წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
KAIROS |
Oct 4 2008, 05:06 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რა კრიტერიუმებით აფასებს ეკლესია მას, ანუ რომელი თვისბებეით გამოარჩევენ და წმინდანთა დასში შეჰყავთ? მე მგონი სადღაც აქ ამაზე იყო ნაწერი, ძირითადად სამიკრიტერიუმია კანონიზაციის დასაწყისისათვის აუცილებელი 1) პიროვნების მარტვილად აღსრულება 2) კეთილმორწმუნე ქრისტიანის საფლავზე სასწაულთა აღსრულება ან გამოცხადებებ ( ან სხვა რაიმე ზებუნებრივი ნიშნები) 3) როცა ვინმე პიროვნებას განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ერისა და ეკლესიის წინაშე, და როცა რაღათქმაუნდა თანადროულად იყო მართლმადიდებელი რწმენით და საქმით... მოკლედ ასე წერია: შერაცხვა - მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანების წმინდანად აღიარება თუმცა ყველა შემთხვევაში აუცილებელია მისი ცხოვრების დეტალური შესწავლა ციტატა შეცდომა თუა დაშვებული ? ძნელი კითხვაა, არსებობს უიშვიათესი გამონაკლისები,როცა მომხდარა რომ პიროვნება ჯერ ჩაუწერიათ წმიდანთა სიაში, შემდეგ კი გამქრალა, ეს უფრო შორეული წარსულის მაგალითებია ( პეტრე იბერი) , ახლა მსგავსი რამ ფაქტიურად არ ხდება და მორწმუნეს ევალება წმიდანად მიიღოს ყველა ის პიროვნება ვისაც მისი ეკლესია ასეთად შერაცხავს... პ.ს. კანონისტას უწერია მაგაზე აქ: ვ. წმიდათა კანონიზაცია მართალია, წმიდათა კანონიზაცია არ წარმოადგენს მღვდელმოქმედებას, მაგრამ იგი ხასიათდება გარკვეული სამართლებრივი ხასიათით. იგი სრულდება მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით. განჩინება წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის ძალითაც ესა თუ ის პიროვნება საღმრთო ნების გამოცხადების საფუძველზე შეიარცხება წმიდათა დასში. წმიდანის კანონიზაციის შესახებ სინოდის განჩინება წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მის სახელზე დაიწეროს ხატები, ტროპარ-კონდაკები, მსახურების განწესი, აიგოს ტაძარი და სხვა. რაც არ უნდა წმიდად ჩანდეს განსვენებული კაცთა წინაშე, მისი ჩათვლა წმინდანად ოფიციალური სახით ყოვლად დაუშვებელია. ამასთან, ცხადია, დაუშვებელია მის მიმართ ზემოთჩამოთვლილი მოქმედებების შესრულება. http://www.orthodoxy.ge/samartali/samartali/5-2.htm -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი