დანაშაულის შეუტყობინებლობა და ჩვენების მიცემაზე უარი, სასულიერო პირის მიერ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დანაშაულის შეუტყობინებლობა და ჩვენების მიცემაზე უარი, სასულიერო პირის მიერ |
T I K O |
Oct 9 2008, 12:25 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
მაინტერესებს ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით:
როგორ უნდა მოიქცეს სასულიერო პირი თუკი შეესწრება მისი სულიერი შვილის (ან სხვა პირის) მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს? უნდა აცნობოს თუ არა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს? ან უნდა მისცეს თუ არა ჩვენება, ვთქვათ, თავისი სულიერი შვილის წინააღმდეგ, მოწმედ გამოძახების შემთხვევაში? მაშინ, როცა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა (თუ პირისთვის დანაშაულის შესახებ ცნობილია) ისევე, როგორც ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, თავად ითვლება დანაშაულად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ანუ ერთ შემთხვევაში სასულიერო პირმა იცის დანაშაულის შესახებ და ჩუმადაა (სამართალდამცავებს არ ატყობინებს თავის ინიციატივით), მეორე შემთხვევაში კი მას იბარებენ როგორც მოწმეს და ის უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე (გამონაკლისია, როცა სასულიერო პირი არ შეიძლება მოწმედ იქნას დაკითხული იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად). პ.ს. თუ განყოფილება შემეშალა, გთხოვთ, გადაიტანოთ შესაბამის განყოფილებაში. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი