პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Oct 29 2008, 04:01 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ყველა სიტყვას გამოკვლევა და კირკიტი თუ დაუწყეთ აქ ჩემო სარია, ოდნავ მაინც რომ გადაავლო წინა გვერდებს თვალი მიხვდები, რომ კირკიტი სულაც არ არის და არც გამოკიდებაა ყველა სიტყვაზე, არამედ კვლევაა იმ საკითხებზე, რომელზეც სხვადასხვა აზრი არსებობს თავად მოძღვრებს და ღვთისმეტყველებს შორის, ასე რომ არ გინდათ ეს ამ თემაზე შეტევები, არაა ლამაზი და არ უხდება ქრისტიანულ აზროვნების უფლებას... ციტატა უკვე მიხვდნენ თავის შეცდომებს თქო აზროვნება არასოდეს ყოფილა შეცდომა და არ გინდათ ახლა "კდემამოსილების" სწავლება, არაფერ შუაშია კდემამოსილება და მსჯელობა, ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და უცდომელად მხოლოდ ეკლესიას ვაღიარებთ, აქ კი ირჩევა ის საკითხები, რომელიც 1. არაა დოგმატი, და შესაბამისად არაა მასზე საეკლესიო პირდაპირი დადგენილებები 2. ის საკითხები, რომლებზეც, აზრთა სხვადასხვაობაა და მათზე ზრდილობის ფარგლებში და არგუმენტებით მოშველიებული მსჯელობა მხოლოდ ჩვენი საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. 3. არცერთი საკითხი არაა აქ წამოყენებული კამათისათვის, არამედ შეადგენს საეკლესიო საზოგადოების კვლევის საგანს და ჩვენ ვერავინ წაგვართმევს იმის უფლებას, რომ ჩვენც მივიღოთ ამ კვლევაში მონაწილეობა, მითუმეტეს, როცა ზოგიერთი ვეკუთვნით ამ სფეროს პროფესიულადაც... ასე რომ არ გინდათ ახლა ჩვენი "მხილება" და ჭკუის სწავლებები, დააყენეთ ახლა ეს თემაც მშვიდობაში და გადმობრძანდით ღვთისმეტყველებაში, იქ ბევრი საინტერესო თემაა და იქ გავაგრძელოთ კამათი მორჩა კამათი; იხარეთ; კაიროსი! პ.ს. ადმინს ვთხოვ ზედმეტი მიწერ.-მოწერები გააქროს, არ ეხება თემას -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი