ქრისტიანული ენციკლოპედია, ისტორია,გეოგრაფია,ტერმინები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანული ენციკლოპედია, ისტორია,გეოგრაფია,ტერმინები |
KAIROS |
May 17 2007, 12:16 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
უამრავი ინფორმაციაა ჩადებული ენციკლოპედიებში, ბევრი მათგანი ვირტუალურ სამყაროშიც მოიძებნება, ბევრი გაფანტულია, აქ შეგვიძლება შევეცადოთ დავაზუსტოთ, შევკრიბოთ და მოვიძიოთ სხვადასხვა სახის ინფორმაციები, ისტორიიული მოვლენების, პიროვნებების, გეოგრაფიული ადგილების, ტერმინების და ყველაფრის შესახებ რაც დაგვაინტერესებს...
საკმარისი იქნება რომ ვინმემ მოითხოვოს ინფორმაცია და ჩვენ შევეცდებით, რომ ეს ინფო მოვიძიოთ ვფიქრობ, საინტერესო იქნება. იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
k@the |
Oct 17 2008, 05:23 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
KAIROS
ა, ბატონო ამოვაკოპირებ ტექსტს მარხვაზე რაც წერია: ვიკიპედიიდან ---------- მარხვა, ზოგიერთი რელიგიის მიერ განსაზღვრული დროით ყოველგვარი ან ცალკეული სახის საკვების (განსაკუთრებით ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების) მიღების აკრძალვა. სათავეს იღებს შორეულ წარსულში, როცა საკვების სიმცირე მისი დაზოგვის ღონისძიებებს ითხოვდა. შემდეგ მიეცა რელიგიური სანქცია, როგორც "ადამიანის სულის განწმენდისა და განახლების" საუკეთესო საშუალებას, კათოლიკური სარწმუნეობა მრავალდღიან მარხვას არ ითხოვს, მარხულობენ მხოლოდ დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათს, მიძინებისა და შობის კვირაძალზე, ვნების კვირის პარასკევს. პროტესტანტებს არა აქვთ მარხვის დღეები (ანგლიკანების გარდა), განსაკუთრებით ძლიერია მარხვის წესები მართლმადიდებლობაში. სულ 4 მრავალდღიანი მარხვაა: დიდმარხვა (7 კვირა), წმ. პეტრეს მარხვა (1–5 კვირა), ღვთისმშობლის მიძინების (2 კვირა), საშობაო (6 კვირა), გარდა ამისა – ჯვართამაღლების დღის მარხვა. ოთხშაბათისა და პარასკევისა თითოდღიანი – დანიშნულების მიხედვით, სანათლისღებო (საწყალკურთხევო, ნათლისღების წინადღის), მშობლების გარდაცვალების აღსანიშნავი, დათქმული და სხვა. სულ დაახლოებით ორასი დღე წელიწადში. მარხვის დღეებში იკრძალება სამხიარულო დღეობებში მონაწილეობა, ქორწინების საიდუმლო, ქალთან ურთიერთობა. კათოლიციზმს ასეთი მკაცრი წესები არა აქვს, ნებადართულია რძის მიღება, აგრეთვე შემსუბუქება მორწმუნეთათვის, რომელთაც შიმშილობა ექიმისაგან ეკრძალებათ. იუდაიზმში საერთო მარხვის დღეების გარდა (სამსჯავროს დღეები, ღირსსახსოვარი დღეები) მიღებულია მშობელთა მოსახსენიებელი მარხვა და სხვა. ისლამის მკაცრი მარხვა, ურაზა (რამადანის თვეში) მორწმუნეს უკრძალავს ლუკმის მიღებას მიზს ამოსვლიდან ჩასვლამდე. ეს მომქანცველი წესი იწვევს სულიერად მონანიების სურვილს და თვითგვემას, ხორციელად – ორგანიზმის გამოფიტვას, სარწმუნოებრივად – რწმენის ერთგულებას. ბასილ კესარიელი წერდა: "მარხვამ დაშრიტა ძალი ცეცხლისაი, დაუყვნა პირნი ლომთანი, მარხვაი ლოცვასა ცად აღამაღლებს... წინამძღუარი არს განსვენებაი, დედაი არს სიმრთელისა, მასწავლებელი ჭაბუკთა, სამკაული მოხუცებულთა, კეთილი თანმავალი მოგზაურთაი". ------------- აქვე თუ ჩაასწორებთ და ნორმალურ სახეს მისცემთ, გადატანა ჩემზე იყოს . უბრალოდ მე ვერ ავიღებ ჩემ თავზე ჩასწორებას, არადა ათასი ადამიანი კითხულობს ვიკიპედიას და არასწორი ინფორმაცია გააქვთ. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 10:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი