მეცნიერული შინაარსის დოკუმენტური ფილმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეცნიერული შინაარსის დოკუმენტური ფილმები |
orthodox-georgia |
Sep 30 2008, 10:00 PM
პოსტი
#1
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ამ თემაში დავდოთ დოკუმენტური ფილმების ლინკები. არაა აუცილებელი რწმენას ეხებოდეს, უბრალოდ თანამედროვე მეცნიერული მიღწევები, გამოკვლევები და ა.შ. თან განვიხილოთ ხოლმე.
მგონი კარგი იქნება. დღეს ვერ მოვასწრებ ალბათ და ხვალ მე დავდებ რამეს -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
orthodox-georgia |
Oct 3 2008, 09:51 PM
პოსტი
#2
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ეს სხვაგანაცაა, მაგრამ ამ თემაშიც იყოს:
ფილმის "მაცხოვრის სუდარა" გადმოსატვირთი ლინკი: 1.http://www.link.ge/file/159570/-jurnalisti...eorgia.wmv.html 2.http://allshares.ge/download.php?id=F0B88F0F19 (რომელი ლინკიც გირჩევნიათ იქიდან გადაწერეთ) აღწერა: წმ. მოციქულები გვიმოწმებენ, რომ იოსებ არიმათიელმა, ქრისტეს საიდუმლო მოწაფემ და ნიკოდემოსმა ჩამოხსნეს ქრისტეს სხეული ჯვრიდან, განბანეს ნელსაცხებლებით, გაახვიეს სუდარაში და დამარხეს კლდეში ახლადგამოკვეთილ სამარხში, ისე, როგორ ებრაელები ჩვეულებისამებრ მარხავდნენ გარდაცვლილებს. იოანე ღვთისმეტყველი მოგვითხრობს, რომ იგი პეტრესთან ერთად შევიდა სამარხში, მაგრამ ჯვარცმული ქრისტეს სხეული ვერ იპოვნა. ვნებათა კვირის უძველეს საეკლესიო სამსახურში პირდაპირ ნათქვამია "მიცვალებულის და აღმდგარის ანაბეჭდებზე" სუდარაზე. ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4.36X1,1) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის გამოსახულება უაღრესად ნაწამები ადამიანისა. მოოქროსფრო-მოყავისფრო ანაბეჭდებს აქვთ უზუსტესი ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა დამახასიათებელი თვისება. ყოველი ანატომიური და ფიზიოლოგიური მონახაზი იმდენად ზუსტი და დეტალურია, რომ მათი აღბეჭვდა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფოტოგრაფიის გამოყენებით. შემდგომი გამოკვლევებისას დადგინდა, რომ გამოსახულება 3 განზომილებიანია! (გამოსახულება იმდენად ზუსტია, რომ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებითაც კი შეუძლებელი და წარმოუდგენელია მსგავსი გამოსახულების მიღება!). ანაბეჭდები სუდარაზე თავით თავზეა გადაბმული, რადგან სუდარა სხეულს ქვემოთ ჰქონდა დაგებული, თავზე გადადიოდა და მთლიანად ფარავდა სხეულს. სუდარაზე აღიბეჭდა აბსოლუტურად ყოველივე... -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 05:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი