პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Oct 27 2008, 03:43 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მეგობარო, აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, შენც მათ შორის, თუმცა აქ მოძღვრისადმი სრული პატივისცემის გამოხატვა, არ ეწინააღმდეგება რიგ არადოგმატურ საკითხებზე კამათს, მითუმეტეს როცა ვიცით, რომ უცდომელი არავინაა და ეკლესია მოაზროვნეა, და როცა საუბარი მიდის არგუმენტირებულად და როდესაც ორივე მოკამათე მხარე ეკლესიის შვილია და მისი ცოცხალი წევრი, ამიტომ მეგობრებს, ვისაც კითხვა დაებადათ, ნამდვილად არაფერი სჭირთ სასაყვედურო, გთხოვთ ნუ აქცევთ ამ თემას, სხვა თანაფორუმელებისადმი "თითის დაქნევად" როგორ გაბედე და მოძღვარს ჩაეკითხე ან რიგ არადოგმატურ საკითხებში არ დაეთანხმეო, ესეთი მიდგომა დამღუპველია და არაჯანსაღი.
იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
saria-giorgi |
Oct 28 2008, 04:06 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
მეგობარო, აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, შენც მათ შორის, თუმცა აქ მოძღვრისადმი სრული პატივისცემის გამოხატვა, არ ეწინააღმდეგება რიგ არადოგმატურ საკითხებზე კამათს, მითუმეტეს როცა ვიცით, რომ უცდომელი არავინაა და ეკლესია მოაზროვნეა, და როცა საუბარი მიდის არგუმენტირებულად და როდესაც ორივე მოკამათე მხარე ეკლესიის შვილია და მისი ცოცხალი წევრი, ამიტომ მეგობრებს, ვისაც კითხვა დაებადათ, ნამდვილად არაფერი სჭირთ სასაყვედურო, გთხოვთ ნუ აქცევთ ამ თემას, სხვა თანაფორუმელებისადმი "თითის დაქნევად" როგორ გაბედე და მოძღვარს ჩაეკითხე ან რიგ არადოგმატურ საკითხებში არ დაეთანხმეო, ესეთი მიდგომა დამღუპველია და არაჯანსაღი. იხარე; კაიროსი! თემა კამათისთვის კი არა,საჭიროებისა და აუცილებლობის მიზნით უნდა იყოს.მღვდელი,მოძღვარი რასაც გვეუბნება,ყველა სიტყვას გამოკვლევა და კირკიტი თუ დაუწყეთ,მაშ ვინ ყოფილა მოძღვარი,შენ თუ ის?თუ ბუნდოვნად გესახება მის მიერ გაცემული პასუხები-კითხვებზე,ვთხოვოთ დაზუსტება და მიგვითითოს შესაბამისი ლიტერატურა. ვფიქრობ,არასწორია ამ თემის გახსნა,რადგანაც ახალი მოძღვრები მრავლად ამოიზრდებიან სოკოებივით და სულ კამათის,დაპირისპირებისა და ეგოიზმის საბაბად იქცევა. თუ ჭეშმარიტების შეცნობა გსურს,ბრძანებს მაცხოვარი:"სცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოს თქვენ". -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი