![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mapalu |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 9-October 08 წევრი № 5,787 ![]() |
ღმერთმა შექმნა ადამიანი და მას თავისუფლება მიანიჭა - მიანიჭა იმისათვის, რომ ადამიანს თავად გაეკეთებინა არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის . აქედან მოყოლებული მთელი კაცობრიობის ისტორია ამ ორ ძალის დაპირისპირებას ასახავს . ხშირად ეს დაპირისპირება სახელმწიფოებს, სარწმუნოებებს შორის ბრძოლებში აისახებოდა, მაგრამ ამ ორი ძალის მთავარი დაპირისპირების ადგილი მაინც ადამიანი იყო, უფრო სწორედ პიროვნების სულიერი სამყარო - ყოველ ადამიანში კეთილი და ბოროტი მე ებრძვის ერთმანეთს და ეს ბრძოლა მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება . . .ეს ასეა ყველა ადამიანში და გამონაკლისი არც მე ვარ . . .ჩემშიც მიმდინარეობს ეს ბრძოლა და სამუხაროდ ხშირად არასასურველი ძალები იმარჯვებს . სწორედ ამიტომ გავხსენი ეს თემა ...
მე მწამს უფლის, მის მზრუნველ ხელს ყოველთვის ვგრძნობ და იმასაც ვამჩნევ, თუ როგორ მიმსუბუქდება ცხოვრება, როცა ვლოცულობ . . . ასე რომ მთავარი ღირებულება - უფლის რწმენა უკვე მაქვს, ეს ჭეშმარიტების გზა ვიპოვე, მაგრამ ძალა მაკლია რომ ამ გზას დავადგე . . . მტკიცე ხასიათი არ მაქვს - ამ გზაზე უმწეოდ ვაგდივარ, წინ ვეღარ მივდივარ - ყოველ წამოდგომაზე ისევ სწრაფადვე ვეცემი ძირს და ეს უსასრულობაში გადადის - შემზიზღდა უკვე საკუთარი თავი . . . ვხედავ რა უმწეო ვარ . . . არ ვიცი, მყარად როგორ უნდა დავდგე ფეხზე . . . ალბათ ხართ ამ ფორუმზე ხალხი, ვისაც ეს ყველაფერი გამოგიცდიათ, ვინც ამ ყველაფრის გადალახვა შეძელით - იქნებ მირჩიოთ რამე . . . -------------------- მე უფრო დიდი ვარ და უფრო დიდი რამისათვის შექმნილი, ვიდრე მსახურებაა ჩემივე სხეულის მიმართ![b]
|
![]() ![]() |
tamuna m |
![]()
პოსტი
#2
|
![]() კატეგორია: მოკვდავი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 ![]() |
mapalu
ალბათ არ არსებობს მოკვდავი ვინც ეს ყველაფერი გადალახა. მუდმივად, სიცოცხლის ბოლმდე გვექნება ბრძოლება და არ უნდა დავნებდეთ. უფლისგან ვითხოვოთ შემწეობა. მის გარეშე ვერ ვცხონდებით. განუწყვეტლივ ვგრძნობ, თუ როგორ ვებრძვი საკუთარ თავს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვცოდავთ, მერე ვნანობთ და ახლიდან ვიწყებთ. შენ თვითონ აღნიშნე, ვეცემიო, მაგრამ ისევ დგები და ცდილობ გზა გააგრძელო. მთავარიც ეგ არის, რომ ამას გრძნობ, შენს უმწეობას და არარაობას. ბრძოლაც აღარ გინდა, ადამიანო?! ნუ გიკვირს, რომ არარობა ვართ. ნეტავ შენნაირი სინანული მქონდეს-თურმე საკუთარი თავი გეზიზღება ![]() მადლობა უფალს, რომ ვიბძვით და გვაქვს სურვილი გავხდეთ უკეთესნი! გაგვაძლიეროს უფალმა და მოგვცეს ძალა ჩვენში ჩავკლათ ცოდვისადმი მიდრეკილებანი. პ. ს. ადვილი რომ იყოს სულის ცხონება... ![]() -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი