ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
შეხვეწილი |
Nov 16 2006, 12:42 PM
პოსტი
#21
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
ყველაფერი ვეფხისტყაოსანზე!
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
marine |
Jan 29 2007, 02:48 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
2002 წლის შემოდგომაზე ქართველი მეცნიერი პარმენ მარგველაშვილი საგანგებო მისიით ოქსფორდში გაემგზავრა. მან იცოდა, რომ ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის განყოფილებაში, უორდროპების ფონდში, "ვეფხისტყაოსნის" უძველესი მინიატურები ინახებოდა.
პარმენ მარგველაშვილი: "- საოცარი შეგრძნება იყო, როცა მცველების თანხლებით ბოდლის საცავში აღმოვჩნდი. დღეისათვის "ვეფხისტყაოსნის" 160 ხელნაწერია ცნობილი. აქედან 48 უძველესია, მათგან მხოლოდ ხუთია დასურათებული. საქართველოში, ხელნაწერთა ინსტიტუტში, ამ ხუთიდან მხოლოდ სამია დაცული: თავაქარაშვილის, ავალიშვილის და S5006-ის სახელით ცნობილი ხელნაწერი. მათ შესახებ 1966 წელს შალვა ამირანაშვილმა გამოსცა წიგნი - "ვეფხისტყაოსნის მინიატურები." წიგნში მეცნიერი მე-4, მინიატურებიან "ვეფხისტყაოსანზეც" საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, პარიზში თაყაიშვილის მიერ ყოფილა დაცული და რომლისათვისაც დავით კაკაბაძეს ფოტოები გადაუღია. შალვა ამირანაშვილი თავის წიგნში კაკაბაძისეულ მინიატურების სამ შავ-თეთრ ფოტოსაც გვაწვდის და ამ ხელნაწერს ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებიდან ყველაზე ძველად XIII-XV, თბილისში, ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ ხელნაწერებს კი XVII საუკუნით ათარიღებს. მოგვიანებით პარიზში ხელნაწერი გაიყიდა და საბოლოოდ ის ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკაში, უორდროპების ფონდში აღმოჩნდა. უორდროპების ფონდში უნიკალური მინიატურების შემცველი "ვეფხისტყაოსნის" მეორე ხელნაწერიც ინახება. ინგლისში, ბოდლის ბიბლიოთეკაში მისი აღმოჩენა XIX საუკუნეში და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების საქართველოში მოგზაურობასა და საქართველოსთან მათ დიდ მეგობრობას უკავშირდება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი