![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
სიმბოლო უძირითადესი ენაა, რომელსაც ქრისტიანობაში ვიყენებთ, იგი გამოიყენება ფაქტებზე, რომლებიც იყო, რომლებიც მიმდინარეობს, და რომლებიც მოვა... სიმბოლოებით მოქმედებს, პოეზია, პროზა, მხატვრობა, მუსიკა... და ასეა თეოლოგიაშიც, სიმბოლო უმთავრესია მთელს ლიტურგიაში, წირვა სიმბოლოთმეტყველებაა მთლიანად, რომელიც საოცრად ერწმის თან ევქარისტიულ რეალობას... სომბოლოებითაა სავსე ძველი აღთქმა, რომელიც ახალ აღთქმაზე მეტყველებს და ახალი აღთქმა რომელიც უფლის მოსვლისათვის გვამზადებს... ეს ამოუწურავი თემაა, ძალიან საინტერესო, ძალიან სავსე, სიმბოლო ამოძრავებს ხატმწერს, სიმბოლოთი გალობს მგალობელი, თუნდაც შენ ხარ ვენახი-ს გალობისას, სიმბოლოს იმოსავს მღვდელმსახური, თუნდაც მეწამული მოსასხამისას, რომელსაც პირველად შევეხებით, სიმბოლოა ყველაფერი ეკლესიაში, სანთელი, კანდელი, საკურთხეველი, სანათლავი, ზარი, საკმეველი... სიმბოლოა არქიტექტურაც, გუმბათიც, ჯვარი, ნავი... სიმბოლო ქრისტიანობაში ცოცხალია, ისაა არაა მხოლოდ რაიმე ნიშანი, მხოლოდ რაიმეს გამოსახატავად ან რაიმეს გასახსენებლად, არამედ ესაა მადლმოსილი ნიშანი, ესაა ჯვარი, ესაა თევზი, ესაა ხატი... სიმბოლოა ჩვენს ირგლივ არსებული სამყარო, კლდე, ზღვა, მთა, მზე, სითბო, სინათლე... სიმბოლო ვართ ჩვენც, სხეულიც- თვალი, ყური, ენა. ხელი... სიმბოლოა უბრალო საგნებიც ხიდი, კიბე, ფიჩხის კონა, კოცონი...
ვისაუბროთ სიმბოლოებზე და სიმბოლოები უფრო ახლოს მიგვიყვანენ მათსავე მნიშვნელობასთან ! იხარეთ; კაიროსი! --------------------------------------------------------------- ვიწყებ მეწამული ფერით, რადგან კვართზე საუბრისას შევეხეთ მას, იაქტიურეთ ![]() ისე კი მეწამული ფერი ძალიან საყვარელი ფერია როგორც წარმართებში ისე ქრისტიანებში, იგი რომაელებში დიდ სარდლებთან ერთად, სამეფო ოჯახის წევრებს და ფილოსოფოსებს ეცვათ, ტოგა ერქვა სახელად, ვიცით, რომ წმ. მოწამე იუსტინე ფილოსოფოსს, ტოგა ეცვა, როგორც ფილოსოფოსს, მაგრამ როცა გახდა ქრისტიანი, მას უთხრეს, ახლა რატომ გაცვია ტოგა, აკი ქრისტიანი ხარო, მან უპასუხა, მე მხოლოდ ახლა გავხდი ნამდვილი ფილოსოფოსიო... და ასეც ეწამა, ტოგით... მოკლედ ესაა Toga picta - მეწამული ტოგა ოქროსფერი კაანტით. ამას მხედართმთავრები ტრიუმალური მსვლელობისას იცმევდნენ. მოგვიანებით მას იმპერატორები იცმევდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე. აი დანარჩენები: ტოგა ძველ რომში მამაკაცის ტრადიციული სამოსი. ტოგა იყო 6 მეტრის სიგრძის ოვალური ფორმის თეთრი შალის ნაჭერი, რომელსაც ტუნიკის ზემოთ იცმევდნენ. არამოქალაქეს არ ჰქონდა ტოგის ტარების უფლება. თავდაპირველად ტოგა უბრალოდ შალის მოსასხამი იყო, შემდეგ მოსასხამმა ისე იცვალა ფორმა რომ ყოველდღიურად სატარებლად იგი უვარგისი გახდა და იგი გარდაიქმნა სადღესასწაულო, ცერემონიულ სამოსად. ოფიციალურ პირებს (მაგისტრატუსებს და სენატორებს) ოფიციალურ და საჯარო ღონისძიებებზე აუცილებლად უნდა სცმოდათ ტოგა. როდესაც რომის მოქალაქის ვაჟი აღწევდა სრულწლოვან ასაკს, მას მაშინ პირველად აცმევდნენ ტოგას. რელიგიური ცერემონიების დროს ტოგას თავზეც იხურავდნენ. ტოგები სხვადასხვა სახის იყო და ყოველი სახის ტოგას თავისი დანიშნულება ჰქონდა: * toga virilis - თეთრი სადა ტოგა, რომელსაც მამაკაცი მოქალაქეები ატარებდნენ. * toga praetexta - თეთრი ტოგა ფართო მეწამული ფერის კანტით. მას ასტარებდნენ მაგისტრატუსები, ექს-მაგისტრატუსები, დიქტატორები, ზოგიერთი ქურუმები და ტრადიციი მიხედვით რომის მეფეები. იმპერიის პერიოდში იმპერატორი ანიჭებდა toga praetexta-ს ტარების უფლებას პატივისცემის ნიშნად. * toga pulla - მუქი ფერის ტოგა. ამას გლოვის დროს იცმევდნენ. * Toga picta - მეწამული ტოგა ოქროსფერი კაანტით. ამას მხედართმთავრები ტრიუმალური მსვლელობისას იცმევდნენ. მოგვიანებით მას იმპერატორები იცმევდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე. * toga candida - ხელოვნურად გათეთრებული ტოგა. ამას მაგისტრატუსობის კანდიდატები ატარებდნენ. * Toga trabea- ასეთი ტოგები სამი ტიპის იყო, მხოლოდ მეწამული - ღმერთებისთვის, ვიწრო თეთრი ზოლით მეფეებისთვის და თეთრი ზოლებით მარსის ქურუმებისთვის და ავურებისთვის. http://www.classicsunveiled.com/romel/html/clothmen.html ზოგადად მეწამული კი ბიბლიაში ხშირად ფიგურირებს, სიმბოლურად იგი უფლის მიერ დაღვრილ გამომხნელ სისხლს უკავშირდება, იგი გვხდება ძველ აღთქმაში, როცა რჩეული მეწამული ფერით გამოირჩევა: "აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, " (დაბადება , თ, 38, 28)... შესაბამისად მეწამული შემოდის ასევე უფალთან მიმართებაში : "რომაელი ჯარისჯაცები სიკვდილმისჯილს ხშირად თამაშის საგნად აქცევდნენ. მაცხოვარსაც ამგვარად მოექცნენ. მათ შეუცვალეს ზედა სამოსი მეწამული მატერიის ნაჭრით ან ძველი წითელი ჯარისკაცული მოსასხამით. შეთხზეს ეკლის გვირგვინი და მარჯვენა ხელში დააჭერინეს ჯოხი. იჩოქებდნენ მის წინაშე, ვითომდაც თაყვანს სცემდნენ. შემდეგ გამოსტაცებდნენ ჯოხს, ურტყამდნენ ეკლის გვირგვინიან თავში და სახეში. (იოანე 19, 2-3)." http://www.orthodoxy.ge/metsniereba/sudara...inis_sudara.htm ამის შესახებ კარგად წერს ველიმეროვიჩი: მეწამული: მეწამული ფერი სამოსელი - ეს რომაელ მეფეთა სამოსელია. როდესაც უფალი პილატეს წინაშე ლაპარაკობდა თავის არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ, მისი სიტყვები მატერიალისტურად მოაზროვნე რომაელ ჩინოვნიკს შეშლილობად და სამეფო ღირსების შებღალვად მოეჩვენა. ამიტომ შემოსეს პილატეს მეომრებმა იგი მეწამულისფრად, რა თქმა უნდა - ყველაზე იაფფასიანით, რათა როგორც თვითმარქვია - დასაცინი გამხდარიყო. მაგრამ უკვე მისი სამოსის სამეფო მეწამული ფერი მოწმობდა იმას, რომ ქრისტე ჭეშმარიტად მეფეა. პილატეს ხალხმა, თუნდაც დაცინვით, იგი იმად გამოაცხადა, ვინც სინამდვილეში იყო. არცერთ მათგანს გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ქრისტეს სამეფოს მემკვიდრეობით მიიღებდნენ რომაელთა და მსოფლიოს სხვა დანარჩენი სამეფოები. http://www.orthodoxy.ge/tserilebi/nikoloz_serbi/57.htm მეწამულს იყენებდნენ ასევე ტაძრის შესამკობადაც... მეწამული იყო ზღვაც რაც გაიარა ისრაელმა... და ბოლოს არსებობს ასეთი რამაც : ვუდი ალენის ნოსტალგიურ-ირონიული ანტიზღაპარი. "კაიროს მეწამული ვარდი"(1985) მია ფეროუ მთავარ როლში, ჰაჰაჰა ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
georgianeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() SERPENTARIUS ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 ![]() |
რახან ძალიან საინტერესო მეწამული ფერით დაიწყე, ქრისტიანული სახისმეტყველების უზენაესი გამოვლინებაა ჩვენი ეროვნული დროშაც:
![]() მართალია, პირველი რესპუბლიკის დროს სოციალ-დემოკრატებისას მიიღეს, მაგრამ შედგენილ იქნა დიმიტრი შევარდნაძისა და იაკობ ნიკოლაძის მიერ (ამ უკანასკნელისაგან პარიზის არქივებსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოძიებული ისტორიული, თუ ჰერალდიკური მასალების საფუძველზე), ხოლო დაცული დიდი ივანე ჯავახიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილისაგან: მეწამული დროშა-გამარჯვებული. შინაარსად არ ატარებს ოდენ საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ფერებს, არამედ მეწამული აქ ბაგრატოვანთა საომარ მეწამულ დროშასთანაა დაკავშირებული, რომელიც თავის მხრივ ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებულ მეწამულ კვართს და მოწამეობას უკავშირდება. ამონარიდი ცირა ინწკირველის ესსედან "ეროვნული დროშა-დროშა დავითიანი": "ბერძნული პორფირის, პურპურას ქართული შესატყვისი ძოწეული, ანუ სისხლში შეღებილი სამოსელი, იესო ქრისტეს სულის მატერიალიზაციაა. ამიტომაც, ძოწეული სამოსელი წინასწარმეტყველთა სულის უფალის ქრისტეს-"ხალხების მეფის" (გამოცხ. 15,3) და "ხალხების დროშის" (გამოცხ. 17.15) საკუთარი სამოსელია: "ეცვა სისხლში ამოვლებული სამოსელი, მისი სახელია ღმერთის სიტყვა" (გამოცხ. 19,13; ეს. 63,2)... ...საქართველოს ისტორიიდან ცნობილია, დროშის მეწამული ალამის ეპითეტი "გამარჯვებული", რომელიც გაერთიანებული საქართველოს პოლიტიკური ძლიერების დროს მიკუთვნებული ჰქონდა სამეფო დროშას. ეს ეპითეტი ცოცხალია ერეკლე II-ის დროშიც. დამოწმებული მასალა, ვფიქრობ, ცხადს ხდის, რატომაც ეწოდება მეწამულ დროშას "გამარჯვებული"! ამ დროშით მებრძოლის მტრებზე შურს თვით უფალი იძიებს... ...იმიტომ არის ძოწეული სამოსელი ქრისტეს საკუთარი სამოსელი, რომ საკუთარი იდეებისათვის ქრისტემ არა სხვათა, არამედ საკუთარი სისხლით შეღება წინასწარმეტყველთა თეთრი ბისონი და აქცია ძოწეულ სამოსელად-გამარჯვების რელიგიურ სიმბოლოდ. სარწმუნოება ჩვენი გვასწავლის, რომ გამარჯვების საწინდარია წამების გვირგვინი. ამიტომაც, გვმოძღვრავს წინასწარმეტყველური სიბრძნე: "ძოწეული სამოსლად მათდა ქმნული ბრძენთა" (იერ. 10,9). ზემოთ ითქვა ისიც, რომ საქართველოს ისტორიამ იცის დროშის მეწამული ალამი, სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, გამარჯვების რელიგიური სიმბოლო". რახან ქრისტიანულ სიმბოლოებთან დაკავშირებით ეროვნული დროშის პარადიგმა მოვიყვანეთ, დავამატებ მნიშვნელოვანი ქართველი ეთნოლოგის, სარა ბარნაველის კვლევების შედეგს, რომლის მიხედვითაც ქართულ ეთნოლოგიას მეცნიერულად აქვს დასაბუთებული, რომ საქართველოში დროშა ისტორიულად ღმერთად (ისევ და ისევ სიმბოლოს მომენტი) იყო მიჩნეული ისევე, როგორც ძველაღმოსავლეთის დესპოტიებში. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა 9 ძმა ხერხეულიძეთა, მათი დისა და დედის გმირობის მაგალითიც და საქართველოს მთიანეთის ხატებში დასვენებული დროშებისადმი, როგორც ღმერთისა და ღვთისშვილის ალეგორიული განსახიერებისადმი, ხალხის თაყვანისცემა. წითელ-მეწამული არა მარტო ფილოსოფოსების, არამედ ქალდეველი ქურუმების სამოსის ფერიც იყო, რომელთაც ცნობილი რუსი თეოლოგი და ისტორიკოსი პეტრე სოლიარსკი თავის ბიბლიურ ენციკლოპედიაში მოცემული კვლევებითა და ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით ხალიბებთან აკავშირებდა... ასევე, ძველი სამყაროს მისტერიების ფერია მეწამული. ღვინისფერი დიონისოს მეწამულობის ფერი, რომელიც წარმართული სიმბოლოა ქრისტე-მაცხოვრის მოწამეობისა და მისი გამარჯვების. -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 10:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი