IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები
guest
პოსტი Dec 17 2007, 09:10 AM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



აქ დავწეროთ ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება, მათი უმთავრესი , მნიშვნელოვანი შრომებიც მიმოვიხილოთ, ასევე კურიოზები მათი ყოველდღიურობიდან, რაც უხვად ხდებოდა მათ ცხოვრებაში.

მე დავიწყებ.


კოპენჰაგენის ერთ-ერთი უმაღლესი სკოლის ინსტრუქტორის
მონათხობი :

სტუდენტებს მიეცათ ასეთი ამოცანა ფიზიკაში:

დაასაბუთეთ, როგორ შეიძლება ბარომეტრის საშუალებით
მაღალი შენობის სიმაღლის განსაზღვრა.


ერთერთმა სტუდენტმა უპასუხა ასე:

"უნდა აიტანო ბარომეტრი ამ შენობის სახურავზე,მოაბათ გრძელი თოკი და ჩამოუშვათ სახურავიდან მიწამდე.
შემდეგ კი გაზომოთ ამ თოკის სიგრძე და მიიღებთ შენობის სიმაღლეს."

პროფესორს არ მოეწონა პასუხი და აღშფოთდა.სტუდენტი კი არ დაეთანხმა პროფესორს იმაში,რომ პასუხი არასწორია და მოითხოვა ინსტრუქტორი, რომელიც შეამოწმებდა მისი პასუხის სისწორეს.ინსტრუქტორიც გამოიძახეს. არც ის იყო აღფთოვანებული,მაგრამ სტუდენტს შესთავაზა 5 წუთში მოეფიქრებინა
პასუხის სხვა ვარიანტი, და ასეთი პასუხი მიიღო:

"ავიტანოთ ბარომეტრი შენობის თავზე, გადავეყუდოთ სახურავის კიდეზე, მომარჯვებული გვქონდეს მთვლელი საათი, გავუშვათ ხელი ბარომერტს და როცა დაეცემა ძირს მიწაზე,გავაჩეროთ საათი.გამოვთვალოთ დრო,რაც დროც მოანდომა ბარომეტრმა დაცემამდე და მანძილის გამომთვლელი ფორმულით,რომელშიც დრო უკვე ვიცით
გამოვთვლით შენობის სიმაღლეს."

აღშფოთებულმა გამოცდელებმა გადაწყვიტეს სტუდენტი გაეგდოთ გამოცდიდან,მაგრამ სტუდენტმა მიუგო, რომ მას გააჩნია კიდევ უამრავი ამონახსნი ამ ამოცანის და თუ ნებას დართავენ ერთს კიდევ გაანდობს. კონსტრუქტორი რაღაცით დაინტერესდა და ნება დართო.
პასუხი იყო ასეთი:

"ეს მეთოდი იმედია მოგეწონებათ: ავყვეთ შენობის კიბეებს მაღლა,გზადაგზა კი კედელზე ბარომეტრი ავზომოთ და მოვნიშნოთ, როცა სახურავზე ავალთ,მერე უკან დავბრუნდეთ და დავითვალოთ
რამდენჯერ ავზომეთ ბარომეტრი,გადავამრავლოთ ბარომეტრის განზომილებაზე და მივიღებთ შენობის სიმაღლეს საკმაოდ ზუსტი მიახლოებით. თუმცა ძალიან საჩალიჩოა ეს მეთოდი, მაგრამ მუშა.

თუ უფრო ინტერესს გამოიჩენთ სხვა მეთოდის მიმართ, კიდევ გეტყვით:გამოაბით ძაფს ბარომეტრი და როგორც ქანქარა აამოძრავეთ.გამოთვალეთ 'g' აჩქარება ქუჩის სიმაღლეზე და შემდეგ შენობის თავზე
,მათ შორის სხვაობის გამოყენებით კი შენობის სიმაღლის ათვლას რაღა უნდა.

უკეთესსაც გეტყვით: უნდა აიღოთ ბარომეტრი ხელში, მიხვიდეთ ამ შენობის სახლმმართველთან
,დააკაკუნოთ კარზე, როცა გამოიხედავს , თავაზიანად მიუგეთ:
ძვირფასო სახლმმართველო, თუ თქვენ მე ამ შენობის სიმაღლეს გამანდობთ, ეს მშვენიერი ბარომეტრი თქვენი საკუთრება გახდება!"

ბოლოს კი სტუდენტმა შეამჩნია რა გამომცდელთა გაფართოებული თვალები, უთხრა:

"კარგით,მაშინ იმ პასუხს გეტყვით, რომელსაც ელოდებით:
ბარომეტრით გავზომოთ ატმოსფერული წნევა შენობის ძირში და მერე შენობის თავზე, სხვაობის მიღების შემდეგ კი ბარომეტრული სიმაღლის ფორმულით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს."


როგორც დღეს ცნობილია, ეს სტუდენტი იყო ცნობილი ნილს ბორი, რომელიც სკოლის პერიოდიდან გამოირჩეოდა თავისებური არაორდინალური აზროვნებით, კრიტიკულად უყურებდა გავრცელებულ სწავლის სისტემას და არ მოსწაონდა როცა მასწავლებლები ცდილობდნენ ეკარნახათ მოსწავლისათვის, როგორ ეაზროვნა.

პ.ს ნილს ბორი ნამყოფია თვილისში, მქონდა პატივი 5 წელი მომესმინა ლექციებისთვის უნივერსიტეტში ფიზიკის დიდ აუდიტორიაში,სადაც ნილს ბორმა და მისმა ვაჟმა ლექცია წაიკითხეს ადრე.

შექმნა ატომის მოდელი ე.წ. ბორის ატომური მოდელი, რომელიც მაგალითად ხსნიდა წყალბადის ატომის ხაზოვანი სპექტრის სტრუქტურას (1913 წ), კვანტურ ფიზიკაში უამრავი შრომები აქვს.


IPB-ს სურათი

ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი, 1825 წ. სურათი გადაღებულია ავსტრიელი ფიზიკოსის პაულ ერენფესტის მიერ wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest
პოსტი Oct 17 2008, 07:04 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მეტად საინტერესოდ მიმაჩნია ანტონ ბაგრატიონის, როგორც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და სასულიერი პირის ცხოვრება და შრომები. აქ შემოგთავაზებთ:

****

ანტონ იესეს ძე ბაგრატიონი

(1720-1788 წწ)


ცნობილი ქართველი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე თეიმურაზ (ანტონ ) ბაგრატიონი დაიბადა 1720 წ. 11 ნომებრს. 7 წლის ასაკიდან მას მისცეს იმ დროისათვის შესანიშნავი განათლება. 1739 წ. გაცრუებულმა სიყვარულმა ის ბერობის იდეამდე მიიყვანა და 19 წლის ასაკში გელათის მონასტერში ბერად აღიკვეცა ანტონი სახელით. 5 წლის შემდეგ კი ის უკვე ქართლ-კახეთის სამეფოს კათალიკოსად იქნა დამტკიცებული .

1756 წ. ანტონ ბაგრატიონი რუსეთს გაემგზავრა, სადაც დანიშნეს ქ. ვლადიმირის ეპარქიის მთავარ ეპისკოპოსად. ამ თანამდეგობაზე მან 8 წელი დაჰყო. ვლადიმირში ა. ბაგრატიონმა საფუძვლიანად შეისწავლა ევროპული, რუსული და ლათინური ენები, ფილოსოფია, ფიზიკა და ასტრონომია. იგი შეუდგა უცხოენოვანი წიგნების ქართული სკოლებისთვის თარგმნას. ქართლ-კახეთის სამეფოს სათავეში ერეკლე მეორის ჩადგომის შემდგომ, ანტონ ბაგრატიონი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ კათალიკოსის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. გახსნა სასულიერო სემინარიები თბილისსა და თელავში. შეადგინა მათთვის სახელმძღვანელოები. შექმნა ლინგვისტური, ფილოსოფიური, საღვთისმეტყველო , ფიზიკური და სხვა შრომები, მდიდარი წიგნსაცავები. მარტო მის პირად ბიბლიოთეკაში 7 000 ხელნაწერი და დასტამბული წიგნი ირიცხებოდა. როგორც პირველდაწყებითი, ისე სასემინარიო განათლება ხელმისაწვდომი გახდა არა მარტო არისტოკრატიისთვის, არამედ დაბალი ფენებისთვისაც. დაარსა კერძო სასწავლებლები. ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდობა სასწავლებლად რუსეთს მიავლინა. აღადგინა და გააფართოვა ვახტანგ 4-ის სტამბა. პარალელურად გახსნა გადამწერ კალიგრაფთა სკოლა. გაწმინდა ეკლესია უღირსი ელემენტებისაგან და სხვა.

1772 წ. ერეკლე II-ის დავალებით ანტონ I რუსეთს გაემგზავრა, რუსეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კავშირის დასამყარებლად. ანტონის ეს მოგზაურობა საფუძვლად დაედო 1783 წ. გეორგიევსკის ტრაქტატს.

ანტონ I 68 წლის ასაკში 1788 წ. 1 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

ანტონ I-ის მეცნიერული მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. შევჩერდები მის ფიზიკურ შეხედულებებზე.

1762 წ. ვლადიმირში თარგმნა გერმანელი ფიზიკოსის ქრისტიან ვოლფის "თეორიული ფიზიკა" . უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახელმძღვანელოდან ანტონ I თბილისში ლექციებს კითხულობდა.საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ ლექციებს თვით ერეკლე II-ც ესწრებოდა.

ანტონის გადმოცემით, ბაგრატიონთა ერთ-ერთ თავყრილობაზე მან თქვა, რომ ფიზიკა ადამიანს ცნობას ჭეშმარიტებად გადაუქცევს, ხოლო ვინმე "უგანსწავლულესმა და უდიდებულესმა" თქვა, რომ "უმეცარნი ფიზიკისაჲ მსგავს არიან ბრმათა". ანტონის აზრით, ფიზიკის უცოდინარნი შეისწავლიან მხოლოდ იმას, რასაც თვალით ხედავენ, შეხებით გრძნობენ, სინამდვილეში კი ფიზიკის საგანს წარმოადგენს ის მსჯელობაც, რაც თვალით უხილავს ეხება. ასეთი სახის მსჯელობა ადამიანს საგნის შეცნობასთან, მოვლენის გაგებასთან, ჭეშმარიტებასთან დაახლოვებსო.

"თეორიული ფიზიკის" წინასიტყვაობაში ანტონ I ბოდიშს მოიხდის, რომ ვერ შეადგინა სიბრძნის მოყვარულთათვის სატანადო წინასიტყვაობა. ეს სიტყვები თავმდაბლობად უნდა მივიღოთ, შემდეგ მთარგმნელი აღნიშნავს, რომ "ბუნებითი ფილოსოფია" გადმოღებული აქვს რუსული ენიდან და თარგმნა დასრულდა 1762 წლის 26 დეკემბერს.

ბოლოს ანტონ I აღნიშნავს, რომ მან წინამდებარე სახელმძღვანელო სხვადასხვა ავტორისაგან გადმოიღო და ამით ვოლფის მიერ შექმნილ "სისტემასა სოფლისასა მიჰრიდა" , ე.ი. მის ფილოსოფიას და ფიზიკასაც გადაუხვია.

როგორც ცნობილია, ანტონმა ვოლფის "ტეორიული ფიზიკა" თარგმნა და არა "ექსპერიმენტული", იმიტომ რომ ექსპერიმენტალურ ფიზიკაში ქართველ ერს გამოცდილება არ ქონდა, ხოლო თეორიულ ფიზიკაში მას საკმაო ტრადიცია გააჩნდა, ყოველ შემთხვევაში არსენ იყალთოელის წყალობით მაინც.

ანტონ I იზიარებს ვოლფის აზრს, რომ ნივთიერების რაოდენობა თვისობრივობაში გადადის და საამისოდ მოჰყავს მაგალითები. ანტონი ეწინააღმდეგება ვოლფის აზრს, რომ თითქოს ნივთიერების ნაწილაკთა რიცხვის განსაზღვრა შეუძლებელია. ანტონის მიხედვით, ნივთიერებატა ნაწილაკები მუდმივ მოძრაობაში არიან, ნივთიერების ზედაპირის შეცვლა მხოლოდ გარეგანი ზემოქმედების შედეგად არის შესაძლებელი. სითბომბადის ნივთიერების ხსენებისას ანტონი თავს არიდებს ზოგიერთი ფრაგმენტის თარგმნას და სითბოს გადაცემას სწორად განმარტავს. ანტონ I დაბალი ტემპერატურების ზღვარს არ გრძნობს. მსოფლიო მიზიდულობის ჱალას ღმერთს მიაწერს . სიმძიმის ძალის გამომწვევ ნივთიერებას იგი რეალურ შინაარსს აძლევს. ვოლფისგან განსხვავებით, ანტონ I სინათლის სიჩქარის განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდის ჩამოთვლისას უპირატესობას ნიუტონის გამოთვლებს ანიჭებს. სინათლის სხვადასხვა თეორიებიდან ანტონი მთლიანად ემხრობა ვოლფის მიერ გადმოცემულ ნიუტონის სინათლის კორპუსკულურ თეორიას. ანტონის შემოქმედებაში სინათლის მატარებელი სითხე და ეთერი ერთნაირი უფლებებით სარგებლობს.

სხვადასხვა პლანეტებზე ადამიანის მსგავს არსებათა მოდგმმის არსებობას ანტონ I უარყოფს. მაგრამ პარაგრაფის ბოლოს ერთგვარ კომპრომისზე მიდის.
რაც არ უნდა ჩამოეთვალა ანტონ I-ს, ის ფაქტი რომ უცხოპლანეტელები არსებობენ, ეწინააღმდეგება საღმრთო წერილებს.

კომეტების გამოჩენის საკითხს ანტონი სასწაულებს მიაწერს. უნდა აღინიშნოს, რომ კომეტების პირველი სწორი თეორია 1862 წ. გამოაქვეყნა ბრედიხინმა და საბოლოოდ დადასტურდა 1900 წ. პ. ლებედევის მიერ პარიზში დემონსტირებული სინათლის წნევის დამამტკიცებელი ცდების შემდეგ.

ის პარაგრაფები, რომელიც ანტირელიგიურ პროპაგანდას ეხება, ანტონს არ უთარგმნია.

კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა ანტონის მიერ უარყოფილია. მის ნაცვლად შემოტანილია გეოცენტრული სისტემა.

სივრცის შესახებ განმარტება ანტონ I-ს უფრო სწორად აქვს ინტერპრეტირებული, ვიდრე თვით ვოლფს.

როდესაც ვოლფი წერე, თითქოს ორთქლის ნაწილაკების მოძრაობა სითბური ეფექტი არ არის, ანტონი მის შესწორებას ვერ ბედავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის გამოქვეყნებული იყო ვოლფის "ექსპერიმენტული ფიზიკის" მეორე გამოცემა, რომლის ბოლოში დართულია მ. ლომონოსოვის შენიშვნები სითბოს კინეტიკური ტეორიის შესახებ. დაუჯერებელია, რომ ანტონს ეს წიგნი წაკითხული არ ქონდა.

წყლის ბუშტების ამოსვლას ანტონ I სითბოს მიზეზით ხსნის. ვოლფის აზრით, ამ ბბუშტების შიგნით ჰაერია, ანტონს კი ორთქლი მიაჩნია მართებულად. ვოლფის მცდარი შეხედულების საწინააღმდეგოდ, ღრუბლებიდან მზის სხივების არეკლვლის შესახებ ანტონი სწორ განმარტებას იძლევა.

ნაცვლად ვოლფის ბუნდოვანი და ორაზროვანი მოსაზრებისა, ანტონი გარკვევით აღნიშნავს, რომ გამეში ვარსკვლავთა ელვარება და ციმციმი შედეგია ორთქლის სქელი მასების მოძრაობისა.

ცისარტყელას ირგვლივ მსჯელობისას ვოლფს მოჰყავს მინის სფეროში მოტავსებული წყლის და მასში გამავალი მზის სხივის გარდატეხის ცდა. ანტონი ამ ცდის ნაცვლად მკითხველს სთავაზობდ წვიმის წვეთს და მასში გამავალ მზის სხივს. ამით თავიდან აცილებულია მინის სფეროთი გამოწვეული დამახინჯებანი.

ვოლფი არასწორად განმარტავს პოლარულ ციალს. ასევე არასწორად თარგმნის მას ანტონ I. რაც გასაგებიცაა, რომ იმ დროისათვის ეს ფენომენი მეცნიერთაგან არ იყო სწორად ინტერპრეტირებული. თუმცა პარაგრაფის თარგმანს დართული აქვს შენიშვნა, რომელშიც ანტონი განმარტავს, რომ ზემოთ ასული ორთქლი მარტო წყლის ზედაპირიდან კი არა დედამიწის ზედაპირიდანაც წარმოიქმნება.

ცივი ნატების შესახებ მსჯელობის დროს, ვოლფი მას "მოხეტიალე ცეცხლს" უწოდებს. ანტონ I შენიშნავს, რომ ეს "ცეცხლნი შემწუელნი არ არიან" , ხოლო შემდეგ პარაგრაფში აზუსტებს ამ გამოთქმას: "ცეცხლნი არა შემწუელნი, არამედ მებრნი შეცთომილთა ცეცხლთა".

ანტონ Iვოლფისაგან განსხვავებით, ელექტრულ ნივთიერებაში ელექტრულ ზალას ხედავს. 1760-იან წლებში ელექტრონული ძალების არსებობას და მათ მანძილზე ქმედებას მხოლოდ ერთეულები იზიარებდნენ და მათ შორის ანტოონ ბაგრატიონიც.

ვოლფის განმარტებით, დედამიწიდან მხოლოდ ლითონები ამოიღება, ხოლო ანტონ I შენიშნავს: "არა თუ მხოლოდ ლითონნი აღმოთხრილნი სხეულნი, არამედ მარილიცა და სხვანი". აქ ანტონი პირადი გამოცდილებიდან გამოდის, საქართველოში სამთამადნო წარმოება და წიაღისეულის დამუშავება ოდითგანვე ხდებოდა და ანტონ I და ერეკლე II-ის მეცადინეობით იმ პერიოდში ახალი აღმავლობით ვიტარდებოდა.

ბოტანიკის საკითხების თარგმნის დროს ანტონის შენიშვნებისაგან ირკვევა, რომ ვოლფის სახელმძღვანოლოს გარდა მან ისარგებლა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის მასალებისგან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
staywhite   ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები   Dec 17 2007, 09:10 AM
staywhite   ბ. რასელი (Bertrand Russel, მა...   Dec 29 2007, 10:56 AM
გიორგი   staywhite [b]+1 [b]გავზომოთ ბ...   Dec 29 2007, 12:15 PM
staywhite   ძალიან მაგარია გიო...   Dec 29 2007, 12:25 PM
გიორგი   staywhite ძალიან მაგარი...   Dec 30 2007, 03:42 AM
m16   საინტერესო დებულე...   Dec 30 2007, 12:50 PM
staywhite   M16, Mათემატიკაში არი...   Dec 30 2007, 08:28 PM
staywhite   ნოდარ, არის რაღაც რ...   Dec 31 2007, 08:13 AM
staywhite   ნიკოლა ტესლა (1856-1943), ...   Dec 31 2007, 12:33 PM
xornabujeli   :) უნდა გამოგიტყდეთ,...   Mar 11 2008, 03:41 AM
nanuskana   მართალი არ მესმის ...   Mar 17 2008, 10:41 PM
მნათე   ხანდახან ვფიქრობ, ...   Mar 17 2008, 11:51 PM
staywhite   გაიხარეთ, ახალგაზრ...   Mar 18 2008, 12:11 AM
თამარი_ცქნაფო   რა კარგი თემაა :)   Mar 18 2008, 12:29 AM
laziale   ნილს ბორი მაგარი ი...   Mar 20 2008, 11:54 AM
staywhite   laziale, თამარ :მპუა: მად...   Apr 5 2008, 07:07 AM
staywhite   არ ვიცი ლენუს, ფიზი...   Apr 5 2008, 08:02 AM
staywhite   კვანტურ მექანიკაზ...   Apr 5 2008, 09:07 AM
staywhite   გავაცოცხლოთ ეს თემ...   Oct 17 2008, 05:38 AM
კანუდოსელი   staywhite აინშტაინის საყ...   Oct 17 2008, 10:26 AM
staywhite   კანუდოსელი სვათაშ...   Oct 17 2008, 03:26 PM
staywhite   მეტად საინტერესოდ ...   Oct 17 2008, 07:04 PM
egri3   უნდა ვიპოვოთ შენობ...   Oct 23 2008, 12:31 PM
staywhite   *** "ყველაფერი რაც ...   Apr 1 2009, 06:15 PM
staywhite   ცნობილი ფიზიკოსი (...   Apr 2 2009, 01:27 PM
poligloti   მატერიალისტები იკ...   May 23 2009, 05:00 PM
staywhite   poligloti უკაცრავად, ეს რ...   May 23 2009, 06:19 PM
laziale   poligloti უკაცრავად, ეს ...   May 23 2009, 06:39 PM
@@@@@   საკმაოდ საინტერეს...   Jul 25 2009, 11:59 AM
staywhite   @@@@@ საზღვარგარეთიდ...   Jul 25 2009, 03:25 PM
@@@@@   staywhite გთავაზობთ ცნობ...   Jul 25 2009, 08:46 PM
staywhite   @@@@@ პირველ რიგში დიდ...   Jul 25 2009, 09:00 PM
@@@@@   staywhite გამხსენდა ამა...   Jul 25 2009, 09:45 PM
staywhite   @@@@@ მე ფილოლოგებს ვ...   Jul 25 2009, 09:58 PM
@@@@@   staywhite მე ის ვიგულისხ...   Jul 25 2009, 10:12 PM
staywhite   @@@@@ მე მგონი, არ იქნე...   Jul 25 2009, 10:26 PM
@@@@@   staywhite კი ბატონო, სიამ...   Jul 25 2009, 10:34 PM
staywhite   @@@@@ საინტერესო ინფო...   Jul 25 2009, 10:45 PM
@@@@@   staywhite არც ერთი არაა კ...   Jul 26 2009, 12:03 PM
staywhite   @@@@@ დარწმუნებული ვა...   Jul 26 2009, 01:28 PM
@@@@@   მარი სკლადოვსკა-კი...   Jul 28 2009, 10:27 AM
staywhite   @@@@@ ძალიან საინტერე...   Jul 28 2009, 01:24 PM
death   staywhite ისე ეს შედარე...   Jul 28 2009, 02:41 PM
staywhite   death ეს დებულება მე რ...   Jul 28 2009, 03:12 PM
@@@@@   პეტრე კაპიცა (1894–1984) ...   Jul 31 2009, 11:33 AM
staywhite   @@@@@ ინფორმაციისთვი...   Jul 31 2009, 12:14 PM
Atman   აინშტაინისა და თაგ...   Dec 5 2009, 12:28 PM
Atman   .   Dec 5 2009, 12:28 PM
qetevano   ეს რა კაგი თემაა   Sep 3 2013, 11:39 AM
A.V.M   მთლად ამ თემას არ მ...   Sep 3 2013, 11:49 AM
G_saxva   A.V.M წაკითხვა მეზარე...   Sep 3 2013, 11:53 AM
qetevano   კარგი იყო გურამ...   Sep 3 2013, 01:06 PM
G_saxva   ნიკოლაი ტესლა http://s02...   Nov 15 2013, 09:48 AM
A.V.M   G_saxva ჯიგარ... (ოღონდ წ...   Nov 16 2013, 02:20 AM
G_saxva   A.V.M ჯერ არ მცალია და ...   Nov 16 2013, 10:48 AM
MIRDAT   და ვინჩიზე დავწერო...   Nov 16 2013, 02:22 PM
G_saxva   MIRDAT დაწერე ოღონდ გე...   Nov 16 2013, 10:30 PM
A.V.M   MIRDAT ასეთი კითხვები ...   Nov 17 2013, 12:01 AM
MIRDAT   ლეონარდო და ვინჩი ...   Nov 17 2013, 01:20 AM
A.V.M   MIRDAT საინტერესო იყო ...   Nov 18 2013, 12:52 AM
G_saxva   ლეონარდო გენიოსი ი...   Nov 18 2013, 09:40 AM
G_saxva   [img]http://s018.radikal.ru/i516/1311/09/422f40a2f...   Nov 18 2013, 12:39 PM
k@the   G_saxva როგორც მოდერატ...   Nov 18 2013, 02:04 PM
G_saxva   G_saxva როგორც მოდერატ...   Nov 18 2013, 02:28 PM
qetevano   მე ქეთის უფრო ვეთა...   Nov 18 2013, 03:10 PM
G_saxva   მე ქეთის უფრო ვეთა...   Nov 18 2013, 03:54 PM
A.V.M   G_saxva ქეთევანთნ გავი...   Nov 19 2013, 01:23 AM
G_saxva   ნუ მიოფებთ თემას, შ...   Nov 19 2013, 09:26 AM
A.V.M   G_saxva ვა... აი ეს მომწო...   Nov 20 2013, 02:22 AM
marine   "როცა მომავალი მა...   Sep 3 2020, 03:42 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 10:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი