ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
KAIROS |
Jan 28 2007, 06:04 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს არა მინიმალური ტკივილით მოკვდინება ადამიანისა, არამედ მისი დახმარება მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზნის აღსრულებაში – ქრისტეს პოვნაში. დიახ მამაო, გეთანხმებით, აშკარაა რომ ურწმუნოებაა პირველი ნაბიჯი ევთანაზიისაკენ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Jan 28 2007, 06:52 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ევთანაზია და მისდამი დასავლური კულტურის დამოკიდებულება რამდენადაც ეს უცნაური არ უნდა იყოს პირდაპირი შედეგია კათოლიკური მრწამსისა სამების შესახებ.
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი