ეთნოფილეტიზმი ჩვენს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეთნოფილეტიზმი ჩვენს ეკლესიაში |
კანუდოსელი |
Oct 3 2008, 06:39 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მინდა ვისაუბროთ ძალიან მტკივნეულ საკითხზე როგორიცაა ეთნოფილეტიზმი და მისი ნიშნები ჩვენს ეკლესიაში.
ერთერთი სერიოზული არგუმენტი ეთნოფილეტიზმის არსებობისა არის სინოდის მიერ რამდენიმე წლის წინ მიღებული დადგენულება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი უნდა იყოს ეროვნებით ქართველი - თითქოს ყველაფერი მარტივადაა, აბა ვინ უნდა იყოს თუ არა ქართველი, მაგრამ ჯერ ერთი ეკლესია არა ეროვნული არამეტ ჭეშმარიტების ნიშნითაა გამორჩეული და ის წარმოადგენს მსოფლიო ეკლესიის ნაწილს, რომლის აღმსარებლობა "დგას ფორმულაზე": აღარ არის ელინი, იუდეველი...არამეტ ყველა ერთია ქრისტე იესოში ვისაუბროთ... პ.ს. ანათემაზე გადაცემა არ მინდა, უკვე გადამცეს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Oct 6 2008, 12:53 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ციტატა თუ ეპისკოპოსი შეიძლება იყოს არაქართველი, ე.ი. ვენდობით მას, ამავე დროს თუ ეპისკოპოსია, ის მართავს კიდეც ეპარქიას და თუ მართავს, ე.ი. რომელი ეთნოსის ეპარქიას? ჩვენ განა რომელიმე ეთნოსს არ ვენდობით, არამედ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვრად უნდა იყოს ქართველი, ანუ უმრავლესობაში მყოფი ერის წარმომადგენელი. ნდობა აქ არაფერ შუაშია. ცხუმა-აფხაზეთის კათედრაზე რატომაც არ უნდა იყოს აფხაზი ან ნიქოზ-ცხინვალისაზე - ოსი, მაგრამ მთელი ეკლესიის წინამძღვრად დავუშვათ ეს ერთი გამონაკლისი. ამავე დებულებაში გვიწერია, რომ საქართველოს ეკლესიის მრევლია საზღვარგარეთ მცხოვრები ის ქართველი მართლმადიდებლები, რომლებიც სხვა ეკლესიის იურისდიქციაში არ არიან. ამის მიზეზიც ისაა, რომ საქართველოს ეკლესია უპირველესად ეთნიკური ქართველების დამწყსვისთვის ჩამოყალიბდა (ცხადია, არამხოლოდ ამიტომ!) და ეს ჩანაწერიც ასე უნდა გავიგოთ. იგივე ერთ ქალაქში მხოლოდ ერთი ეპიკოპოსის წესი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ევროპაში! მიზეზი? მხოლოდ ის, რაც ჩვენთან: ეთნიკური. რუსს არ უნდა, რომ ბერძნულ ეკლესიაში იაროს, ამიტომ ერთი "თიატირელს" ეძახის თავის მღვდელმთავარს, მეორე "სუროჟელს" და ორივენი ინგლისში არიან. მოდით, ჩვენ ნუ გამოვიდებთ თავს ხოლმე ისეთი დემოკრატიული თუ მაღალქრისტიანული ნაბიჯებით, რომლამდეც ჯერ ერთი, ბევრი გვიკლია, და მეორეც, არავინ არ აკეთებს და არც გვთხოვს!... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი