![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
უპირველეს ყოვლისა, აღვიშნავ რომ ამ თემას ვხსნი სწორედ "წმინდა წერილის" განყოფილებაში, რათა ბიბლიაზე დაყრდნობით შედგეს საუბარი აღნიშნულ თემაზე.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია ელია წინასწარმეტყველის თემა "საპამპულაო" გაუხდიათ ესოტერიკოსებს, სექტანტებსა თუ კარმული იდეოლოგიის შემწყნარებელ საზოგადოებას. ჩვენ კი, მართლმადიდებლები, როგორც კი მივადგებით ამ საკითხს უამრავი კითხვა გვებადება და პასუხებს ჭორისა და ოდესღაც გაგონილის დონეზე გავცემთ ხოლმე. ამას კარგად ხედავენ მებრძოლი ათეისტებიც, კარმისტებიც და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და დაცინვითა თუ ნიშნის მოგებით მიგვითითებენ ჩვენს მწირ ცოდნაზე. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ გამეხსნა ეს თემა, რათა საშუალება მოგვცემოდა კარგად შეგვესწავლა ელია წინასწარმეტყველის წიგნიცა და მისი ცოცხლად ზეცად ატაცების საკითხიც. გთხოვთ იაქქტიუროთ და ვისურვოთ ვიცოდეთ ამ თემაზე უფრო მეტი ვიდრე უკვე ვიცით. ![]() ![]() |
![]() ![]() |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
ციტატა რამე საკითხი მაინც წამოგეჭრათ, რაზეც უნდა ვისაუბროთ ციტატა მისი ხორციელად ზეცად ატაცების ნიუანსები ოოოოოოოო, ამაზე მე ვერაფერს ვიტყვი. ყოველშემთხვევაში მიწიერი ცხოვრების პერიოდში მაინც ![]() ისე და რაა გაუგებარი? თავისი ფიზიკური, მატერიალური სხეულით იქნა აღტაცებული, როგორც ენუქი. აგრეთვე აღდგომის მერე ასევე ხორციელი სხეულითურთ ამაღლდა უფალიც. ![]() -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 06:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი