ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები |
guest |
Dec 17 2007, 09:10 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
აქ დავწეროთ ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება, მათი უმთავრესი , მნიშვნელოვანი შრომებიც მიმოვიხილოთ, ასევე კურიოზები მათი ყოველდღიურობიდან, რაც უხვად ხდებოდა მათ ცხოვრებაში.
მე დავიწყებ. კოპენჰაგენის ერთ-ერთი უმაღლესი სკოლის ინსტრუქტორის მონათხობი : სტუდენტებს მიეცათ ასეთი ამოცანა ფიზიკაში: დაასაბუთეთ, როგორ შეიძლება ბარომეტრის საშუალებით მაღალი შენობის სიმაღლის განსაზღვრა. ერთერთმა სტუდენტმა უპასუხა ასე: "უნდა აიტანო ბარომეტრი ამ შენობის სახურავზე,მოაბათ გრძელი თოკი და ჩამოუშვათ სახურავიდან მიწამდე. შემდეგ კი გაზომოთ ამ თოკის სიგრძე და მიიღებთ შენობის სიმაღლეს." პროფესორს არ მოეწონა პასუხი და აღშფოთდა.სტუდენტი კი არ დაეთანხმა პროფესორს იმაში,რომ პასუხი არასწორია და მოითხოვა ინსტრუქტორი, რომელიც შეამოწმებდა მისი პასუხის სისწორეს.ინსტრუქტორიც გამოიძახეს. არც ის იყო აღფთოვანებული,მაგრამ სტუდენტს შესთავაზა 5 წუთში მოეფიქრებინა პასუხის სხვა ვარიანტი, და ასეთი პასუხი მიიღო: "ავიტანოთ ბარომეტრი შენობის თავზე, გადავეყუდოთ სახურავის კიდეზე, მომარჯვებული გვქონდეს მთვლელი საათი, გავუშვათ ხელი ბარომერტს და როცა დაეცემა ძირს მიწაზე,გავაჩეროთ საათი.გამოვთვალოთ დრო,რაც დროც მოანდომა ბარომეტრმა დაცემამდე და მანძილის გამომთვლელი ფორმულით,რომელშიც დრო უკვე ვიცით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს." აღშფოთებულმა გამოცდელებმა გადაწყვიტეს სტუდენტი გაეგდოთ გამოცდიდან,მაგრამ სტუდენტმა მიუგო, რომ მას გააჩნია კიდევ უამრავი ამონახსნი ამ ამოცანის და თუ ნებას დართავენ ერთს კიდევ გაანდობს. კონსტრუქტორი რაღაცით დაინტერესდა და ნება დართო. პასუხი იყო ასეთი: "ეს მეთოდი იმედია მოგეწონებათ: ავყვეთ შენობის კიბეებს მაღლა,გზადაგზა კი კედელზე ბარომეტრი ავზომოთ და მოვნიშნოთ, როცა სახურავზე ავალთ,მერე უკან დავბრუნდეთ და დავითვალოთ რამდენჯერ ავზომეთ ბარომეტრი,გადავამრავლოთ ბარომეტრის განზომილებაზე და მივიღებთ შენობის სიმაღლეს საკმაოდ ზუსტი მიახლოებით. თუმცა ძალიან საჩალიჩოა ეს მეთოდი, მაგრამ მუშა. თუ უფრო ინტერესს გამოიჩენთ სხვა მეთოდის მიმართ, კიდევ გეტყვით:გამოაბით ძაფს ბარომეტრი და როგორც ქანქარა აამოძრავეთ.გამოთვალეთ 'g' აჩქარება ქუჩის სიმაღლეზე და შემდეგ შენობის თავზე ,მათ შორის სხვაობის გამოყენებით კი შენობის სიმაღლის ათვლას რაღა უნდა. უკეთესსაც გეტყვით: უნდა აიღოთ ბარომეტრი ხელში, მიხვიდეთ ამ შენობის სახლმმართველთან ,დააკაკუნოთ კარზე, როცა გამოიხედავს , თავაზიანად მიუგეთ: ძვირფასო სახლმმართველო, თუ თქვენ მე ამ შენობის სიმაღლეს გამანდობთ, ეს მშვენიერი ბარომეტრი თქვენი საკუთრება გახდება!" ბოლოს კი სტუდენტმა შეამჩნია რა გამომცდელთა გაფართოებული თვალები, უთხრა: "კარგით,მაშინ იმ პასუხს გეტყვით, რომელსაც ელოდებით: ბარომეტრით გავზომოთ ატმოსფერული წნევა შენობის ძირში და მერე შენობის თავზე, სხვაობის მიღების შემდეგ კი ბარომეტრული სიმაღლის ფორმულით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს." როგორც დღეს ცნობილია, ეს სტუდენტი იყო ცნობილი ნილს ბორი, რომელიც სკოლის პერიოდიდან გამოირჩეოდა თავისებური არაორდინალური აზროვნებით, კრიტიკულად უყურებდა გავრცელებულ სწავლის სისტემას და არ მოსწაონდა როცა მასწავლებლები ცდილობდნენ ეკარნახათ მოსწავლისათვის, როგორ ეაზროვნა. პ.ს ნილს ბორი ნამყოფია თვილისში, მქონდა პატივი 5 წელი მომესმინა ლექციებისთვის უნივერსიტეტში ფიზიკის დიდ აუდიტორიაში,სადაც ნილს ბორმა და მისმა ვაჟმა ლექცია წაიკითხეს ადრე. შექმნა ატომის მოდელი ე.წ. ბორის ატომური მოდელი, რომელიც მაგალითად ხსნიდა წყალბადის ატომის ხაზოვანი სპექტრის სტრუქტურას (1913 წ), კვანტურ ფიზიკაში უამრავი შრომები აქვს. ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი, 1825 წ. სურათი გადაღებულია ავსტრიელი ფიზიკოსის პაულ ერენფესტის მიერ |
guest |
Oct 17 2008, 05:38 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გავაცოცხლოთ ეს თემა
მოვიყვან კიდევ რამდენიმე ცნობილი მეცნიერის ციტატებს: ******** *ვინც განიზრახავს, რომ ჭეშმარიტება და შემეცნება ავტორიტეტით წარმოადგინოს, მხოლოდ ღმერთის სიცილს დაიმსახურებს. *ჩემი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი მინდა იმაზე ფიქრს მივუძღვნა, თუ რას წარმოადგენს სინათლე. *საბუნებისმეტყველო მეცნიერება რელიგიის გარეშე არის ხეიბარი, რელიგია კი მეცნიერების გარეშე არის ბრმა. *მინდა ვიცოდე , თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. მე არ ვარ დაინტერესებული რომელიმე მოვლენის, ელემენტის სპექტრებით, არამედ მე მინდა ვიცოდე ღმერთის აზრები ამ დროს, ყველაფერი დანარჩენი კი ერთეული შემთხვევებია. *ადამიანები, ვისაც ფიზიკის გვჯერავს, ვიცით, რომ წარსულის, აწმყოს და მომავლის ერთმანეთისგან გამორჩევა მხოლოდ მხოლოდ ჯიუტი ილუზიებია. *ფანტაზია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა, რამდენადაც ცოდნას ზღვარი გააჩნია. *მას შემდეგ რაც მატემატიკოსები ფარდობითობის თეორიაში "შეცვივდნენ" , მას მერე მე თვითონ ვეღარ ვიგებ მას. *ტექნიკური წინსვლა არის ნაჯახი პათოლოგიურ კრიმინალთა ხელებში. ალბერტ აინშტაინი ------------------------------------- *საითაც და რა შორსაც არ უნდა გავიხედოთ, რელიგიასა და მეცნიერებას შორის ვერსად ვერ ვიპოვით ურთიერთწინააღმდეგობას, სამაგიეროდ დავინახავთ მრავალ საერთოს. რელიგია და მეცნიერება არ გამორიცხავენ ერთმანეთს, როგორც ეს ბევრს გონია და შიშობს, არამედ ავრცობენ და ავსებენ ერთმანეთს. *მეცნიერებას არ ძალუძს ბუნების ბოლო გამოცანის ამოხსნა, იმიტომ რომ თვითონ წარმოადგენს ბუნების ნაწილს და ამით იმ გამოცანის ნაწილს, რისი ამოხსნაც გვსურს. მაქს პლანკი ------------------------------------------ *მე მახსენდება ნილს ბორთან უამრავი დისკუსია, რომლებიც გვიან ღამემდე გაგრძელებულა და თითქმის ყოველთვის სასოწარკვეთით დამთავრებულა. ამ დისკუსიების მერე როცა ახლომდებარე პარკში ვსეირნობდი, გონებაში ვიმეორებდი კითხვას: ნუთუ ბუნება ისეთი აფსურდია, როგორიც ჩვენ - ატომექსპერიმენტატორებს წარმოგვიდგენია? ვერნერ ჰაიზენბერგი ------------------------------------------ *ადამიანი არის არაფერსა და ყველაფერს შორის შუა პოზიცია : არაფერი უსასრულობასთან მიმართებაში და ყველაფერი არაფერთან მიმართებაში. *სიმართლე უფრო გამოსაყენებელია მისთვის, ვინც მას მოისმენს, ვიდრე მისთვის, ვინც მას ამბობს. ბლეზ პასკალი ------------------------------------- *სანამ ატომური ბომბი ორი მმართველი ძალის ხელშია, გამორიცხულია ატომური ომი. უფრო საშიშია, როდესაც ბომბისთვის საჭირო პლუტონიუმის შეძენა მავანს აფთიაქში რომ შეეძლება. ოტო ჰანი ------------------------------------------------ *მეცნიერები ეცდებიან რომ ის, რაც სხვამ არ იცის, ისე თქვან რომ სხვებმაც გაიგონ, პოეზიაში კი სწორედ პირიქითაა. პოლ დირაკი ------------------------------------------- *მეცნიერებაში ყველაფერი არსებულის დაცემის სურვილი მხოლოდ ფანატიკოსების მცდელობაა. *იდეები არ არიან დამნაშავე იმაში, რასაც ადამიანები ამ იდეებით აკეთებენ. ვერნერ ჰაიზენბერგი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი