დადგენულება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი უნდა იყოს ეროვნებით ქართველი - თითქოს ყველაფერი მარტივადაა, აბა ვინ უნდა იყოს თუ არა ქართველი, მაგრამ ჯერ ერთი ეკლესია არა ეროვნული არამეტ ჭეშმარიტების ნიშნითაა გამორჩეული და ის წარმოადგენს მსოფლიო ეკლესიის ნაწილს, რომლის აღმსარებლობა "დგას ფორმულაზე": აღარ არის ელინი, იუდეველი...არამეტ ყველა ერთია ქრისტე იესოში ვისაუბროთ... პ.ს. ანათემაზე გადაცემა არ მინდა, უკვე გადამცეს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
Oct 3 2008, 09:43 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მე KAIROS-ის პოსტს ვეთანხმები, რომ ალბათ ქართულ რეალობაში, იქნება ეს ისტორიული გამოცდილებით გამოწვეული თუ სხვა, ვერაფერს ვხედავ იმაში ცუდს რომ პატრიარქი ქართველი უნდა იყოს.
მაგრამ, აი, რაც უცხოეთში ხშირად ფაქტად შეგვხვედრია , "ასეთი" ეთნოფილეტიზმი მართლაც საწყენია. ისე კი, ეს მხოლოდ ჩვენს ეკლესიას არ ეხება, რეალურად ასეა ყველგან რაც მე მინახავს. ასევე მოწოდებები "ქართველნო" მსმენია მათი ერის მიმართაც. არ ვიცი, ალბათ ყურიც მიეჩვია და არ ვაქცევ ყურადღებას, თან ჩემი სიტუაცია სხვაა. იმას არ ვუარყოფ, რომ სხვა ერების ეკლესიებში უხვადაა ქადაგებები ეროვნულ თემაზე, ისევე როგორც ჩვენთან. მაგრამ ახლა 3-4 ქართველი რუსს, ბერძენს, ბულგარელს, სერბს ვერ დაუშლის ქადაგებას მათ საკუთარ ენაზე, ან ვერ მობითხოვთ ქართულად იქადაგონ გერმანიაში სახელმწიფო ენა გერმანულია, მაგრამ ეკლესიებში წირვა-ლოცვა აღევლინება იმ ენაზე, რომელი ერსაც ეს დიასპორა ეკუთვნის. არ ვიცი, მე სადაც გავიზარდე იქ დავდივარ და იქ უფრო ვხედავ მშობლიურობას, ვიდრე ქართულ მსახურებაზე და ამის მაგალითი (მწარე) ერთ-ერთ თემაშიც მიწერია. პ.ს რუსეთის პატრიარქი გერმანელია ეროვნებით. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი