IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დანაშაულის შეუტყობინებლობა და ჩვენების მიცემაზე უარი, სასულიერო პირის მიერ
T I K O
პოსტი Oct 9 2008, 12:25 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



მაინტერესებს ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით:


როგორ უნდა მოიქცეს სასულიერო პირი თუკი შეესწრება მისი სულიერი შვილის (ან სხვა პირის) მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს? უნდა აცნობოს თუ არა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს? ან უნდა მისცეს თუ არა ჩვენება, ვთქვათ, თავისი სულიერი შვილის წინააღმდეგ, მოწმედ გამოძახების შემთხვევაში? მაშინ, როცა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა (თუ პირისთვის დანაშაულის შესახებ ცნობილია) ისევე, როგორც ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, თავად ითვლება დანაშაულად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

ანუ ერთ შემთხვევაში სასულიერო პირმა იცის დანაშაულის შესახებ და ჩუმადაა (სამართალდამცავებს არ ატყობინებს თავის ინიციატივით), მეორე შემთხვევაში კი მას იბარებენ როგორც მოწმეს და ის უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე (გამონაკლისია, როცა სასულიერო პირი არ შეიძლება მოწმედ იქნას დაკითხული იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად).


პ.ს. თუ განყოფილება შემეშალა, გთხოვთ, გადაიტანოთ შესაბამის განყოფილებაში.


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Oct 9 2008, 12:17 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



უჩა
ციტატა
ისაა მე თუ არ მინდა რო ჩვენება მივცე ძალით მიმაცემინებენ?

ჩვენების მიცემაზე უარის თქმა გამოიწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. smile.gif

საეკლესიო კანონებით კი, ჩაგეთვლება იმ ცოდვის ჩადენად, რასაც მალავ.

ციტატა
დუმილის უფლება არ მაქ? თუ ეგ მარტო მაშინ როცა ეჭვმიტანილი ხარ?

დუმილის უფლება აქვს ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2024 - 08:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience