IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დანაშაულის შეუტყობინებლობა და ჩვენების მიცემაზე უარი, სასულიერო პირის მიერ
T I K O
პოსტი Oct 9 2008, 12:25 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



მაინტერესებს ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით:


როგორ უნდა მოიქცეს სასულიერო პირი თუკი შეესწრება მისი სულიერი შვილის (ან სხვა პირის) მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს? უნდა აცნობოს თუ არა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს? ან უნდა მისცეს თუ არა ჩვენება, ვთქვათ, თავისი სულიერი შვილის წინააღმდეგ, მოწმედ გამოძახების შემთხვევაში? მაშინ, როცა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა (თუ პირისთვის დანაშაულის შესახებ ცნობილია) ისევე, როგორც ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, თავად ითვლება დანაშაულად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

ანუ ერთ შემთხვევაში სასულიერო პირმა იცის დანაშაულის შესახებ და ჩუმადაა (სამართალდამცავებს არ ატყობინებს თავის ინიციატივით), მეორე შემთხვევაში კი მას იბარებენ როგორც მოწმეს და ის უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე (გამონაკლისია, როცა სასულიერო პირი არ შეიძლება მოწმედ იქნას დაკითხული იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად).


პ.ს. თუ განყოფილება შემეშალა, გთხოვთ, გადაიტანოთ შესაბამის განყოფილებაში.


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მხევალი ნინო
პოსტი Oct 9 2008, 10:22 AM
პოსტი #2


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



T I K O
ციტატა
როგორ უნდა მოიქცეს სასულიერო პირი თუკი შეესწრება მისი სულიერი შვილის (ან სხვა პირის) მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს? უნდა აცნობოს თუ არა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს? ან უნდა მისცეს თუ არა ჩვენება, ვთქვათ, თავისი სულიერი შვილის წინააღმდეგ, მოწმედ გამოძახების შემთხვევაში? მაშინ, როცა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა (თუ პირისთვის დანაშაულის შესახებ ცნობილია) ისევე, როგორც ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, თავად ითვლება დანაშაულად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.


საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სასულიერო პირი გათვაისუფლებულია ჩვენების მიცემისგან იმ შემთხვევაში თუ, მისტვის დანაშაულის ჩადენის შესახებ, ცნობილი გახდება აღსარებიდან. ანუ აღსარების საიდუმლოს შენახვას უზრუნველყოფს და იცავს სახელმწიფო, სხვა სემთხვევაში, ყველა ადამიანი, სასულიერო პირი ქიენბა, ეს თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ვალდებულია სასამართლოს მისცეს ჩვენება.

ცნობისთვის, სასულიერო პირი მოწმისთვი ცოტა განსხვავებული ფიციც არის, მოსამართლე ეკითხება მოწმეს, დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე რომ მთელი შეგნებით ტქვით სიმართლე და არაფერი დაგიმალავთ, რაზედაც მოწმე პასუხობს: ვიფცავარ, ღმერთი იყოს ჩემი მფარველი. ეს არის რელიგიური შინაარსის ფიცი, აქედანაც კი ცანს რომ სასულიერო პირი არ ტავისუფლდება ჩვენების მიცემისგან.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2024 - 09:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი