ზაფხულის ჩანაწერებიდან... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზაფხულის ჩანაწერებიდან... |
KAIROS |
Oct 1 2007, 11:04 PM
პოსტი
#181
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ხევსურებში არის ასეთი თქმა, მოსულ სტუმარს მასპინძელი შეაგებებს: "მოხვედ მშვიდობით", პასუხი კი ასეთია :" დამხვდით მშვიდობით" დღესდღეობით დიდ მშვიდობას მართალია აქ და საერთოდ საქართველოში, ვერ ვხედავ, მაგრამ რას იზამ აქ ფორუმია და რაღაც წილად ბუნებრივიცაა ( ზომებში რათქმაუნდა), იქ კი (ქართულ პოლიტიკაში) ფორუმი კი არა "ბარდაკს" რომ უწოდებენ რუსები ისაა!
მოკლედ, დავბრუნდი, როგორც შეგპირდით ზუსტად 1 ოქტომბერს, ევროპის სამივე სამხრეთის ნახევარკუნძლების, კერძოდ თურქეთის, საბერძნეთის და ესპანეთის 1 თვიანი მონახულება-მოლოცვის შემდეგ,ისევ დავუბრუნდი დროებით სამყოფელს... საქართველო დამაკლდა მაშინვე, როგორც კი ბათუმიდან ავფრინდი, ასევე ის ადამიანები, ვინც იქ დავტოვე, მათ შორის თქვენც, ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, მიხარია, რომ გიცნობთ, როგორც ერთი ბრძენი ამბობდა: " ადამიანი ამქვეყნად მხოლოდ ორ რამეს უნდა ეძებდეს, ღმერთსა და ისევ ადამიანსო", ასე რომ ესეც ერთმანეთის პოვნა და აღმოჩენა იყო... ცალკე თოფიქი იმიტომ გავხსენი, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე , ორ ათასმდე ან უფრო მეტი ციფრული სურათი და მილიონი ემოცია დამიგროვდა, რაღათქმაუნდა განსაკუთრებით ათონის მთის ოთხდღიანი მოლოცვის შემდეგ, თუმც ვერც აია სოფიას დავივიწყებ სტამბულში, ვერც წმ. დიმიტრის ტაძარს თესალონიკში და ვერც ქართულ წირვა-ლოცვებს ესპანეთში... ასე რომ ამ ყველაფერზე, ნელნელა და სისტემატურად დავწერ, დრო გვაქვს, მაშ ასე: დამხვდით მშვიდობით და იხარეთ! სიყვარულით: კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Oct 7 2008, 03:35 AM
პოსტი
#182
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ხოო..
მოდი ახლა დღეს ცოტა კულტურასაც გავეცნოთ, ნახეთ XIV ს.ის ავგუსტინელთა მონასტრის შიგა დარბაზები, ეს ფილოსოფიის დარბაზია, თვალისმომჭრელი და უძვირფასესი წიგნებით და ხელნაწერებით სავსე: ფილოსოფიისა და თეოლოგიის დარბაზების ჭერის მოხატულება მთლიანად სიმბოლურია და ცოდნისა და რწმენის ურთიერთმიმართულებაზე და სხვა მსგავს თემებზე მოგვითხრობენ... ეს კი თეოლოგიის დარბაზია: უცნაურია, მაგრამ ამ დარბაზში არის ერთერთი ყველაზე ძველი და ძვირფასი გლობუსები... ეს უცნაური ძეგლი კი ფრანც კაფკას მუზეუმთანაა ულამაზესი სამგალობლო ტიპიური ჩეხური რესტორანი ეს კი ის ცნობილი ასტრონომიული საათია ეს კი საათის ქვემოთ კალენდარი ამ საათზე აქ იპოვით ინფორმაციას: http://utf.mff.cuni.cz/Relativity/orloj.htm http://en.wikipedia.org/wiki/Prague_Orloj შემდეგში უკვე სასახლეთა ფასადებით გავაგრძელებ... ეს კიდევ საჩუქარი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი