გურამ დოჩანაშვილი, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გურამ დოჩანაშვილი, ... |
მატასი |
Oct 23 2007, 02:12 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ძალინ მინდოდა ამ ინტერვიუს დადება ფორუმზე... და შესაფერისი თემა ვერ ვნახე..
ხოდა, იყოს ეს თემა, ბატონ გურამზე ვისაუბროთ ხოლმე... გენიოსია ეს ადამიანი... ესეც ინტერვიუ: -საშინლად ორპირი ვარ, როცა ვერდს ვუსმენ, ის მირჩევნია როსინს, როცა როსინს ვუსმენ, მაშინ როსინი მირჩევია ვერდის. -და უფრო დიდი მაინც ვინ არის? -ბახი და მოცარტი, რომელიც ისეთია, საცეკვაო მოედანზე რომ ხულიგნები შემოცვივდებიან... -ასე თუ გავაგრძელებთ, ორპირი კი არა, `მრავალპირი~ აღმოჩნდებით. -ასე გამოვა ალბათ თუ კი ყველას ჩამოვთვლი. მაგრამ გინდათ, დიდი საიდუმლო გაგანდოთ? იცით, რომ შემოქმედი არ არსებობს? ისინი ყველანი მეორადები არიან, შავი მუშები, გადამწერები. ხელოვნება სულიმინდაა. სულიწმინდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით. იბლიიდან მოდიან ბახიც და მიქელანჯელოც. რუსთაველის ყველა აფორიზმი ბიბლიურია და, საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებაა, ბიბლია უბიბლიოდ მოიტანოს ადამიანებამდე. ბიბლიიდან მოდიან შოთაც, ილიაც, აკაკიც, ნიკო ლორთქიფანიძე – ჩვენი სინდისი და პატიოსნება. ოცით, დავით გურამიშვილი მიყვარს განსაკუთრებით. ერთი შეხედვით აკადემიურია და თითქოს უცნაურია, მე რომ მომწონს, მაგრამ წარმოიდგინეთ, დღეს რომ ასეთი კაცი გვყავდეს... -თანამედროვე ქართულ მწერლობაზე რას იტყვით? -ოთხი მოთხრობა მიყვარს: რეზო ინანიშვილის `თოვლი~, გიორგი ლეონიძის `ღვინჯუა~, რჩეულიშვილის `შაშას რევოლუცია~ და ჯ. ქარჩხაძის `იგი~. -თქვენი უამრავი გმირიდან ყველაზე გამორჩეულად ვინ გიყვართ? -ყველა კარგი ბიჭია. ხომ კარგი ბიჭები არიან კადუნოსელები? ლუკა რა კარგი ვინმეა, არა? განსაკუთრებით მიყვარს დილის ქალი – როსა. გახსოვთ? ის თვით დიდ ქალზე – ტერეზაზეც კი ძლიერია... -ანა-მარია? რატომ კლავთ ამ მშვენიერებას ასე უცებ და საზარლად? -სხვათა შორის, ადრეც მკითხეს და იცით რა ვუპასუხე? განა შეიძლება ბედნიერება დიდხანს აგრძელდეს-მეთი? ჩემი ირაკლის წასვლის შემდეგ გამახსენდა და ვინანე – ეს რამ მათქმევინა-მეთქი. ეტყობა, ბედნიერება მართლა ძალიან ხანმიკლეა... იცით რა ბიჭი იყო ირაკლი? კეთილი, ლამაზი, ჭკვიანი. უკეთ ვინ მიცნობდა. იცოდა ჩემი პანიკიორი ხასიათი და სულ მამშვიდებდა ხოლმე. იცით რა კარგი ბიჭი მყავდა? არა, კი არ მყავდა, მყავს... არა, ათი წელი მაინც უნდა ვიცხოვრო, თინათინს (შვილიშვილს) რომ დავამახსოვრდე. ისე არ წავალ... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
თამარი_ცქნაფო |
Oct 7 2008, 07:31 PM
პოსტი
#2
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
დოცანაშვილს როსინი უყვარს, ეს მისგანც მრავალჯერ მსმენია. მოთხობებშიც კი აშკარად იგრძნობა
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
georgianeli |
Oct 7 2008, 11:51 PM
პოსტი
#3
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
დოცანაშვილს როსინი უყვარს, ეს მისგანც მრავალჯერ მსმენია. მოთხობებშიც კი აშკარად იგრძნობა ეს საერთოდ ცალკე საკითხია. მეც კი ვუსმენ როკს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მიყვარს იგი, რადგან კლასიკოსები და ხალხური მუსიკა უფრო მეტს მაძლევს. ნიშანდობლივი ნიუანსი დოჩანაშვილის როსინისადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით: თავისი ერთ-ერთი გმირის, მაესტროს პირით ძალიან ნათლად და ზუსტად გადმოსცემს გენიისა და გენიოსის ზოგად სახეს. მსგავსი აზრი ფურცელზე მქონდა დაფიქსირებული ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩემგან დოჩანაშვილის შემოქმედების ცნობა "თავფარავნელი ჭაბუკი"-თ შემოიფარგლებოდა (გენიალურ ადამიანებს ის განასხვავებს სხვათაგან, რომ ისინი ხუთ წელიწადშიც კი ქმნიან ისტორიას მაშინ, როცა სხვები მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ ისტორიის საფუძვლების ჩაყრას უნდებიან). ამ ცოცხალი კლასიკოსის ნაწარმოებებით ძირითადად ჩემი გულის დედოფალმა და მისმა სულმა დამაინტერესა თაურ. არც მინანია. ამ ფაქტმა იმაზე უფრო ღრმად გამაცნო დოჩანაშვილი და მისი შემოქმედების მხარეები (და არა მარტო მისი), ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება. როგორი იყო, იცი? მმმმ... აი, გულისხმიერი თვალისათვის დუმილის ენით... გადმოცემულში რომ უფრო მეტი ცნაურდება, ისეთი. სიყვარულით წაკითხული მაინც სხვაა-ყველაფერი ცოცხალზე უფრო ცოცხალი ხდება მაშინ. p.s. სხვათა შორის, როსინიც-თევზი მოკლედ, ერთადერთი სასულე გამონაკლისის გარდა... კრუგომ-ბეგომ თევზები ხართ რა მამა, დაიკო; დაჟე თამარ-ცქნაფო -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
თამარი_ცქნაფო |
Oct 8 2008, 12:21 AM
პოსტი
#4
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
; დაჟე თამარ-ცქნაფო აქედან უნდა დაგეწყო ის მოთხრობა გახსოვს? ''დიდო ქლაბატონო, ანა მანიანი, სიყვარული არის!'' _ ვგიჟდები ამ სიტყვებზე... ზუსტად ამ მოთხრობაში აქვს როსინს დათმობილი დიდიდ ადგილი, როგორც მახსოვს. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
georgianeli |
Oct 8 2008, 12:29 AM
პოსტი
#5
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
ანა მანიანი შეეცადე, არ გაიცინო მანიანიც თევზი თავისებური სილამაზის დიდებული მსახიობი იტალიელი ქალბატონი. მშვენიერი სულის ადამიანი, რაც სახეზე ძლიერ მეტყველად აქვს კიდეც აღბეჭდილი. შინაარსიანი მზერა აქვს, რამდენიც არ უნდა დააკვირდე მის ფოტოებს. უდიდეს პატივს სცემდა მას იტალიური კინემატოგრაფიის პრინცი, ტოტო. -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
თამარი_ცქნაფო |
Oct 8 2008, 12:31 AM
პოსტი
#6
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ოღონდ არ გაიცინო მანიანიც თევზი თავისებური სილამაზის დიდებული მსახიობი იტალიელი ქალბატონი. მშვენიერი სულის ადამიანი, რაც სახეზე ძლიერ მეტყველად აქვს კიდეც აღბეჭდილი. შინაარსიანი მზერა აქვს, რამდენიც არ უნდა დააკვირდე მის ფოტოებს. უდიდეს პატივს სცემდა მას იტალიური კინემატოგრაფიის პრინცი, ტოტო. როგორ არ გავიცინო რა თავმდაბლობაა, მაგრამ ბარემ გეტყვი. იყო დრო, დოჩანაშვილზე სერიოზულად ვმუსაობდით მე და ჩემი მეგობრები. ერთხელ ულ უცნობი მსახიობი მოვიდა (მაშინ არ ვიცნობდი), შემომხედა და მითხრა, შენ ანა მანიანის თვალები გაქვსო, თან ამ დროს სწორედ მაგ მოთხრობაზე ვიყავი შეყვარებული და მოჯადოებული -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი