წიგნები - ტრაგედია თუ საშინელება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წიგნები - ტრაგედია თუ საშინელება |
კანუდოსელი |
Oct 6 2008, 02:01 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
უკვე მართლაც სავალალო სიტუაციაა ე.წ. მართლმადიდებლური წიგნების ნუსხაში- რას არ შეხვდები კაცი: სტალინის მართლმადიდებლობას, რასპუტინის სტარეცობას და ივანე მრისხანეს დიდ მოსაგრეობას...
თუ ასე გავაგრძელეთ, უკეთეს შემთხვევაში სულიერად უკვე ვიქნებით რუსეთის გუბერნია ან უარესში - დაბოლილი მრევლი იქნებ მომზადდეს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების მიერ მიმართვა საპატრიარქოსადმი, სადაც ვთხოვთ მას, რომ ყვითელი პრესის არსებობა მაქსიმალურად შეიზღუდოს საეკლესიო მაღაზიების დახლებზე, მით უმეტეს იმ გამოცემებზე, რომელთაც აქვთ გრიფი, რომ საპატრიარქოს კურთხევითაა გამოსული. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
Oct 6 2008, 05:44 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა აკრძალულია უკვე: თუ წიგნს საპატრიარქოს შესაბამისი კომისიის გრიფი არ ადევს, ყალბია. მაგრამ ხალხი მაინც ყიდულობს არც არაფერია აკრძალული, ანდა ის რომ აკრძალულია იცის მხოლოდ ამკრძალავმა, და გაგებაში არაა ამაზე არც მრევლი, ვინც ყიდულობს, არც ის ვინც ბეჭდავს ( იშვიათად იცის, მაგრამ მაინც ბეჭდავს) და არც ის ვინც იბარებს საეკლესიო მაღაზიებში ( იშვიათი გამონაკლისი აქაცაა), მე ცოტა ხნით ვიყავი საქართველოში და ეს საშინელება ყოველ ნაბიჯზე შემხვდა თბილისში... არ უნდა ამას დიდი გამოძიება, არაა საჭირო გლდანის, ან თემქას საეკლესიო მაღაზიებში წახვიდეთ, ამოუყევით ლესელიძეს და იქ ჩარიკრიკებულ მდიდრულ საეკლესიო მაღაზიებში დაითვალეთ რამდენი წიგნია გრიფით და რამდენია უგრიფოდ! 3-4 ცალია მხოლოდ გრიფით და ისიც ისეთები, რომელიც უგრიფოდაც რომ იყოს არც არაფერი დაშავდება, გრიფი იქაა საჭირო, სადაც ხალხის "სუპერდაბოლება" ხდება, რატომ არ აკონტროლებენ ამას? ეს ხომ იქვეა საპატრიარქოდან 5 წუთში? მე ვნახე იქ პოლიტიზირებული ჟურნალები, სრული იდიოტიზმით სავსე, რომელსაც მყვირალა სახელები "მართლმადიდებლობა"-ს დამატებით მიუღიათ, დანარჩენი კი მხეცები და რიცხვები ხომ მოდაშია და მიდის ბიზნესი... უნდა მოითხოვოს აუცილებლად მკაცრი კონტროლის დაწესება საეკლესიო მაღაზიებზე და ეკლესიებზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ გრიფის გარეშე დაბეჭდილი წიგნი, თუნდაც ზედ ვინმე მოძღვრის, მეუფის, თუ თავად პატრიარქის "ლოცვა-კურთხევით იბეჭდება ეწეროს"... მასე მე ვიცი ერთი პოპულარული წიგნი, სადაც წიგნის ავტორი ( მოპასუხე) , წიგნის რეცენზენტი და ლოცვა-კურთხევის გამცემი ამ წიგნის დაბეჭდვაზე ერთიდაიგივე დეკანოზია , ეგ ხომ სრული ქაოსია და არის კიდეც სისულელეებით სავსე ის წიგნი... ასე რომ მივესალმები ზაზას ინიციატივას და დიდი სიამოვნებით შევუერთდები! კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი