![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ვხსნი ახალ თემას, რომელიც ძალიან მომცველი უნდა იყოს და ვფიქრობ, უნდა შემოუერთდეს ერთი-ორი პატარა თემა, ოღონდ ვთხოვ დავითს, პირველ პოსტად ეს დატოვოს ჩემი და ავტორობაც შემინარჩუნოს ( სხვა თემაში კი გთხოვთ გამოასწოროთ მსგავსი პრობლემა ), ახლა ახალი თემის შესახებ; აქამდე ჩვენ ვსაუბრობთ როგორ გვესმის საკუთარი რელიგია და ვსწავლობთ მას, ვარჩევთ რა ფსევდოს ნამდვილისაგან, ამ თემაში კი იგივე გავაკეთოთ ოღონდ სხვა დიდ რელიგიებთან დაკავშირებით ( სექტებზე ცალკე თემაა გახსნილი ) ...
ხორცის საკითხი ისლამში და იუდაიზმში ... ჰალალი ( ნებადართული) მუსულმანობის ერთერთ ტრადიცია ხორცთან დაკავშირებით უმჭიდროესად უკავშირდება იუდაიზმს, რადგან მუჰამედმა ზუსტად გადმოიღო ძველი აღთქმის კანონები და მოარგო არაბულ გარემოს... ვნახოთ რა კანონები აქვთ მათ;ახლა შევჩერდეთ ისლამის პოზიციაზე(რასაც ქვემოთ დავწერ წყაროდ გამოვიყენებ აბდელაჰ მეჩნუინს, ისლამის ექსპერტს და პრეზიდენტს ისლამური ორგანიზაციისა ევროპაში და არაბეთში, გაზ. მეტროპოლი 20.04.2008 გვ. 11), ეს ექსპერტი 12 საკითხად აყალიბებს, ცხოველის დაკვლის და მიღების ცერემონიალს 1. საჭმელად გამოყენება შეიძლება მხოლოდამხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისა, არც უნდა იყვნენ ნაკლულნი, დაჭრილნი და ავადმყოფნი 2. მკაცრად არის აკრძალული ცხოველთა ცემა და დაშინება ( ![]() ![]() 3. ცხოველისათვის ჭრილობის მიყენება ანუ დაჭრა მკაცრად არის აკრძალული, მხოლოდ უნდა დაიკლას. ახლა როგორ უნდა დაიკლას 4. ჰალალით დაკვლას უნდა ახორციელებდეს, მხოლოდ ჰალალით დამკვლელი, არაჰალალით დამკვლელს არა აქვს უფლება ჰალალით დაკლას ( ანუ რიტუალურ დაკვლას მხოლოდ სპეცყასაბი ახორციელებს, რომელიც მხოლოდ ამ საქმითაა დაკავებული) 5. ასეთი სპეცყასაბი უნდა იყოს აუცილებლად ზრდასრული მუსულმანი ( მამაკაცი რათქმაუნდა ), გონებით და ფიზიკურად ჯანსაღი, და კარგად უნდა იცნობდეს ყველა პროცედურას 6. შესაბამად ჰალალით დაკლულის უფლება მხოლოდ მუსულმანს აქვს 7. დაკვლისას ცხოველი გონზე უნდა იყოს ( ან არ შეიძლება დაძინება, გათიშვა და ა.შ.) 8. მერე იქ წესში ჩამოთვლილია ხელის როგორ მოძრაობით ზუსტად სად უნდა მიაყენოს ჭრილობა და რა ნაწილი უნდა გადაჭრას, თავის მოჭრა არ შეიძლება, 9. დაკვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი დატყმით, ანუ მეორეჯერ დანის აწევა არ შეიძლება ( ![]() 10. დაკვლა ისე უნდა მოხდეს, რომ მთავარი სისხლსადინარები გადაიხსნას და მთლიანად მოხდეს სისხლისგან დაცლა 11. ცხოველის აკუწვა და ნაწილებად დაჭრა, გატყვება და ა.შ. მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა დარწმუნდებიან მის სიკვდილში 12. და რათქმაუნდა დაკვლა და ჭამა შეიძლება მხოლოდ "წმინდა" ცხოველებისა ( მცოხნელი და ჩლიქგაყოფილი), ღორი ყველაზე უწმინდურია... ,,,,,,,,,,,,,,, აი ასეა დაწვრილმანებული "ჰალალის" ტრადიცია, ქრისტიანობას მსგავსი შეზღუდვები არ გააჩნია, იუდაიზმში მსგავსი სიტუაციაა, გახსნილია სპეციალური საყასბოები, სადაც ასეთად გამზადებული ხორცი იყიდება... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა სიკხებზე სიქიზმი ქვია მაგას... და მეხუთე რელიგიაა მსოფლიოში 23 მილიონი მორწმუნით... სიქიზმი (პენჯ. ਸਿੱਖੀ sikhī "მოსწავლე") - ინდოეთის ერთ-ერთი ახალგაზრდა მონოთეისტური რელიგიური აღმსარებლობა, დაარსებულია ჩვ.წ. XV საუკუნეში გურუ ნანაკის მიერ. გავრცელებულია ძირითადად პენჯაბის შტატში. ჰყავს ოც მილიონზე მეტი მიმდევარი. სიქიზმი ქადაგებს ყველა რელიგიების (თავის დროზე იგულისხმებოდა ისლამი და ინდუიზმი) შემწყნარებლობას, ადამიანთა თანასწორუფლებიანობას, ქალთა ემანსიპაციას და ა.შ. სიქიზმის წმინდა წიგნს ჰქვია ”გურუ გრანთი”. სიქებს, ბიბლიური რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) მსგავსად, ერთი უსახო და უსახელო ღმერთის სწამთ, რომელსაც ისინი სანსკრიტიდან ნასესხები სიტყვით მოიხსენებენ - პარამატმანი (”ზესული”) და სიქიზმის დამაარსებლის - ნანაკის გარდა კიდევ ცხრა გურუს სცემენ თაყვანს. ამ რელიგიამ ინდუიზმიდან ისესხა სულის უკვდავების, კარმის, დჰარმის და სხვ. იდეა. სიქი მამაკაცები წვერს და თმას არასდროს იპარსავენ, ამიტომ ყოველთვის დიდ პაგრის (ჩალმას) ატარებენ , რაშიც თავიანთ დაწნულ წვერ-ულვაშს და მუხლებამდე გრძელ თმას მალავენ. ასევე მათი უებარი ატრიბუტია ფოლადის სამაჯური, სავარცხელი და პატარა ხანჯალი. სიქებისთვის დამახასიათებელია გვარი ”სინჰი” (”სინგჰი”), რაც სანსკრიტზე ”ლომს” ნიშნავს და სიქების სიმამაცეს უსვამს ხაზს. ინდოელი ხალხის ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეპოქიდან მოყოლებული, სიქები, რომლებიც თავიანთ სარწმუნოებას ეროვნებასთან აიგივებენ, პენჯაბის ინდოეთისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. სიქი სეპარატისტების ხელით 1984 წელს მოკლული იქნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი. -------------------------------------- ნუ ახლა ეს ჩვენი ქართული ვიკიდანაა, იქ კარგია ინგლისური ვერსია, თუმცა სჯობს ასევე გავეცნოთ ასევე თავად სიქიზმის ვებ.გვერდებს და მათ მთავარ დოქტრინას, აი ერთერთი მათგანი ასე იწყება: Basic beliefs of Sikhism Sikhs believe in one God. He is the same for all people of all religions. აქედან სჩანს რომ მონოთეისტური რელიგიაა და ცოტა წაიეკუმენიზმებს კიდეც ![]() Sikhism teaches equality of all people. Sikhism preaches that people of different races, religions, or sex are all equal in the eyes of God. უფლებების თანასწორობა, მიუთითებს ამ რელიგიის თანამედროვე სახეზე... Sikhism teaches the full equality of men and women. ნუ ამაზე ზემოთ იყო ნაწერი ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა Sikhism emphasizes daily devotion to the remembrance of God. One should remember God at all times. ესეც გასაგებია, ღვთის ყოველდღიური დიდების შესახებ Sikhism teaches religious freedom. All people have the right to follow their own path to God without condemnation or coercion from others. აღმსარებლობის თავისუფლება Sikhism emphasizes a moral and ethical life. A Sikh should represent moral responsibility and righteousness. ესე გასაგებია, მორალურ-ზნეობრივი სიწმიდის აუცილებლობა აი აქ კი ცოტა ურევენ ![]() Sikhism rejects all forms of rituals such as idol worship, pilgrimages, fasting, and superstitions. ანუ კერპთაყვანისცემლობა ( აქ ქრისტიანული ხატთაყვანისცემაც იგულისხმება, რადგან ისინი ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავენ), შესაბამისად არ არსებობს რაიმე "წმიდა ადგილი" და შესაბამისად არანაირი პილიგრიმობაც, არც მარხვაც ( რადგან ადამიანთა გამოგონილად მიაჩნათ) და ამ ყველაფერს "ცრურწმენად" ასაღებენ... Sikhism teaches service to others. The primary task in life should be to help the poor, needy, and oppressed. The Sikhs have a long heritage of speaking out against injustice and for standing up for the defenseless. Sikhs are supposed to be saints, scholars, and soldiers. The word Sikh means disciple or student. Sikhs are the disciples of God who follow the writings and teachings of the ten Sikh Gurus. ნუ დანარჩენებშიც თავს ღვთის "მოწაფეებს" უწოდებენ http://www.sikhismguide.org/ თუმცა აქ არაფერია ნათქვამი ამ რელიგიის ნაციონაზაციის მძიმე შედეგების შესახებ... და სხვა ნაკლების შესახებ, რომლებზეც ბევრი წერს, როცა მათ ფანატიზმზე საუბრობს... ხო აქ შეგიძლიათ მაგათ მუსიკას მოუსმინოთ ![]() http://sikhsangeet.com/ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 06:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი