ეთნოფილეტიზმი ჩვენს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეთნოფილეტიზმი ჩვენს ეკლესიაში |
კანუდოსელი |
Oct 3 2008, 06:39 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მინდა ვისაუბროთ ძალიან მტკივნეულ საკითხზე როგორიცაა ეთნოფილეტიზმი და მისი ნიშნები ჩვენს ეკლესიაში.
ერთერთი სერიოზული არგუმენტი ეთნოფილეტიზმის არსებობისა არის სინოდის მიერ რამდენიმე წლის წინ მიღებული დადგენულება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი უნდა იყოს ეროვნებით ქართველი - თითქოს ყველაფერი მარტივადაა, აბა ვინ უნდა იყოს თუ არა ქართველი, მაგრამ ჯერ ერთი ეკლესია არა ეროვნული არამეტ ჭეშმარიტების ნიშნითაა გამორჩეული და ის წარმოადგენს მსოფლიო ეკლესიის ნაწილს, რომლის აღმსარებლობა "დგას ფორმულაზე": აღარ არის ელინი, იუდეველი...არამეტ ყველა ერთია ქრისტე იესოში ვისაუბროთ... პ.ს. ანათემაზე გადაცემა არ მინდა, უკვე გადამცეს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
Oct 6 2008, 12:34 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კითხვა კაიროსს:
თუ ეპისკოპოსი შეიძლება იყოს არაქართველი, ე.ი. ვენდობით მას, ამავე დროს თუ ეპისკოპოსია, ის მართავს კიდეც ეპარქიას და თუ მართავს, ე.ი. რომელი ეთნოსის ეპარქიას? კანონში არაფრი არ წერია, რომ იმავე ეთნოსის, რომელსაც ეკუთვნისო, ამიტომ, კანონიკის თვალსაზრისით, ის რაც არაა აკრძალული, ნებადართულია (რომ ეწეროს რამე ეს ცალკე განსახილველი საკითხია), ე.ი. ეთნიკურად არაქართველი ეპისკოპოსი შეიძლება განაგებდეს სხვა-არათავისი ეთნოსის რეგიონშიც. იბადება კითხვა: ამაში ვენდობით ეპისკოპოსს და არ ვენდობით მთელი ეპარქიების საქმეების განკარგვაში თუ ის პატრიარქი გახდა? (და ამიტომაც არ გახდება?...) უფრო ლოგიკური, თუმცა მაინც არაქრისტიანული, იქნებოდა ეპისკოპოსიც არ აგვერჩია ეთნიკურად არაქართველი როგორ ავხსნათ ეს, თუ არა არაქართული ეთნოსისადმი უნდობლობით, რაც შენც თავად აღნიშნე - შენი პოზიცია უნდობლობითაა სავსე, ე.ი. შენ არ ენდობი არაქართული ეთნოსის უმაღლეს იერარქს საქართველოში, ხოლო ეპისკოპოსს - ენდობი (ენდობი კი?) ე.ი შენი პოზიცია წმინდა ნაციონალისტურია, მხოლოდ იმიტომ არ მოგწონს, რომ მისი ეთნოსი სხვაა... ნუ გეწყინება და არ მესმის ეს პოზიცია... თანაც წერ: ციტატა ყველა ერს თავისი ნაკლი აქვს, დიდებს დაპყრობლური, პატარებს თვითგადარჩენის და განა ეკლესიის კრებითობამ ნაკლი კანონად შეიძლება გამოაცხადოს? ერთმანეთში ურევ სენტიმენტალობას და კანონიკას... მე მესმის რისი თქმა გინდა, მაგრამ სამწუხაროდ ღვთისმეტყველებისგან ის ძირეულად შორსაა staywhite ციტატა ვერაფერს ვხედავ იმაში ცუდს რომ პატრიარქი ქართველი უნდა იყოს ვერც მე და იმაში, რომ ეთნიკურად არაქართველი იყოს, ხედავ ცუდს? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი