ეთნოფილეტიზმი ჩვენს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეთნოფილეტიზმი ჩვენს ეკლესიაში |
კანუდოსელი |
Oct 3 2008, 06:39 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მინდა ვისაუბროთ ძალიან მტკივნეულ საკითხზე როგორიცაა ეთნოფილეტიზმი და მისი ნიშნები ჩვენს ეკლესიაში.
ერთერთი სერიოზული არგუმენტი ეთნოფილეტიზმის არსებობისა არის სინოდის მიერ რამდენიმე წლის წინ მიღებული დადგენულება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი უნდა იყოს ეროვნებით ქართველი - თითქოს ყველაფერი მარტივადაა, აბა ვინ უნდა იყოს თუ არა ქართველი, მაგრამ ჯერ ერთი ეკლესია არა ეროვნული არამეტ ჭეშმარიტების ნიშნითაა გამორჩეული და ის წარმოადგენს მსოფლიო ეკლესიის ნაწილს, რომლის აღმსარებლობა "დგას ფორმულაზე": აღარ არის ელინი, იუდეველი...არამეტ ყველა ერთია ქრისტე იესოში ვისაუბროთ... პ.ს. ანათემაზე გადაცემა არ მინდა, უკვე გადამცეს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
athos |
Oct 6 2008, 01:12 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
კანუდოსელი
ციტატა მართლმადიდებლობის ქაოსზე აპელირებით ყველაფრის გამართლება შეიძლება, მათ შორის რუსული და ბერძნული "აგრესიისა" ამიტომ რაც თქვი - არის დემაგოგია ეკლესია უნდა იყოს უნაკლო, კანონებით მაინც სრულიად გეთანხმები არა მგონია ასეთი ჩანაწერის გაკეთება საჭირო ყოფილიყო დებულებაში. მაგ დებულებამდე მრავალი პატრიარქი გვყავდა, თუნდაც ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ და ისინი ეთნიკურად ქართველები იყვნენ. რადგან ეკლესიაში სული წმიდა მოქმედებს, უნდა მივცეთ საშუალება მას იმოქმედოს თავისუფლად, ადამიანური კანონებიდან გამომდინარე შეზღუდვებისგან თავისუფლად "სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ" ეკლესიაში მრავალი შემთხვევაა, როცა ხდებოდა ეპისკოპოსების სასწაულებრივად არჩევა, თუნდაც ამბროსი მედიოლანელი ავიღოთ, რომელიც ერისკაცი იყო, როცა ეპოსკოპოსად აირჩიეს. უფალმა უკეთ იცის ვინ იქნება უკეთესი ეპისკოპოსი თუ პატრიარქი, რადგან ადამიანის გულს ხედავს და არა მხოლოდ ეროვნულ კუთვნილებას. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი