![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
ვისაუბროთ ამ თემაზე....
ახალგაზრდების უმეტესობა უჩივის საკუთარი მშობლების არაეკლესიურობას, ბევრი მშობელი ვიცი ვინც შვილებს "შიშის" გამო ეკლესიაში არ უშვებს, ზოგს ჰგონია რომ შვილი ეკლესიაში სიარულით გაფანატდება, ცხოვრებას ჩამორჩება, მონასტერში წავა...ასეთ მშობლებზე ამბობენ რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ჩამოუყალიბათ ასეთი აზროვნებაო, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ჩემის აზრით ზოგიერთი შვილის ბრალიც არის, ბევრი ახალგაზრდა მართლაც ვარდება რელიგიურ მარაზმში-ხიბლში, აღარ არის სახლში ხალისიანი, აღარ იცინის, არც ლაპარაკობს (მდუმარებაშია ![]() ჩემის აზრით შვილებმა მშობლებს უნდა დაანახონ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ქცევით, მორჩილებით, შინაგანი რწმენით, და არა გარეგნული გადამეტებული ლოცვებით, მაგ: "დაუწიეთ ტელევიზორს უნდა ვილოცო", "მე ვმარხულობ და ხორცი არ შეწვათ", მშობლებთან გადამეტებული საუბარი საკუთარ მოძღვარზე, რომ მოძღვარს უფრო უყვარს ის ვიდრე დედას ან მამას...ზოგიერთი აიძულებს, და აძალებს კიდეც მშობლებს "მოქცევის" მიზნით რომ იარონ ეკლესიაში.... თქვენ რას ფიქრობთ? |
![]() ![]() |
ana-xatia |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 ![]() |
.:Lela:.
საკუთარ ცხონებაზე იფიქრე და კარგად მოიქეცი და ათასები ცხონდებიან შენს გარშემო ![]() ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია საკუთარ ცოდვებს მივხედოთ და გამოსწორებას ვეცადოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითები, რომ სხვასაც მოუნდეს ტაძარში სიარული და წირვა-ლოცვაზე დასწრება. ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 07:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი