ძალადობა მოზარდებში, ვისაუბროთ პრობლემებზე,რომელიც სკოლის მოსწაავლეებში აქტუალურია! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალადობა მოზარდებში, ვისაუბროთ პრობლემებზე,რომელიც სკოლის მოსწაავლეებში აქტუალურია! |
მართა |
Jul 4 2008, 02:49 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
პირადად მე მეგობრებთან ერთად ვმუშაობ პროექტზე,რომელიც ეხება მოცემულ თემას! პირველ რიგში საინტერესოა სტატისტიკა და კვლევა თუ რაოდენ ხშირია ძალადობის შემცველი ფაქტები(ნუ ალბად ყველას გვახსოვს შარშანდელი გაზაფხული და ზაფხული რა ინტენსივობით ხდებოდა მკვლელობები და დაჭრები,ქ.თბილისში) ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით,გამოვთქვათ მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება ამ სენს ვებრძოლოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რაც ყველაზე საინტერესოა,თუ ვინმეს რაიმე სახის(ვიდეო,ფოტო,სტატია,კვლევ
და ა.შ ) მოეპოვება დადოს თემაში რაც ნამდვილად გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენგან "რაიმეს"გაკეთების შანსს! ამასთანავე იქნებ იცოდეთ საიტებიც და მიგვითითეთ ლინკები...მოკლედ ყველას წინასწარ გიხდით მადლობას,მოგიწოდებთ აქტიურობისკენ და მოდერატორს ვთხოვ დიდი პატივისცემით, მოგვცეს რჩევები და ობიექტური დისკუსიის საშუალება -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
.ნინო |
Oct 5 2008, 11:31 PM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ციტატა სერიალების და ძალადობის მეტი არ სმის ახალგაზრდას და როგორ გინდა ჰუმანურობა ჩააგონო? ხელოვნების ტრფიალი? ვაი რა სასაცილოა... საშოში თვალს რომ გამოუფენ საჯარო ბიბლიოთეკაში და ხელოვნების ნიმუშად გაუსაღებ ახალგაზრდობას იქ ხელოვნებას გაიგებენ? ან კიდევ ხელოვანებს რომ მასხრად აიგდებ ახალგაზრდა რას იზამს? აი სადაა მაგ უმსგავსოების სათავე. სწავლების ამერიკულმა სტილმა იქაურ ახალგაზრდას იარაღი ააღებია და კოლეჯში მასიური მკვლელობები მოაწყობია. ასეთ რამეს 3 თვეში ერთხელ ვგებულობ და რასაც ვერ ვგებულობ რამდენი იქნება? აცადეთ ახლა და მალე საუბედუროდ აქაც დაიწყება მასეთი შეტევები. ერტეული ნიშნები უკვე არის. პატივისცემით აბო. აბო ძია, ამაში აბსოლიტურად გეთანხმებით... იქნებ გამოსავალზეც გვეფიქრა. რისი შეცვლა შეგვიძლია თითოეულ ჩვენთაგანს? და სად არის ის ზღვარი შობლისა და შვილის ურთიერთობაში, უნდა ჩაერიოს თუ არა მასში უცხო პირი, თუ მშობელი უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე? ციტატა უნარების ტესტების მაყურებელი სითბოზე და ყურადღებაზე ნუ ვისაუბრებთ კაცი წყალში იხრჩობა?- თუ სამსახურში მიდიხარ ის დაიხრჩოს, შენ სამსახურში წადი მოხუცი ამოვიდა ავტობუსში?- შენ ბილეთი გაქვს აღEბული და რატომ დაუთმობ? ვაი იმ ახალგაზრდას რომელიც ამ მორალით გაიზრდება. ამაში კი კატეგორიულად არ გეთანხმებით. აბსოლიტურად ზუსტად ვიცი, რომ სახელმწიფოს გამოქვეყნებულ არცერთ მოსამზადებელ და მისაღებ ტესტებსი მსგავს არაფერზე არ არის საუბარი... და ვის დასჭირდა ამ უაზრო პროვოკაციის გაპიარება არ ვიცი. პ.ს. ძალიან თავდაჯერებული რომ არ გამოვცნდე, ვიტყვი ჩემი დარწმუნებადობის მიზეზს: მამაჩემი ამზადებს უნარებში და ყველა წლის ტესტები, თუ კი რამე გამოუშვია სამინისტროს და ოფიციალური ვარიანტებიც, აბსოლიტურად სუყველა მიდევს სახლში. საკმაოდ კარგი სააზროვნო ტესტებია -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი