ხალხური ზღაპრები, გამოცანები, ანდაზები და სხვ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხალხური ზღაპრები, გამოცანები, ანდაზები და სხვ. |
ვეშაპო |
Jan 29 2007, 01:49 AM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
აბა!
ვისაც რა ცოდნა გაქვთ ამ სფეროში, გთხოვთ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ნიკოლოზ_V |
Jan 29 2007, 02:55 AM
პოსტი
#2
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
ქართული ანდაზები 1. ადრე ამდგომსა კურდღელსა ვერ მოეწევა მწევარიო. 2. ავადმყოფი რომ მოჩება, ექიმები შესძულდებაო. 3. ავია თუ კარგიაო, ქალო, შენი ქმარიაო. 4. ავის შემნახავი ქურდზე უარესიაო. 5. ავი შვილი დედ-მამისმაგინებელიაო. 6. ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევსო. 7. ანს დახედე, ბანს დახედე, სიგრძესა და განს გახედე. 8. ანწლი არ მოგვცემს ყურძენსა. 9. აპატიეს მელასაო, მოუმატა კბენასაო. 10. არამკითხე მოამბეო, მიტყეპე და მიაგდეო. 11. არა შეჟდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი. 12. არმად ნაშოვნი არმად წავაო. 13. ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო. 14. ასმა სულმა ცხვარმა ერთ ხეს შეჰბღავლა და გახმოო. 15. ასი ურტყი დავითასა, მაინც იტყვიც თავისასა. 16. აქლემები წაიკიდნენ, კოზაკი შუაში გაჭყლიტესო. 17. აქლემი ახლოს ძოვს და შორს იხედება. 18. აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდიაო. 19.აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია. 20. ბავშვი დასაქმე და უკან გამოუდექიო. 21. ბავშვი თუ არ იტირებს, ძუძუს არ აწოვებენო. 22. ბავშვს კვერს ნუ დაპირდები და თუ დაპირდი, კიდეც გამოუცხვეო. 23. ბატონი ცხენზე ვერ დაჯდა, მეჯინიბეს გაუწყრაო. 24. ბებერი ხარისა რქანიც ეწვევიანო. 25. ბედაურები დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანი. 26. ბედაური ცხენი მათრახს არ დაირტყამსო. 27. ბედი მომეცი და სანეხვეზე გადამაგდეო. 28. ბედნიერების გასაღებს მოთმინება იძლევაო. 29. ბერი გამზრდელის ხელში ყმაწვილი დაიჩაგრებაო. 30. ბერიკაცი ბერდებოდა, ცხენს უკუღმა შეჯდებოდა. 31. ბრმათა შრის ცალთვალაო არს პირველი სარდალიო. 32. ბოროტი შვილის დედასა რა მოაშორებს სევდასა! 33. ბოროტს ვინც არ მოშორდება, თავად მისი ფერიაო! 34. გარდამხდა გარდასავალი, აწ უარესსა მოველი. 35. გარეულმა ქათამმა შინაური გააგდოო. 36. გაქცეულს ერთი გზა აქვს, მდევარს ათასიო. 37. გართმევენ - გაიქეცი; გაძლევენ- შეექეცი. 38. გაჭირვება მიჩვენე და მე გაქცევას გიჩვენებო. 39. გველი გარედან არის ჭრელი, ადამიანი შიგნიდანო. 40. გლახა ამპარტავანი ღმერთსაც სძულს და კაცსაცოო. 41. გონიერი კაცი ქვეყანას ააშენებს, უგუნური ქვეყნის ბარგიაო. 42. დედაბერმა თქვა: იმდენი ვერ მოვიცალე, რომ მოვმკვდარიყავიო. 43. დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო. 44. დედამიწა და სინდის-ნამუსი აწონეს, სინდის-ნამუსი მეტი გამოდგაო. 45. დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო. 46. დედის პირი რომ იწყევლება, ძუძუები ილოცებიანო. 47. დედ-მამის ამაგის დაუნახავი, კაცის მკვლელს ედრებაო. 48. დიბა როცა დაიხევა, ფეხზეც აღარ დაიხვევა. 49. დიდ სივარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო. 50. დიდ ხეს დიდი ნაფოტი სცვივაო. 51. დილას ოქრო ხარ, სტუმარო, საღამოს ვერცხლად იქცევი; თუ ხანი დაგაგვიანდა, სპილენძად გადაიქცევი. 52. დრონი მეფობენ და არა მეფენი. 53. დრო მკურნალია. 54. დღე-მეხვალიე კაცსაო თოვლი მიადგა კარსაო. 55. დღევანდელი კვერცხი მირჩენია ხვალინდელ ქათამსაო. 56. ემსახურე სიმართლესა, გამოგილევს სინათლესა. 57. ენას ძვალი არ აქვსო. 58. ერთი დღით რომ მიდიოდე, სამი დღის საგზალი წაიღეო. 59. ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო. 60. ერთი ფანდით ფარავანს ვერ წააქცევო. 61. ერთმანეთისა ბაძვითა სახლი აივსო ნაგვითა. 62. ერთი მგლისაკენაც ვთქვათო. 63. ერთი ხელით ორ საზამთროს ვერ დაიჭერო. 64. ერთი ხიდან ბარიც გამოვა და ჯვარიცო. 65. ერთმა ღორმა ჯავახეთი ამოაგდოო. 66. ერთხელ ჯობია სიკვდილი ნიადაგ დაღონებასა. 67. ეს თუ არ გინდოდა, აქ რა გინდოდაო! 68. ვერ შეიმაგრებ ქალსაო, თუ არ იმაგრებ თავსაო. 69. ვინც აკაკუნებს, იმას უღებენო. 70. ვინც დაიზარაო, არ გაიხარო. 71. ვინც რა უნდა ის თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო. 72. ვინც სხვას ორმოს უთხრის, თავისი ზომა მოთხაროსო. 73. ვინც ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკისო. 74. ვარი მოგებაზე წავიდა და ნალებიც იქ დარჩაო. 75. ვისაც არ სურს, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავსო. 76. ვისაც ვინ უყვარს. იმისი ლამაზის ის არისო. 77. ვირის წიხლი არ მეტკინებაო. 78. ვისაც სროლა ვასწავლე, პირველი იმან დამიმიზნაო. 79. ვისიც ერდო მაღალიო, მეც იმისი მაყარიო. 80. ზარმაცისათვის ნიადაგ უქმეაო. 81. ზეცას წერო მიფრინავდა, ძირს შამფურსა თლიდნენო. 82. ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს, ზოგის კაკალიც არაო. 83. ზოგი ჭირი მარგებელიაო. 84. ზღვას გადარჩენილი ცვარმა დაახრჩოო. 85. თაგვი ბეღელში შიმშილით არ მოკვდებაო. 86. თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო. 87. თავის დამკარგავი თმას დასტიროდაო. 88. თავისი კალო გაულეწიაო. 89. თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოვა. 90. თევზმა თევზს უთხრა, ცოტა იქით მიიწიეო და - საით მვიწიო, ორივე ერთ ტაფაში ვიწვითო. 91. თივაში ცეცხლი არ დაიმალებაო. 92. თუ მასპინძელი არ ლხინობს, სტუმარსაც მოეწყინებაო. 93. თხას თხა ურჩევნია ათას სულ ცხვარსაო. 94. ინთიშვილი, მინთიშვილი-რაც მამა და იგი შვილი. 95. ისეთმა ფურმა დანწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო. 96. ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა. 97. კაიკაცობა კაცს არ წაახდენსო. 98. კამეჩი მყავდა ნიკორა, ვაქებდი-არა იყო რა. 99. კამეჩის მოჭიდავე ხარს რქები არ შერჩებაო. 100. კანონმა იკანონოსო, ნდობამ კი იბატონოსო! დანარჩენს მერე გავაგრძელებ -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი