IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქრისტიანული სიმბოლიზმი, სახე და მნიშვნელობა
KAIROS
პოსტი Oct 22 2008, 11:17 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სიმბოლო უძირითადესი ენაა, რომელსაც ქრისტიანობაში ვიყენებთ, იგი გამოიყენება ფაქტებზე, რომლებიც იყო, რომლებიც მიმდინარეობს, და რომლებიც მოვა... სიმბოლოებით მოქმედებს, პოეზია, პროზა, მხატვრობა, მუსიკა... და ასეა თეოლოგიაშიც, სიმბოლო უმთავრესია მთელს ლიტურგიაში, წირვა სიმბოლოთმეტყველებაა მთლიანად, რომელიც საოცრად ერწმის თან ევქარისტიულ რეალობას... სომბოლოებითაა სავსე ძველი აღთქმა, რომელიც ახალ აღთქმაზე მეტყველებს და ახალი აღთქმა რომელიც უფლის მოსვლისათვის გვამზადებს... ეს ამოუწურავი თემაა, ძალიან საინტერესო, ძალიან სავსე, სიმბოლო ამოძრავებს ხატმწერს, სიმბოლოთი გალობს მგალობელი, თუნდაც შენ ხარ ვენახი-ს გალობისას, სიმბოლოს იმოსავს მღვდელმსახური, თუნდაც მეწამული მოსასხამისას, რომელსაც პირველად შევეხებით, სიმბოლოა ყველაფერი ეკლესიაში, სანთელი, კანდელი, საკურთხეველი, სანათლავი, ზარი, საკმეველი... სიმბოლოა არქიტექტურაც, გუმბათიც, ჯვარი, ნავი... სიმბოლო ქრისტიანობაში ცოცხალია, ისაა არაა მხოლოდ რაიმე ნიშანი, მხოლოდ რაიმეს გამოსახატავად ან რაიმეს გასახსენებლად, არამედ ესაა მადლმოსილი ნიშანი, ესაა ჯვარი, ესაა თევზი, ესაა ხატი... სიმბოლოა ჩვენს ირგლივ არსებული სამყარო, კლდე, ზღვა, მთა, მზე, სითბო, სინათლე... სიმბოლო ვართ ჩვენც, სხეულიც- თვალი, ყური, ენა. ხელი... სიმბოლოა უბრალო საგნებიც ხიდი, კიბე, ფიჩხის კონა, კოცონი...
ვისაუბროთ სიმბოლოებზე და სიმბოლოები უფრო ახლოს მიგვიყვანენ მათსავე მნიშვნელობასთან !

იხარეთ;

კაიროსი!



---------------------------------------------------------------

ვიწყებ მეწამული ფერით, რადგან კვართზე საუბრისას შევეხეთ მას, იაქტიურეთ smile.gif

ისე კი მეწამული ფერი ძალიან საყვარელი ფერია როგორც წარმართებში ისე ქრისტიანებში, იგი რომაელებში დიდ სარდლებთან ერთად, სამეფო ოჯახის წევრებს და ფილოსოფოსებს ეცვათ, ტოგა ერქვა სახელად, ვიცით, რომ წმ. მოწამე იუსტინე ფილოსოფოსს, ტოგა ეცვა, როგორც ფილოსოფოსს, მაგრამ როცა გახდა ქრისტიანი, მას უთხრეს, ახლა რატომ გაცვია ტოგა, აკი ქრისტიანი ხარო, მან უპასუხა, მე მხოლოდ ახლა გავხდი ნამდვილი ფილოსოფოსიო... და ასეც ეწამა, ტოგით...


მოკლედ ესაა
Toga picta - მეწამული ტოგა ოქროსფერი კაანტით. ამას მხედართმთავრები ტრიუმალური მსვლელობისას იცმევდნენ. მოგვიანებით მას იმპერატორები იცმევდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე.
აი დანარჩენები:

ტოგა ძველ რომში მამაკაცის ტრადიციული სამოსი. ტოგა იყო 6 მეტრის სიგრძის ოვალური ფორმის თეთრი შალის ნაჭერი, რომელსაც ტუნიკის ზემოთ იცმევდნენ. არამოქალაქეს არ ჰქონდა ტოგის ტარების უფლება.

თავდაპირველად ტოგა უბრალოდ შალის მოსასხამი იყო, შემდეგ მოსასხამმა ისე იცვალა ფორმა რომ ყოველდღიურად სატარებლად იგი უვარგისი გახდა და იგი გარდაიქმნა სადღესასწაულო, ცერემონიულ სამოსად. ოფიციალურ პირებს (მაგისტრატუსებს და სენატორებს) ოფიციალურ და საჯარო ღონისძიებებზე აუცილებლად უნდა სცმოდათ ტოგა. როდესაც რომის მოქალაქის ვაჟი აღწევდა სრულწლოვან ასაკს, მას მაშინ პირველად აცმევდნენ ტოგას. რელიგიური ცერემონიების დროს ტოგას თავზეც იხურავდნენ.


ტოგები სხვადასხვა სახის იყო და ყოველი სახის ტოგას თავისი დანიშნულება ჰქონდა:

* toga virilis - თეთრი სადა ტოგა, რომელსაც მამაკაცი მოქალაქეები ატარებდნენ.
* toga praetexta - თეთრი ტოგა ფართო მეწამული ფერის კანტით. მას ასტარებდნენ მაგისტრატუსები, ექს-მაგისტრატუსები, დიქტატორები, ზოგიერთი ქურუმები და ტრადიციი მიხედვით რომის მეფეები. იმპერიის პერიოდში იმპერატორი ანიჭებდა toga praetexta-ს ტარების უფლებას პატივისცემის ნიშნად.
* toga pulla - მუქი ფერის ტოგა. ამას გლოვის დროს იცმევდნენ.
* Toga picta - მეწამული ტოგა ოქროსფერი კაანტით. ამას მხედართმთავრები ტრიუმალური მსვლელობისას იცმევდნენ. მოგვიანებით მას იმპერატორები იცმევდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე.
* toga candida - ხელოვნურად გათეთრებული ტოგა. ამას მაგისტრატუსობის კანდიდატები ატარებდნენ.
* Toga trabea- ასეთი ტოგები სამი ტიპის იყო, მხოლოდ მეწამული - ღმერთებისთვის, ვიწრო თეთრი ზოლით მეფეებისთვის და თეთრი ზოლებით მარსის ქურუმებისთვის და ავურებისთვის.

http://www.classicsunveiled.com/romel/html/clothmen.html

ზოგადად მეწამული კი ბიბლიაში ხშირად ფიგურირებს, სიმბოლურად იგი უფლის მიერ დაღვრილ გამომხნელ სისხლს უკავშირდება, იგი გვხდება ძველ აღთქმაში, როცა რჩეული მეწამული ფერით გამოირჩევა:
"აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, "
(დაბადება , თ, 38, 28)... შესაბამისად მეწამული შემოდის ასევე უფალთან მიმართებაში : "რომაელი ჯარისჯაცები სიკვდილმისჯილს ხშირად თამაშის საგნად აქცევდნენ. მაცხოვარსაც ამგვარად მოექცნენ. მათ შეუცვალეს ზედა სამოსი მეწამული მატერიის ნაჭრით ან ძველი წითელი ჯარისკაცული მოსასხამით. შეთხზეს ეკლის გვირგვინი და მარჯვენა ხელში დააჭერინეს ჯოხი. იჩოქებდნენ მის წინაშე, ვითომდაც თაყვანს სცემდნენ. შემდეგ გამოსტაცებდნენ ჯოხს, ურტყამდნენ ეკლის გვირგვინიან თავში და სახეში. (იოანე 19, 2-3)."

http://www.orthodoxy.ge/metsniereba/sudara...inis_sudara.htm

ამის შესახებ კარგად წერს ველიმეროვიჩი:

მეწამული: მეწამული ფერი სამოსელი - ეს რომაელ მეფეთა სამოსელია. როდესაც უფალი პილატეს წინაშე ლაპარაკობდა თავის არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ, მისი სიტყვები მატერიალისტურად მოაზროვნე რომაელ ჩინოვნიკს შეშლილობად და სამეფო ღირსების შებღალვად მოეჩვენა. ამიტომ შემოსეს პილატეს მეომრებმა იგი მეწამულისფრად, რა თქმა უნდა - ყველაზე იაფფასიანით, რათა როგორც თვითმარქვია - დასაცინი გამხდარიყო. მაგრამ უკვე მისი სამოსის სამეფო მეწამული ფერი მოწმობდა იმას, რომ ქრისტე ჭეშმარიტად მეფეა. პილატეს ხალხმა, თუნდაც დაცინვით, იგი იმად გამოაცხადა, ვინც სინამდვილეში იყო. არცერთ მათგანს გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ქრისტეს სამეფოს მემკვიდრეობით მიიღებდნენ რომაელთა და მსოფლიოს სხვა დანარჩენი სამეფოები.

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/nikoloz_serbi/57.htm

მეწამულს იყენებდნენ ასევე ტაძრის შესამკობადაც...


მეწამული იყო ზღვაც რაც გაიარა ისრაელმა...

და ბოლოს არსებობს ასეთი რამაც :

ვუდი ალენის ნოსტალგიურ-ირონიული ანტიზღაპარი.

"კაიროს მეწამული ვარდი"(1985)
მია ფეროუ მთავარ როლში,

ჰაჰაჰა biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Oct 25 2008, 08:19 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ახლა საუბარი გავაგრძელოთ მზეთი- როგორც უდიდესი ქრისტიანული სიმბოლოთი და ამას სხვა დიდი ქართველი მკვლევარის

ვიკტორ ნოზაძით დავიწყებ:

მზის სიმბოლიკა ბიბლიაში:

. მზე ბიბლიაში

ქრისტიან მწერალთა შორის ვარსკვლავთა რელიგიური მნიშვნელობა სავსებით მოსპობილია. არც ვარსკვლავთა მითოლოგიას აქვს აქ გასავალი. აქ ბატონობს ერთი ღმერთი, უზენაესი და სამპიროვანი. და თუ ბუნების შვენებას ეტრფიან ქრისტიანი მწერალნი და მას გატაცებითაც აგვიწერენ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთის ძლიერება, დიდება და შვენება გვაჩვენონ, მისი უდიდესი შემოქმედების წარმტაცი სურათი ჩვენს თვალ წინ გადაგვიშალონ, გაგვაგებინონ და შეგვაყვარონ იგი...

საღმრთო წერილის, ანუ ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა შეჰქმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავნი მეოთხე დღეს და ფსალმუნიც იმეორებს, ღმერთმა შექმნა მზეო (73/74), იობი ამბობს, ღმერთი განაგებს და უბრძანებს მზეს, და იგი მას ემორჩილებაო (9,7); მზემ იცის თავისი დაწოლის დრო (ფსალ. 103,4).

მზე, რასაკვირველია, შექებულია ვით ბრწყინვალე (ეკლ. 42,16); მის ნათელს მთვარის სინათლე ვერ შეედარება (1 კორ. 15,14); იგი განაგებს დღეს, რომელს იგი ჰქმნის თავისი გამოჩენით (ფსალ. 135,8; ეკლ. 33,7; იერ). მზე ცხელია და მას ვგრძნობთ მზის ამოსვლისათანავე (1 მეფ. 9,9; 2 მეფ. 13,14 და სხვა). ეს სიცხე იზრდება მზის ამაღლებასთან ერთად (გამოს. 16,21); იგი ჰფანტავს ღრუბელთ (სიბრძ. 2,3); ამწიფებს ხილს; აშავებს პირს (ქება 1,5) და ხან და ხან მოაქვს გვალვაც და ჭირნახულს აფუჭებს. (ესაია 49,10; იოანე 4,8; მათე 13; მარკოსი 4,6) და სხვა.

მზე დაბნელდა სასწაულებრივ ქრსიტეს ჯვარცმისას (ლუკა 23,45). მზე თავისი ღვაწლით აქებს და ადიდებს მეუფეს (ფსალ. 148,3; ეკლ. 49, 2; დან. 3,62).

რომელნი ხედავენ მზეს, არიან ცოცხალნი (ეკლ. 7,12); ვერ იხილო მზე, ნიშნავს: არ დაიბადო (ფსალ. 57,9; ეკლ. 6,5), ან იყო ბრმა (საქმენი 13,11). მზე ბნელდება მოხუცთათვის, რომელთა მზერა სუსტდება (ეკლ. 12,1). მზე ჩადის მათთვის, რომელნი კვდებიან (იერენ. 195, 9), ან ვისაც ღმერთის შემწეობა და წყალობა აღარა აქვთ. (მიხ. 3,6). მზის წინაშე, მზის სახის წინ ნიშნავს, რომ საქმე ხდება ყველას დასანახად; სანამ მზე არსებობს, ნიშნავს: მარად, მუდამ (ფსალ. 72,5; 17; 88,38; ეკლ. 27,12), თუმცა მზემ თვითონ უნდა შესწყვიტოს არსებობა (ეკლ. 17,30); ღმერთს ამოჰყავს თავისი მზე ბოროტზე და კეთილზე, ესე იგი, ყველას გამოუკლებლივ ანიჭებს იგი სიკეთეს (მათე 5,45); მზე არ უნდა დაწვეს ჯავრით, რისხვით, ესე იგი, ადამიანმა თავისი გაჯავრება თუ რისხვა მზის ჩასვლამდე უნდა დაიწყნაროს (ეფეს. 4,26).

ბიბლიაში მზე ხშირადაა გამოყენებული შედარებისათვის. იოსები სიზმარში ხედავს მზეს, მთვარეს და თერთმეტ ვარსკვლავს, რომელნიც მას თაყვანსა სცემენ და იაკობი ფიქრობს, რომ იგი თვითონაა მზე (დაბ. 37,9). მზეს აქვს კარავი მზეში, ესე იგი, დიდება და ბრწყინვალება (ფსალ. 18,6) ღმერთის თვალნი უფრო ბრწყინვალენი არიან ვიდრე მზე (ეკლ. 23, 28); თვითონ ღმერთი არის მზე მართალთა (მიხ. 4,2); მზე სამართლიანობისა (ესაია 40,19); იესო ქრისტე განსხივოსნებაა (მათე 7,2) და ბრწყინვალება (გამოცხ. 21,23; 22,5).

ქება – ქებათა-ში სატრფო არის ლამაზი ვით მზე (6,9) სიბრძნე არის უფრო ლამაზი ვიდრე მზე ცაში (სიბრ. 4,29); მზესთან შედარებულნი არიან: მღვდელთმთავარი სვიმეონი (ეკლ. 1,7), მართალნი (მათე 13,43), სათნო საქმენი (ეკლეს. 17,16). მზე გონებისა არის ნათელი სიბრძნისა (სიბრ. 6,6); მარდახას სიზმარში მზე არის ებრაელთა უზრუნველყოფა და კეთილყოფა (ესთერ 10,6 და სხ.) მოციქული პავლე დამასკოსაკენ გზაში ყოფნისას ხედავს ნათელს, რომელი მზეზე უფრო მოელვარეა (საქ. 16,13); გამოცხადებაში იოანე ხედავს ანგელოზს, რომლის პირი ბრწყინავს ვით მზე (გამოც. 10,1); მეორე ანგელოზს, რომელიც მზეზე სდგას (გამ. 19,17), და ერთ დიაცს, მზით მოსილს (გამ. 12,1).

ღვთაებრივი სამართლიანობის ჩვენებაში მზე არის უფალის სიკეთისა და წყალობის გამომხატველი, წინააღმდეგ შემთხვევაში მზე დაფარულია და ბნელდება (ესაია 13,10; 24, 23; ეზეკ. 37, 7. იობი 2,10 და სხვა); ოღონდ შემწეობის მზე უფრო ბრწყინვალეა ვიდრე არასოდეს (ესაია 0,26).

მზის თაყვანება აღმოსავლეთში გავრცელებული იყო და ერთ დროს ესრაელთაც შეითვისეს იგი. ამით აიხსნება ის მოვლენა, რომ ბიბლიაში, ძველ აღთქმაში სასტიკად აკრძალულია მზისა და ვარსკვლავთა თაყვანება და ამ კანონის დარღვევისათვის დაწესებულია სიკვდილი ჩაქვავებით; იობი ღმერთის წინაშე თავს იმართლებს, მე არასოდეს მზისა და მთვარისათვის თაყვანი არ მიცია ხელზე კოცნითო (31, 26 დ 28). მაგრამ იუდეელთა სამეფოში მეფე მანასესა და ამონის დროს იერუსალიმში დამყარდა მზის თაყვანება, რომელიც შემდეგ იოსიამ მოსპო. სიბრძნის წიგნი დასცინის მათ, რომელთაც ქმნილებანი ღმერთებად მიუმჩნევიათ და თაყვანსა სცემენ ცეცხლსო (132).

საკვირველია: ქართულ ბიბლიაში (გამოცემა 1884 წლისა) სწორად არაა ნათარგმნი ის ადგილი, რომელიც ამბობს: – ღმერთი არის მზე და ფარიო. ეს ადგილი არის დავითნ-ში, ანუ ფსალმუნ-ში (81, 11/12) და იგი ნათარგმნია ქართულად ასე: „რამეთუ წყალობა და ჭეშმარიტება უყვარს უფალსა, მადლი და დიდება მოსცეს ღმერთმან, უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელი ვლენან უბიწოდ“ (83,11). ბერძნულ ბიბლიაში ნათქვამია: – რამეთუ უფალი ღმერთი არსი მზე და ფარი; გერმანულ ბიბლიაში: დენნ გოტტ დერ ჰერრ ისტ ზონნე უნდ შილდ; ფრანგულში: კარლ ლ’ეტერნელ ნოტრ დიო ე ენ სოლეი ე ენ ბუკლიე; რუსულში: იბო გოსპოდ ესტ სოლნცე და შჩიტ. რატომ არის გამოტოვებული „მზე და ფარი“, გავმოურკვეველია და დღემდე არც არავის მიუქცევია ამისათვის ყურადღება. ამ საკითხის შესახებ პირადად გარკვეული ეჭვი მაქვს, ოღონდ აქ ამაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია.

ღმერთთან ერთად ქრისტეც და ანგელოზიც არიან მზე, ან ვითარცა მზე. ქრისტე – მზე – „და იცვალა მათ (მოწაფეთა წინაშე) სხვა ფერად, და განჰბრწყინდა პირი მისი (ქრისტესი), ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი სპეტაკ, ვითარცა ნათელი“ (მათე 17,2). ანგელოზი – მზე – „პირი მისი ვითარცა მზე“ (გმოცხ. იოანესი 10,1). დედაკაცი – მზე – „და სასწაული დიდი გამოჰსჩნდა ცათა შინა; და დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე; და მთოვარე იყო ქვეშე ფერხთა მისთა, და თავსა ზედა გვირგვინით ათორმეტთა ვარსკვლავთა (გამოც.12,1).



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   ქრისტიანული სიმბოლიზმი   Oct 22 2008, 11:17 PM
BOO   ერთ-ერთ ფრესკაზე ღ...   Oct 22 2008, 11:45 PM
georgianeli   რახან ძალიან საინტ...   Oct 23 2008, 02:30 AM
KAIROS   თუ შინდისფერი? :) ნუ ...   Oct 23 2008, 05:10 AM
KAIROS   თევზი წმიდა წერილშ...   Oct 23 2008, 09:04 AM
likka   ძალიან საინტერესო ...   Oct 23 2008, 10:24 AM
georgianeli   კაი ახლა, კაიროს, არ...   Oct 24 2008, 08:16 AM
KAIROS   ვერ გავიგე? რა არ მ...   Oct 24 2008, 11:19 AM
georgianeli   ვერ გავიგე? კატასტ...   Oct 25 2008, 06:06 AM
KAIROS   ახლა იმედია უშედეგ...   Oct 24 2008, 12:11 PM
თემო   თევზი და მასთან და...   Oct 24 2008, 12:47 PM
KAIROS   ჯანსაღი რეაქცია? გ...   Oct 25 2008, 07:52 AM
KAIROS   ახლა საუბარი გავაგ...   Oct 25 2008, 08:19 AM
sopo...   :) სასაცილო ფილმი.. ...   Oct 25 2008, 09:15 PM
KAIROS   არა, ისე უბრალოდ და...   Oct 26 2008, 03:40 AM
ქევანა   ეს თემა არ გაგრძელ...   Apr 2 2009, 03:35 PM
staywhite   ქევანა მე მქონდა ი...   Apr 2 2009, 03:37 PM
ქევანა   staywhite ნან, მე შემიძლი...   Apr 2 2009, 03:39 PM
staywhite   ქევანა ქეთ, სერბულ...   Apr 2 2009, 03:49 PM
ქევანა   staywhite :მპუა: ნანას გა...   May 26 2009, 07:22 PM
KAIROS   ეს უძლიერესი თემაა...   May 27 2009, 04:44 AM
ikaragua   ეს ხატი ვნახე და ფო...   Jul 29 2009, 02:02 AM
A.V.M   მხევალის თხოვნით შ...   Sep 15 2012, 06:56 PM
მხევალი ნინო   A.V.M დიდი მადლობა, ბე...   Sep 15 2012, 07:25 PM
A.V.M   მე ზოგადად ვარსკვ...   Sep 15 2012, 09:12 PM
lasha_k   A.V.M საინტერესო იყო :)...   Sep 15 2012, 09:39 PM
A.V.M   არის ეგეთი ვარაუდ...   Sep 15 2012, 10:12 PM
konstantin Logos   A.V.M ვარსკვლავების დ...   Sep 17 2012, 12:48 PM
Atm@n   რა ახსნა აქვთ ამ ს...   Sep 17 2012, 04:42 PM
A.V.M   კონკრეტულად რა სი...   Sep 17 2012, 05:34 PM
nikanicka   http://s7.postimg.org/kfwqo3i2v/dscn5664.jpg მ...   Nov 20 2013, 01:41 AM
qetevano   nikanicka ეს არის "ყოვლ...   Nov 20 2013, 04:32 PM
A.V.M   qetevano GAMOAVLINE ხატმწერული...   Nov 20 2013, 07:43 PM
qetevano   A.V.M :D :D კლანჭები და ნ...   Nov 20 2013, 10:05 PM
nikanicka   qetevano მადლობა ინფორმ...   Nov 20 2013, 10:15 PM
A.V.M   qetevano 99 % ჩვენგან წაიღ...   Nov 20 2013, 10:38 PM
qetevano   A.V.M ხალხი ბრძენიაო ...   Nov 20 2013, 11:39 PM
G_saxva   ვერ გევიგე ოპელი :0...   Nov 21 2013, 09:30 AM
konstantin Logos   qetevano ყოვლისმხედველ...   Dec 7 2013, 10:51 AM
qetevano   konstantin Logos ეს ფოტოები ე...   Feb 20 2014, 11:10 PM
nanulia   ლოცვანის აუდიო ვერ...   Feb 20 2014, 11:56 PM
A.V.M   ქართულად თუ ზოგადა...   Feb 21 2014, 12:57 AM
marine   "ადამიანმა თავის...   Dec 1 2014, 09:19 PM
marine   "ჯვრის გამოსახულ...   Dec 26 2014, 07:29 PM
marine   "ცხოვრება - ჯვარს...   Jan 1 2015, 11:10 PM
marine   "ღვთის განგებამ ჯ...   Jan 11 2015, 08:31 PM
marine   "სამყაროში ყოველ...   Jan 21 2015, 10:56 PM
marine   "ქრისტიანობა გან...   Feb 23 2015, 08:41 PM
marine   "თუ არ დაივიწყებთ...   Jul 2 2015, 08:55 PM
marine   "ყველა ატარებს სა...   Jul 22 2015, 06:50 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 11:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი