![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქავთარაძე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ჩვენი მეზობელი და საყვარელი ფორუმის-კარავის წევრი- შატილის ასულის ნიკით, მოყვა უმძიმეს ავარიაში.
ყველას ვთხოვ რომ მოიხსენიოთ ლოცვებში მხევალი ღვთისა თამარი. წევს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში, ნუ დაიზარებთ ამ ადამიანისათვის ლოცვას, შეგეწიოთ უფალი. ღმერთმა უშველოს მხევალს ღვთისა თამარს! აბა უფლის და თქვენი იმედი მაქვს. |
![]() ![]() |
lamara |
![]()
პოსტი
#2
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
ბოლო ინფორმაცია შატილის ასულზე:
დღეს საავადმყოფოში ვიყავით ერი-ერი თიკო ერი, ლინდა, ლომი, ნაია, მთაშენკა, ნუსა, TuTa ნამცეცა მე. ვიმედოვნებ, სხვა არავინ გამომრჩა. თიკო და მე შატილიონკას ვესაუბრებოდით. უნდა გითხრათ, როდესაც ახალი წლის ამბებს და სხვა სიგიჟეებს ვახსენებდი, მარჯვენა თვალს სანახევროდ ხსნიდა. როდესაც კარაველთა სახელებს ვეუბნებოდი (გვალვა, ნინუკალა, მაო, Toma, კორტი, ლ(ი)ამა, ნაია, მთაშენკა, TuTa, უმა, ზვიოსული და ა.შ), ნიკაპის მოძრაობით რეაგირებდა. უფრო მეტიც, რაღაც დეტალების გახსენებისას მისი დახუჭული თვალებიდან სისველე გადმოდიოდა. ექიმი (ან ექთანი იყო) მეუბნებოდა, ასე რექციები რომ აქვს, ე.ი გადარჩებაო. ამ ამბის შემხედვარე ''იავნანამ რა ჰქმა'' გამახსენდა. გახსოვთ, ჰო, 2 წლის ასაკში ლეკების გატაცებულ ქეთოს დიდობაში ''იავნანას'' ჰანგები გაახსენდა. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ დღეში 1 რომელიმე ჩვენთაგანი რომ მივიდეს ავადმყოფ თამუნასთან და ესაუბროს, ის აუცილებლად გაახელს თვალს. ისე კი, როდესაც ხმამაღლა შევძახებდი, ''შატილი, გაახილე თვალი, ის მორჩილად ახელდა (რა თქმა უნდა, პრობლემის გამო, სანახევროდ, მაგრამ ყველა შეძახილზე ირეაგირა). ხალხ, ესეაბრეთ მას _________________ -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 04:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი