სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Oct 22 2008, 11:17 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
სიმბოლო უძირითადესი ენაა, რომელსაც ქრისტიანობაში ვიყენებთ, იგი გამოიყენება ფაქტებზე, რომლებიც იყო, რომლებიც მიმდინარეობს, და რომლებიც მოვა... სიმბოლოებით მოქმედებს, პოეზია, პროზა, მხატვრობა, მუსიკა... და ასეა თეოლოგიაშიც, სიმბოლო უმთავრესია მთელს ლიტურგიაში, წირვა სიმბოლოთმეტყველებაა მთლიანად, რომელიც საოცრად ერწმის თან ევქარისტიულ რეალობას... სომბოლოებითაა სავსე ძველი აღთქმა, რომელიც ახალ აღთქმაზე მეტყველებს და ახალი აღთქმა რომელიც უფლის მოსვლისათვის გვამზადებს... ეს ამოუწურავი თემაა, ძალიან საინტერესო, ძალიან სავსე, სიმბოლო ამოძრავებს ხატმწერს, სიმბოლოთი გალობს მგალობელი, თუნდაც შენ ხარ ვენახი-ს გალობისას, სიმბოლოს იმოსავს მღვდელმსახური, თუნდაც მეწამული მოსასხამისას, რომელსაც პირველად შევეხებით, სიმბოლოა ყველაფერი ეკლესიაში, სანთელი, კანდელი, საკურთხეველი, სანათლავი, ზარი, საკმეველი... სიმბოლოა არქიტექტურაც, გუმბათიც, ჯვარი, ნავი... სიმბოლო ქრისტიანობაში ცოცხალია, ისაა არაა მხოლოდ რაიმე ნიშანი, მხოლოდ რაიმეს გამოსახატავად ან რაიმეს გასახსენებლად, არამედ ესაა მადლმოსილი ნიშანი, ესაა ჯვარი, ესაა თევზი, ესაა ხატი... სიმბოლოა ჩვენს ირგლივ არსებული სამყარო, კლდე, ზღვა, მთა, მზე, სითბო, სინათლე... სიმბოლო ვართ ჩვენც, სხეულიც- თვალი, ყური, ენა. ხელი... სიმბოლოა უბრალო საგნებიც ხიდი, კიბე, ფიჩხის კონა, კოცონი...
ვისაუბროთ სიმბოლოებზე და სიმბოლოები უფრო ახლოს მიგვიყვანენ მათსავე მნიშვნელობასთან ! იხარეთ; კაიროსი! --------------------------------------------------------------- ვიწყებ მეწამული ფერით, რადგან კვართზე საუბრისას შევეხეთ მას, იაქტიურეთ ისე კი მეწამული ფერი ძალიან საყვარელი ფერია როგორც წარმართებში ისე ქრისტიანებში, იგი რომაელებში დიდ სარდლებთან ერთად, სამეფო ოჯახის წევრებს და ფილოსოფოსებს ეცვათ, ტოგა ერქვა სახელად, ვიცით, რომ წმ. მოწამე იუსტინე ფილოსოფოსს, ტოგა ეცვა, როგორც ფილოსოფოსს, მაგრამ როცა გახდა ქრისტიანი, მას უთხრეს, ახლა რატომ გაცვია ტოგა, აკი ქრისტიანი ხარო, მან უპასუხა, მე მხოლოდ ახლა გავხდი ნამდვილი ფილოსოფოსიო... და ასეც ეწამა, ტოგით... მოკლედ ესაა Toga picta - მეწამული ტოგა ოქროსფერი კაანტით. ამას მხედართმთავრები ტრიუმალური მსვლელობისას იცმევდნენ. მოგვიანებით მას იმპერატორები იცმევდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე. აი დანარჩენები: ტოგა ძველ რომში მამაკაცის ტრადიციული სამოსი. ტოგა იყო 6 მეტრის სიგრძის ოვალური ფორმის თეთრი შალის ნაჭერი, რომელსაც ტუნიკის ზემოთ იცმევდნენ. არამოქალაქეს არ ჰქონდა ტოგის ტარების უფლება. თავდაპირველად ტოგა უბრალოდ შალის მოსასხამი იყო, შემდეგ მოსასხამმა ისე იცვალა ფორმა რომ ყოველდღიურად სატარებლად იგი უვარგისი გახდა და იგი გარდაიქმნა სადღესასწაულო, ცერემონიულ სამოსად. ოფიციალურ პირებს (მაგისტრატუსებს და სენატორებს) ოფიციალურ და საჯარო ღონისძიებებზე აუცილებლად უნდა სცმოდათ ტოგა. როდესაც რომის მოქალაქის ვაჟი აღწევდა სრულწლოვან ასაკს, მას მაშინ პირველად აცმევდნენ ტოგას. რელიგიური ცერემონიების დროს ტოგას თავზეც იხურავდნენ. ტოგები სხვადასხვა სახის იყო და ყოველი სახის ტოგას თავისი დანიშნულება ჰქონდა: * toga virilis - თეთრი სადა ტოგა, რომელსაც მამაკაცი მოქალაქეები ატარებდნენ. * toga praetexta - თეთრი ტოგა ფართო მეწამული ფერის კანტით. მას ასტარებდნენ მაგისტრატუსები, ექს-მაგისტრატუსები, დიქტატორები, ზოგიერთი ქურუმები და ტრადიციი მიხედვით რომის მეფეები. იმპერიის პერიოდში იმპერატორი ანიჭებდა toga praetexta-ს ტარების უფლებას პატივისცემის ნიშნად. * toga pulla - მუქი ფერის ტოგა. ამას გლოვის დროს იცმევდნენ. * Toga picta - მეწამული ტოგა ოქროსფერი კაანტით. ამას მხედართმთავრები ტრიუმალური მსვლელობისას იცმევდნენ. მოგვიანებით მას იმპერატორები იცმევდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე. * toga candida - ხელოვნურად გათეთრებული ტოგა. ამას მაგისტრატუსობის კანდიდატები ატარებდნენ. * Toga trabea- ასეთი ტოგები სამი ტიპის იყო, მხოლოდ მეწამული - ღმერთებისთვის, ვიწრო თეთრი ზოლით მეფეებისთვის და თეთრი ზოლებით მარსის ქურუმებისთვის და ავურებისთვის. http://www.classicsunveiled.com/romel/html/clothmen.html ზოგადად მეწამული კი ბიბლიაში ხშირად ფიგურირებს, სიმბოლურად იგი უფლის მიერ დაღვრილ გამომხნელ სისხლს უკავშირდება, იგი გვხდება ძველ აღთქმაში, როცა რჩეული მეწამული ფერით გამოირჩევა: "აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, " (დაბადება , თ, 38, 28)... შესაბამისად მეწამული შემოდის ასევე უფალთან მიმართებაში : "რომაელი ჯარისჯაცები სიკვდილმისჯილს ხშირად თამაშის საგნად აქცევდნენ. მაცხოვარსაც ამგვარად მოექცნენ. მათ შეუცვალეს ზედა სამოსი მეწამული მატერიის ნაჭრით ან ძველი წითელი ჯარისკაცული მოსასხამით. შეთხზეს ეკლის გვირგვინი და მარჯვენა ხელში დააჭერინეს ჯოხი. იჩოქებდნენ მის წინაშე, ვითომდაც თაყვანს სცემდნენ. შემდეგ გამოსტაცებდნენ ჯოხს, ურტყამდნენ ეკლის გვირგვინიან თავში და სახეში. (იოანე 19, 2-3)." http://www.orthodoxy.ge/metsniereba/sudara...inis_sudara.htm ამის შესახებ კარგად წერს ველიმეროვიჩი: მეწამული: მეწამული ფერი სამოსელი - ეს რომაელ მეფეთა სამოსელია. როდესაც უფალი პილატეს წინაშე ლაპარაკობდა თავის არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ, მისი სიტყვები მატერიალისტურად მოაზროვნე რომაელ ჩინოვნიკს შეშლილობად და სამეფო ღირსების შებღალვად მოეჩვენა. ამიტომ შემოსეს პილატეს მეომრებმა იგი მეწამულისფრად, რა თქმა უნდა - ყველაზე იაფფასიანით, რათა როგორც თვითმარქვია - დასაცინი გამხდარიყო. მაგრამ უკვე მისი სამოსის სამეფო მეწამული ფერი მოწმობდა იმას, რომ ქრისტე ჭეშმარიტად მეფეა. პილატეს ხალხმა, თუნდაც დაცინვით, იგი იმად გამოაცხადა, ვინც სინამდვილეში იყო. არცერთ მათგანს გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ქრისტეს სამეფოს მემკვიდრეობით მიიღებდნენ რომაელთა და მსოფლიოს სხვა დანარჩენი სამეფოები. http://www.orthodoxy.ge/tserilebi/nikoloz_serbi/57.htm მეწამულს იყენებდნენ ასევე ტაძრის შესამკობადაც... მეწამული იყო ზღვაც რაც გაიარა ისრაელმა... და ბოლოს არსებობს ასეთი რამაც : ვუდი ალენის ნოსტალგიურ-ირონიული ანტიზღაპარი. "კაიროს მეწამული ვარდი"(1985) მია ფეროუ მთავარ როლში, ჰაჰაჰა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| KAIROS |
Oct 23 2008, 09:04 AM
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
თევზი წმიდა წერილში:
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ყველგან სადაც რაიმეა ნახსენები, აქ "თევზი" მაინცდამაინც ყველა სიმბოლო არაა, ან თუა სიმბოლო მაშინ მას შეიძლება ერთ ადგილას ქონდეს დადებითი დატვირთვა, სხვაგან კი ცუდი, ანუ მინდა აღვნიშნო და ეს დასამახსოვრებელია, რომ არ არსებობს რაიმე უპირობოდ "დადებითი სიმბოლო" ან პირიქით, მაგალითად გველი, რომელიც უფრო დაცემას ახსენებს ადამიანს, თავად უფალი მასში სიბრძნის სიმბოლოს ხედავს... და ისევ თევზი, თევზი იყო ის რასაც ებრაელები იხსნებებდნენ და ნატრობდნენ ეგვპიტის მონობის ხორცთან ერთად: "რამეთუ მოვიჴსენეთ ჩუენ თევზი იგი, რომელსა ვჭამდით ჩუენ ეგჳპტეს უსასყიდლოდ და ნესუსა, და მელაპეპონსა, და პრასასა, და ხახუსა და ნიორსა."რიცხვთა 11:5 მაგრამ თევზი უპირობოდ უდიდესი სიმბოლიკის მატარებელია ტობიას წიგნში: ვნახოთ რა ხდება. 6:1 და განვიდა ყრმა იგი და ანგელოზი იგი და წარერთნეს და ძაღლი იგი მათ თანა. და მოვიდეს იგი ვიდრე ტიგრისამდე მდინარესა და დაადგრეს განსუენებად მუნ. 6:2 და შთავიდა ყრმა იგი მდინარესა მას დაბანად პირისა და მოეხჳა თევზი ფერჴთა მისთა და ჴმა-ყო ყრმამან. 6:3 და შეეშინა ტობიას, ღადად-ყო ჴმითა მადლითა: შემთქრა! 6:4 და ჰრქუა მას ანგელოზმან: შებმა-უყავ და შეიპყარ ეგე. და შეიკრძალა თევზი იგი ყრმამან და აღმოიღო ჴმელად ქუეყანად. 6:5 ჰრქუა ანგელოზმან ყრმასა მას: განაპე ეგე და გამოიღე გული მაგისი და ნავღელი და ტყირპი და დადევ ეგე კრძალულად, რამეთუ საჴმარ არს ეგე წამლად. 6:6 და ყო ეგრე ყრმამან. ხოლო თევზი იგი შეწვეს და შეჭამეს და ნეშტი იგი დამარხეს საგზლად. და წარვიდეს ორნივე იგი და მოვიდეს ვიდრე ხუჟიკეთამდე. 6:7 და ჰრქუა ტობია ანგელოზსა მას: ძმაო აზარია, რასათჳს დავმარხეთ გული, ტყირპი და ნავღელი თევზისა? 6:8 წამალ არს გული, ტყირპი, ნავღელი კუმევად წინაშე კაცისა, რომლისა არიან შემთხუევა ეშმაკისა, გინა სულისა ბოროტისა და ივლტინ მისგან. 6:9 და ნავღელი ცხებად თუალთა, რომელსა არნ თეთრი, შთაბერვად მას და განიკურნიან. 6:10 და მიიწინეს ეკბატანად. ანუ ტობიას წიგნში დიდი თევზი, რომელსაც ჯერ ყმაწვილის გადაყლაპვა, შეჭმა, კბენა უნდოდა, ანგელოზის მითითებით მისგან ის წამალი დამზადდება, რომელიც ავ სულებს განდევნის... უკვე ახალ აღთქმაში შემოდის ორი თევზი , განმარტებელები აქ მაცხოვრის ორ ბუნებას ხედავენ : "ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.", სხვაგან უფალი პირველ მოწაფეებს მეთევზურთაგან გამოუხმობს და ეს გამოხმობა ისევ მეთევზეთა სასწაულით ხდება ;" და ესე რაჲ ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი. 5:7 და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი." ხოლო მოციქულებს კი კაცთა მეთევზურებად ქცევა შეპირდა... და კვლავ აღდგომისას ისევ მეთევზურთა სასწაულით ამხნევებს,: " იოანე 21:6 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სდევით ბადე ეგე მარჯუენით კერძო ნავისა მაგის და ჰპოოთ. ხოლო მათ სდევს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევად სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა." და თვითონაც რათა დაარწმუნოს რომ ნამდვილად აღდგომილია ხორცით "თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი." ჭამა... და ბოლოს თევზი გარდა თავისი სიმბოლური, შიგ ჩადებული ( იხთის) და თეოლოგიური მნიშვნელობისა, იგი გამოიხატებოდა ქრისტიანთა მიერ დევნის დროს, რომ მალულად ერთმანეთისათვის შეეტყობინებინათ საკუთარი ქრისტიანობა, თითით ამ სიმბოლოს გამოხატვა სწორედ ქრისტიანად ყოფნას ნიშნავდა: ![]() იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS ქრისტიანული სიმბოლიზმი Oct 22 2008, 11:17 PM
BOO ერთ-ერთ ფრესკაზე ღ... Oct 22 2008, 11:45 PM
georgianeli რახან ძალიან საინტ... Oct 23 2008, 02:30 AM
KAIROS თუ შინდისფერი? :)
ნუ ... Oct 23 2008, 05:10 AM
likka ძალიან საინტერესო ... Oct 23 2008, 10:24 AM
georgianeli კაი ახლა, კაიროს, არ... Oct 24 2008, 08:16 AM
KAIROS
ვერ გავიგე? რა არ მ... Oct 24 2008, 11:19 AM
georgianeli
ვერ გავიგე?
კატასტ... Oct 25 2008, 06:06 AM
KAIROS ახლა იმედია უშედეგ... Oct 24 2008, 12:11 PM
თემო თევზი და მასთან და... Oct 24 2008, 12:47 PM
KAIROS ჯანსაღი რეაქცია? გ... Oct 25 2008, 07:52 AM
KAIROS ახლა საუბარი გავაგ... Oct 25 2008, 08:19 AM
sopo...
:) სასაცილო ფილმი.. ... Oct 25 2008, 09:15 PM
KAIROS
არა, ისე უბრალოდ და... Oct 26 2008, 03:40 AM
ქევანა ეს თემა არ გაგრძელ... Apr 2 2009, 03:35 PM
staywhite ქევანა
მე მქონდა ი... Apr 2 2009, 03:37 PM
ქევანა staywhite
ნან, მე შემიძლი... Apr 2 2009, 03:39 PM
staywhite ქევანა
ქეთ, სერბულ... Apr 2 2009, 03:49 PM
ქევანა staywhite
:მპუა:
ნანას გა... May 26 2009, 07:22 PM
KAIROS ეს უძლიერესი თემაა... May 27 2009, 04:44 AM
ikaragua ეს ხატი ვნახე და ფო... Jul 29 2009, 02:02 AM
A.V.M მხევალის თხოვნით შ... Sep 15 2012, 06:56 PM
მხევალი ნინო A.V.M
დიდი მადლობა, ბე... Sep 15 2012, 07:25 PM
A.V.M
მე ზოგადად ვარსკვ... Sep 15 2012, 09:12 PM
lasha_k A.V.M
საინტერესო იყო :)... Sep 15 2012, 09:39 PM
A.V.M
არის ეგეთი ვარაუდ... Sep 15 2012, 10:12 PM
konstantin Logos A.V.M
ვარსკვლავების დ... Sep 17 2012, 12:48 PM
Atm@n
რა ახსნა აქვთ ამ ს... Sep 17 2012, 04:42 PM
A.V.M
კონკრეტულად რა სი... Sep 17 2012, 05:34 PM
nikanicka http://s7.postimg.org/kfwqo3i2v/dscn5664.jpg
მ... Nov 20 2013, 01:41 AM
qetevano nikanicka
ეს არის "ყოვლ... Nov 20 2013, 04:32 PM
A.V.M qetevano
GAMOAVLINE ხატმწერული... Nov 20 2013, 07:43 PM
qetevano A.V.M
:D :D კლანჭები და ნ... Nov 20 2013, 10:05 PM
nikanicka qetevano
მადლობა ინფორმ... Nov 20 2013, 10:15 PM
A.V.M qetevano
99 % ჩვენგან წაიღ... Nov 20 2013, 10:38 PM
qetevano A.V.M
ხალხი ბრძენიაო ... Nov 20 2013, 11:39 PM
G_saxva
ვერ გევიგე ოპელი :0... Nov 21 2013, 09:30 AM
konstantin Logos qetevano
ყოვლისმხედველ... Dec 7 2013, 10:51 AM
qetevano konstantin Logos
ეს ფოტოები ე... Feb 20 2014, 11:10 PM
nanulia ლოცვანის აუდიო ვერ... Feb 20 2014, 11:56 PM
A.V.M ქართულად თუ ზოგადა... Feb 21 2014, 12:57 AM
marine "ადამიანმა თავის... Dec 1 2014, 09:19 PM
marine "ჯვრის გამოსახულ... Dec 26 2014, 07:29 PM
marine "ცხოვრება - ჯვარს... Jan 1 2015, 11:10 PM
marine "ღვთის განგებამ ჯ... Jan 11 2015, 08:31 PM
marine "სამყაროში ყოველ... Jan 21 2015, 10:56 PM
marine "ქრისტიანობა გან... Feb 23 2015, 08:41 PM
marine "თუ არ დაივიწყებთ... Jul 2 2015, 08:55 PM
marine "ყველა ატარებს სა... Jul 22 2015, 06:50 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th October 2025 - 04:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი