IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მწერლობა და რწმენა , რელიგიური შინაარსის ლექსები და მოთხრობებ
athos
პოსტი Oct 12 2008, 02:21 PM
პოსტი #21


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816







НА СТРАСТНОЙ


Еще кругом ночная мгла.
Еще так рано в мире,
Что звездам в небе нет числа,
И каждая, как день, светла,
И если бы земля могла,
Она бы Пасху проспала
Под чтение псалтыри.

Еще кругом ночная мгла.
Такая рань на свете,
Что площадь вечностью легла
От перекрестка до угла,
И до рассвета и тепла
Еще тысячелетье.

Еще земля голым-гола,
И ей ночами не в чем
Раскачивать колокола
И вторить с воли певчим.

И со Страстного четверга
Вплоть до Страстной субботы
Вода буравит берега
И вьет водовороты.

И лес раздет и непокрыт,
И на Страстях Христовых,
Как строй молящихся, стоит
Толпой стволов сосновых.

А в городе, на небольшом
Пространстве, как на сходке,
Деревья смотрят нагишом
В церковные решетки.

И взгляд их ужасом объят.
Понятна их тревога.
Сады выходят из оград,
Колеблется земли уклад:
Они хоронят бога.

И видят свет у царских врат,
И черный плат, и свечек ряд,
Заплаканные лица -
И вдруг навстречу крестный ход
Выходит с плащаницей,
И две березы у ворот
Должны посторониться.

И шествие обходит двор
По краю тротуара,
И вносит с улицы в притвор
Весну, весенний разговор,
И воздух с привкусом просфор
И вешнего угара.

И март разбрасывает снег
На паперти толпе калек,
Как будто вышел человек,
И вынес, и открыл ковчег,
И все до нитки роздал.

И пенье длится до зари,
И, нарыдавшись вдосталь,
Доходят тише изнутри
На пустыри под фонари
Псалтырь или апостол.

Но в полночь смолкнут тварь и плоть,
Заслышав слух весенний,
Что только-только распогодь -
Смерть можно будет побороть
Усильем воскресенья.

პასტერნაკი


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 12 2008, 03:47 PM
პოსტი #22


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ყოჩაღ, ეკატერინე! მართლა კარგი თემაა smile.gif kiss1.gif

ნუ მე ქართულით დავიწყებ

გალაკტიონი
ათი ქალწული

სასუფეველით მსგავსება მათით
ოცნებამ იცის,
ათი ქალწული სანთელით ათით
ელოდენ სიძეს.

მათგანი ხუთი იყო გონიერ,
ხუთი - სულელი;
სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ
ზეთი სურნელი.

და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას,
ზარით, ებანით
ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს,
მიეგებენით.

აღდგა წამშივე ქალწული ათი -
ჰპოვა სანთელი,
ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი
იმ წუხანდელი.

წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა
გზად იდგა ქარი,
მოვიდა სიძე, განაღო ბინა
და დახშა კარი.

ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი
მშვენიერ ქალთა,
დააგვიანდათ. ისინი დგანან
დახურულ კართან.

მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი
მწუხარე ლანდათ.
გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი,
დააგვიანდათ.



მერაბ კოსტავა
* * *

იყავ უმწიკვლო, ვითა ცხოვარი,
სიწმინდის თვალი, ასპიტის ელდა,
მხსნელად მივირქვათ ჩვენ მაცხოვარი,
დაგვიშოშმინებს მსოფლიო სევდას.

განურჩევლობა დაჰგმე მცონარი,
ბადაგის ხარბო, ძმარი მიირთვი,
აღვდგეთ, აღვიღოთ ჩვენ ჩვენი ჯვარი,
უმძიმეს ტანჯვის ვიწვნიოთ ტვირთი,

დავგმოთ, დაავთრგუნოთ მომხვეჭელობა,
მალამო წარვცხოთ წარსულ იარებს
და უზენაეს პირუთვნელობის
გაბრწყინებული გზებით ვიაროთ.

არცოდნა აღარ გვეპატიება
იმის, თუ რაა გეზი ღმერთისკენ,
ეს ურთიერთის არის ძიება,
იგი გზა არის ურთიერთისკენ.

ასე იკვრება მრავალი ერთით,
მსგავსი რომლისაც არ გვეგულება,
თუკი სამყაროს გულია ღმერთი,
გზაა სიწრფელეც და ერთგულებაც.

და ამიტომაც დაგვმოძღვროს, ვვედრით,
უღირსთ გვაჩვენოს თვისი დიდება,
თუკი სამყაროს აზრია ღმერთი,
გზაა სიბრძნეც და ჭეშმარიტებაც.

და თუკი ვინმეს ეს დაჰბედვია,
ერთი აქვს სიტყვა, საქმე და ცნება,
რადგანაც ღმერთი შემოქმედია,
გზა არის საქმეც და წმინდა ნებაც.

მაშინ გაუვა ყავლი წამებას
აღთქმულის მადლი როს არ აგვცდება,
როს ჩვენს წიაღში ესე სამება,
მძლე სიყვარულით გაერთარსდება.

შეგვაძლებინე, მაღალო ღმერთო,
მოყვასთა ჩვენთა მუხლი ვუყაროთ,
მოძმე მკერდიდან არ მოგივკვეთო,
ტრფიალი მისი არ განგვიქარვო.

გთხოვთ, მარტვილობა გვიქციო ბრძმედად,
გარდასახდენი არ განგვარიდო,
ღირსად გვყო ძისა შენისა ჭვრეტად,
ჩვენი ცხოვრების სამაგალოთოდ.

რამეთუ გვწადის დიდო გამჩენო,
მოსახდენს ზურგი არ შევაქციოთ,
სურვილი შენი, განზრახვა შენი,
მიზნები შენი ჩვენად ვაქციოთ.




ეს ლექსი ძალიან მიყვარს

რატი ამაღლობელი

* * *

მივატოვე ბეთსაიდა,
შენთან მოვხვდი ვერსაიდან.
გულო ვიცი სამსხვერპლოზე
ისააკის ბედს აიტან.

მივატოვე სამარია,
მზის შობა და ცა-მარიამ.
შუბლი ისევ გოლგოთაა,
გული ღია სამარეა.

მივატოვე მეტანია,
ბეთბაგე და ბეთანია.
სამსხვერპლოზე ჩემი ბაღის
სევდა ამომიტანია.

მივატოვე ნაზარეთი
ვით სნეულმა ლაზარეთი.
გზა გასამდა: მარიამით,
მართათი და ლაზარეთი.

მიგატოვე, მიგატოვე,
შენთან როგორ მოვიდე მე.
შენს მაცნეებს მაინც ვცნობდე,
ღამეს შუბლთან რომ მითევენ.

მივატოვე ბეთსაიდა,
შენთან მოვხვდი ვერსაიდან.
გულო, ვიცი გოლგოთაზე
უკვე ჯვარცმულ ბედს აიტან.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ეკატერინე   მწერლობა და რწმენა   Oct 12 2008, 02:21 PM
ეკატერინე   ГЕФСИМАНСКИЙ САД Мерцанье...   Oct 12 2008, 02:52 PM
ეკატერინე   СРЕТЕНЬЕ Когда Она ...   Oct 12 2008, 03:03 PM
თამარი_ცქნაფო   ყოჩაღ, ეკატერინე! ...   Oct 12 2008, 03:47 PM
kato_Bato   ჰეეეჰ, მოვიხიბლე! ...   Oct 12 2008, 03:51 PM
მარიამი   წმინდა ილია მართალ...   Oct 12 2008, 08:58 PM
KAIROS   ჩვენთვისაც დაგეტ...   Oct 13 2008, 06:21 AM
Soldier   Говори Господе Говори Госп...   Oct 13 2008, 06:34 AM
თათარაშვილი   აი ეს ლექსი, არაამ...   Oct 13 2008, 10:48 AM
.ნინო   „ღმერთი ისე ნათელი...   Nov 3 2008, 11:06 PM
თამარი_ცქნაფო   მოკლედ, არც ნინომ მ...   Nov 3 2008, 11:06 PM
subterranean   მე სულ ოსტატი და მა...   Nov 4 2008, 12:33 AM
ეკატერინე   Рождественская звезда Сто...   Jan 6 2009, 08:49 PM
ლილიანა   ზარები გრიგალში კო...   Jan 6 2009, 09:09 PM
mekaje   წმიდა მამის გრიგოლ...   Jan 9 2009, 06:40 PM
marine   "გურამიშვილი რელ...   Jan 2 2017, 06:58 PM
marine   "ჭეშმარიტი მწერლ...   Apr 20 2017, 11:51 AM
marine   "მწერალი იმისთვი...   Apr 20 2017, 12:05 PM
marine   "1875 წელს პატარძეუ...   Jul 23 2018, 02:11 PM
marine   "ნამდვილი და ნიჭი...   Feb 14 2022, 09:25 PM
marine   "არაწმინდება დახ...   Apr 30 2022, 10:13 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 10:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი