![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
უპირველეს ყოვლისა, აღვიშნავ რომ ამ თემას ვხსნი სწორედ "წმინდა წერილის" განყოფილებაში, რათა ბიბლიაზე დაყრდნობით შედგეს საუბარი აღნიშნულ თემაზე.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია ელია წინასწარმეტყველის თემა "საპამპულაო" გაუხდიათ ესოტერიკოსებს, სექტანტებსა თუ კარმული იდეოლოგიის შემწყნარებელ საზოგადოებას. ჩვენ კი, მართლმადიდებლები, როგორც კი მივადგებით ამ საკითხს უამრავი კითხვა გვებადება და პასუხებს ჭორისა და ოდესღაც გაგონილის დონეზე გავცემთ ხოლმე. ამას კარგად ხედავენ მებრძოლი ათეისტებიც, კარმისტებიც და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და დაცინვითა თუ ნიშნის მოგებით მიგვითითებენ ჩვენს მწირ ცოდნაზე. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ გამეხსნა ეს თემა, რათა საშუალება მოგვცემოდა კარგად შეგვესწავლა ელია წინასწარმეტყველის წიგნიცა და მისი ცოცხლად ზეცად ატაცების საკითხიც. გთხოვთ იაქქტიუროთ და ვისურვოთ ვიცოდეთ ამ თემაზე უფრო მეტი ვიდრე უკვე ვიცით. ![]() ![]() |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ხორცით რომ იქნენ ატაცებული ზეცად ვიცი, მაგრამ ცოცხლებში რა იგულისმხე? ხორციელად არ მკვდრები, ანუ ხორციელად სიკვდილარგანცდილები, თეოლოგიურად გამოდის რომ სრულიად განსხვავებულები არიან მხოლოდ ორია ასეთი, ვისაც სხეული ჯერ კიდევ მიწიერი აქვთ, ანუ არაგანსულიერებული, და ასე ვთქვათ ჟამამდე ( ანუ მეორედ მოსვლის პერიოდამდე) მათი სხეულების ბუნებრივი მოთხოვნილებები (ჭამა,სმა და ა.შ.) და ხწნადობა ( დაბერება და ა.შ.) შეჩერებულია... არის კიდევ ორი ადამიანი რომელტაც სხეული აქვთ, მაგრამ უკვე განსულიერებული, როგორიც ყველას ექნება მეორედ მოსვლის ანუ საყოველთაო განკითხვის შემდეგ ეს თავად უფალია, აღდგომილი სხეულით, რომელიც კედელშიც გადის, და არ შია, არ წყურია, არამედ არის განსულიერებული, და დედა ღვთისა, რომელცი გარდამოცემის მიხედვით, მიძინების შემედეგ იქნა აღტაცებული ზეცად ხორციეეადაც... ისე ეს თემა რატომ გაიხსნა არ იტყვით? ![]() კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 06:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი