![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
უპირველეს ყოვლისა, აღვიშნავ რომ ამ თემას ვხსნი სწორედ "წმინდა წერილის" განყოფილებაში, რათა ბიბლიაზე დაყრდნობით შედგეს საუბარი აღნიშნულ თემაზე.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია ელია წინასწარმეტყველის თემა "საპამპულაო" გაუხდიათ ესოტერიკოსებს, სექტანტებსა თუ კარმული იდეოლოგიის შემწყნარებელ საზოგადოებას. ჩვენ კი, მართლმადიდებლები, როგორც კი მივადგებით ამ საკითხს უამრავი კითხვა გვებადება და პასუხებს ჭორისა და ოდესღაც გაგონილის დონეზე გავცემთ ხოლმე. ამას კარგად ხედავენ მებრძოლი ათეისტებიც, კარმისტებიც და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და დაცინვითა თუ ნიშნის მოგებით მიგვითითებენ ჩვენს მწირ ცოდნაზე. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ გამეხსნა ეს თემა, რათა საშუალება მოგვცემოდა კარგად შეგვესწავლა ელია წინასწარმეტყველის წიგნიცა და მისი ცოცხლად ზეცად ატაცების საკითხიც. გთხოვთ იაქქტიუროთ და ვისურვოთ ვიცოდეთ ამ თემაზე უფრო მეტი ვიდრე უკვე ვიცით. ![]() ![]() |
![]() ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ვნახე...
ციტატა ასევე ადგილს მათესა სახარებიდან, სადაც მაცხოვარი იოანე ნათლისმცემელზე ეუბნება გარშემომყოფთ: „თუ გსურს შეწყნარება, იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდეს“ - ზოგიერთი განმარტავს, თითოს ეს არის ელია თეზბიტელის სულის რეინკარნაცია იოანე ნათლისმცემლის სხეულში. ანალოგიურად იმოწმებენ ლუკას სახარებას, სადაც იოანე ნათლისმცემელზე ნათქვამია: „ის ივლის მის (უფლის) წინაშე ელიას სულით და ძალით“ (ლუკა 1, 17). წმინდა იოანე ოქროპირი ამ ადგილებს შემდეგნაირად განმარტავს, რომ იოანე ნათლისმცემელი ელიად იწოდება არა პირდაპირი აზრით, არამედ სიმბოლურად, რადგან ელიასა და იოანეს შორის დიდი მსგავსებაა მათი მსახურებისა და მისიის მიხედვით: იოანე ნათლისმცემელი მქადაგებელი და წინამორბედია ქრისტეს პირველი მოსვლისა, ხოლო ელია თეზბიტელი მქადაგებელი და წინამორბედი იქნება (ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად) ქრისტეს მეორედ მოსვლისა. ამიტომ მაცხოვარი არ ამბობს პირდაპირ - იგი ელიააო, არამედ: „თუ გსურთ შეწყნარება, იგია ელიაო“. თუ გსურთ გულისხმისყოფით და ლმობიერი გულით შეწყნარება იოანეს ქადაგებისა, შეიწყნარეთო მისი სიტყვა როგორც ელიასი, რადგან მოსულია ელიას ძალით და სულით. მაგრამ, საინტერესოა: 1) ელია იყო იოანემდე, ამისდამიუხედავად იოანე ქრისტეს 1 მოსვლის წინამორბედია და ელია - - II მოსვლის ![]() 2) ქრისტეს მეორედ მოსვლაზე ძველ წინასწარმეტყველებშიც იყო საუბარი? არდა სახარებაში წერია, რომ ქრისტე დაპირდა მეორედაც მოვალო, ანუ არ გახსენებიათ წინასწარმეტყველები? ![]() პ.ს. ბოდიში, შეიძლება მარტივი კითხვაა, მაგრამ რაც არ ვიცი უნდა ვიკითხო ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 06:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი