![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
ვისაუბროთ ამ თემაზე....
ახალგაზრდების უმეტესობა უჩივის საკუთარი მშობლების არაეკლესიურობას, ბევრი მშობელი ვიცი ვინც შვილებს "შიშის" გამო ეკლესიაში არ უშვებს, ზოგს ჰგონია რომ შვილი ეკლესიაში სიარულით გაფანატდება, ცხოვრებას ჩამორჩება, მონასტერში წავა...ასეთ მშობლებზე ამბობენ რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ჩამოუყალიბათ ასეთი აზროვნებაო, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ჩემის აზრით ზოგიერთი შვილის ბრალიც არის, ბევრი ახალგაზრდა მართლაც ვარდება რელიგიურ მარაზმში-ხიბლში, აღარ არის სახლში ხალისიანი, აღარ იცინის, არც ლაპარაკობს (მდუმარებაშია ![]() ჩემის აზრით შვილებმა მშობლებს უნდა დაანახონ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ქცევით, მორჩილებით, შინაგანი რწმენით, და არა გარეგნული გადამეტებული ლოცვებით, მაგ: "დაუწიეთ ტელევიზორს უნდა ვილოცო", "მე ვმარხულობ და ხორცი არ შეწვათ", მშობლებთან გადამეტებული საუბარი საკუთარ მოძღვარზე, რომ მოძღვარს უფრო უყვარს ის ვიდრე დედას ან მამას...ზოგიერთი აიძულებს, და აძალებს კიდეც მშობლებს "მოქცევის" მიზნით რომ იარონ ეკლესიაში.... თქვენ რას ფიქრობთ? |
![]() ![]() |
ოიგიუს მინიმუს |
![]()
პოსტი
#2
|
![]() giorgi ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 128 რეგისტრ.: 26-December 06 მდებარ.: saqartvelo, tbilisi წევრი № 751 ![]() |
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ დღეს მთელი ახალგაზრდობა დავდივართ ტაძარში ვინახავთ მარხვას ვკითხულობთ ლოცვებს, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ უფლისთვის, არამედ მოძღვრისთვის, ხალხისთვის. ვეზიარებით თუ აღსარებას ჩავაბარებთ ამის შესახებ ყველამ იცის. სახარება კი საწინააღმდეგოს გვიქადაგებს. ჩვენ ფარულად უნდა ვილოცოთ, ვიმარხულოთ და ასე შემდეგ. აი სწორედ მაშინ იქნება ეს უფლისთვის გაკეთებული. ტრანსპორტში ყველას ეტყობა რომ ტაძარში მიდის, რადგან ჩაიცვამენ გრძელ კაბებს ტაძრის გარეთ კი ჯინსებში დადიან (იმას არ ვამბობ რომ სახლშიც კოჭებამდე კაბით იარონ გოგონებმა, ამის პირიქით წინააღმდეგი ვარ). როდესაც ჩვენი ოჯახის წევრები დაინახავენ რომ ჩვენმა ტაძარში სიარულმა ნაყოფი გამოიღო ისინიც მოექცევიან. როდესაც ისინი დაინახავენ რომ ჩვენ არა მხოლოდ ტაძარში ვართ ასეთი გამოწყობილები, რომ ჩვენ ტაძრის გარეთაც ვაკეთებთ სიკეთეს, რომ ჩვენ ტაძრის გარეთაც არ ვბილწსიტყვაობთ, ვფიქრობ ისინი მოექცევიან.
![]() -------------------- "პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი..."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი