მხიარული ესკიზები, ჩვენი თავგადასავლები უცხოეთში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხიარული ესკიზები, ჩვენი თავგადასავლები უცხოეთში... |
k@the |
Jun 11 2008, 07:01 PM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მოკლედ,
ამ რამოდენიმე ხნის წინ, ვიჯექი და ვფიქრობდი, კიიდევ რა თემა შეიძლება ამ განყოფილებაში გავხსნა, თან ცოტა სახალისოც რომ იყოს და თან ფორუმელებს მისი წაკითხვისას სახეს ღიმილი უმშვენებდეთთქო. ჰოოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ( - ალბათ უფრო ცოტა, ბევრი ფიქრის დრო სად მაქვს ) და აი, რა მოვიფიქრე : დავწეროთ ჩვენს თავს გადამხდარი უჩვეულო და სახალისო ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოეთთან, ან უცხოელებთან. პ.ს. ამ თემაში სიცილი ოFFტოპიკი არაა პ.პ.ს. თუმცა, საზღვარი ყველაფერს აქ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
KAIROS |
Oct 23 2008, 09:58 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მაგარია
მე მყავს ერთი გულითადი ძმაკაცი, მოკლედ ვართ ამ ჩვენს ლამაზ დედაქალაქში ( სადაც ნანას ის ამბავი შეემთხვა) ხოდა, შესულა თურმე ჩვენი ძმა და მეგობარი მეტროში... კაი მოსული ქართული და ჯიშიანი ცხვირიანი გახლავდათ ეს ჩვენი ძმა ( ახლა ოპერაცია გაიკეთა, პროფესიიდან გამომდინარე), ხოდა არის თავისთვის... უცებ ესმის ერთი კაცი ეუბნება მეორეს ," აუ ნახე რა ცხვირი აქვსო", მეორემ ".ა აბა, აბაო, არა აქვს ბადრიჯანივითო" მერე იმან, არა ჩემს მეზობელ პეტროსას ქონდაო, იმან კიდევ ვიღაცას შეადარა და არის ერთი ქართული სიცილი და ხითხითი... ითმინა, ითმინა ჩვენმა ძამიკომ და ჩასვლის წინ უთხრა" არც შენ გაქვს ჩემო ძამია ნაკლებიო" გაშტერდნენ თურმე ... ხო ახლა მეზე, მოკლედ ახლა აქ კაიროსი კი ვარ, მარა მეც მაქვს გვარი, ხოდა, ეს გვარი მეგრულია, მარა იმერეთში გაზრდილს არაფერი მესმის მეგრული ( იშვიათის და აუცილებელის გარდა ) , ჰოდა, ვარ ერთხელ ჩემთვის, გამწარებული ვმეცადინეობ, რაღაც გამოცდა მქონდა და ვათევ ღამეს, მერე ცოტა ტვ-ს გავხედე, არხიდან არხზე გადავრთე და უცებ მშობლიური ქვევრი არ შევნიშნე? ვაა.. დავბრუნდი, ქართული ფილმია ღამის 4 სთ.ზე გამეხარდა საოცრად, მოვეწყე, ვუყურებთქო, მარა... მეგრულადაა მთელი ფილმი და არ მესმის ინჩი-ბინჩი , ხოდა ამ ორ საათიან ფილმს სულ ქვემოთ დაწერილი თარგმანით ვუყურე საქმეა ესა? გადატრიალდებოდა ჩემი მეგრელი წინაპარი საფლავში -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 02:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი