![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#21
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
უპირველეს ყოვლისა, აღვიშნავ რომ ამ თემას ვხსნი სწორედ "წმინდა წერილის" განყოფილებაში, რათა ბიბლიაზე დაყრდნობით შედგეს საუბარი აღნიშნულ თემაზე.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია ელია წინასწარმეტყველის თემა "საპამპულაო" გაუხდიათ ესოტერიკოსებს, სექტანტებსა თუ კარმული იდეოლოგიის შემწყნარებელ საზოგადოებას. ჩვენ კი, მართლმადიდებლები, როგორც კი მივადგებით ამ საკითხს უამრავი კითხვა გვებადება და პასუხებს ჭორისა და ოდესღაც გაგონილის დონეზე გავცემთ ხოლმე. ამას კარგად ხედავენ მებრძოლი ათეისტებიც, კარმისტებიც და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და დაცინვითა თუ ნიშნის მოგებით მიგვითითებენ ჩვენს მწირ ცოდნაზე. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ გამეხსნა ეს თემა, რათა საშუალება მოგვცემოდა კარგად შეგვესწავლა ელია წინასწარმეტყველის წიგნიცა და მისი ცოცხლად ზეცად ატაცების საკითხიც. გთხოვთ იაქქტიუროთ და ვისურვოთ ვიცოდეთ ამ თემაზე უფრო მეტი ვიდრე უკვე ვიცით. ![]() ![]() |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#22
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
KAIROS
ციტატა ეჰ, რა ხინკლაობას აგვაცდინა რუსებმა , მომავალს ორმაგად აუცილებლად ![]() სხვათა შორის, უკაცრავად ოფისთვის, მარა მალე უწმინდესი გესტუმრება რომში. პაპთან შეხვედრა ექნება ![]() მგონი სადღაც ნოემბერში აპირებს ჩამობრძანებას. ციტატა ელიას მოლოდინი დიდი იყო, იცოდნენ, რომ ელია "ჟამი" როცა მოვა, მაშინ გამოცხადდება, და ეგონათ, რახან მესია ნახეს, იქნებ ელიაც მოვიდაო.. ისე, ეგ საკითხი მართლა საინტერესოა. აკი ვიცოდით ძველი აღთქმიდან რომ ელია მოვიდოდა ქრისტეს წინამორბედად? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 09:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი