გურამ დოჩანაშვილი, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გურამ დოჩანაშვილი, ... |
მატასი |
Oct 23 2007, 02:12 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ძალინ მინდოდა ამ ინტერვიუს დადება ფორუმზე... და შესაფერისი თემა ვერ ვნახე..
ხოდა, იყოს ეს თემა, ბატონ გურამზე ვისაუბროთ ხოლმე... გენიოსია ეს ადამიანი... ესეც ინტერვიუ: -საშინლად ორპირი ვარ, როცა ვერდს ვუსმენ, ის მირჩევნია როსინს, როცა როსინს ვუსმენ, მაშინ როსინი მირჩევია ვერდის. -და უფრო დიდი მაინც ვინ არის? -ბახი და მოცარტი, რომელიც ისეთია, საცეკვაო მოედანზე რომ ხულიგნები შემოცვივდებიან... -ასე თუ გავაგრძელებთ, ორპირი კი არა, `მრავალპირი~ აღმოჩნდებით. -ასე გამოვა ალბათ თუ კი ყველას ჩამოვთვლი. მაგრამ გინდათ, დიდი საიდუმლო გაგანდოთ? იცით, რომ შემოქმედი არ არსებობს? ისინი ყველანი მეორადები არიან, შავი მუშები, გადამწერები. ხელოვნება სულიმინდაა. სულიწმინდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით. იბლიიდან მოდიან ბახიც და მიქელანჯელოც. რუსთაველის ყველა აფორიზმი ბიბლიურია და, საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებაა, ბიბლია უბიბლიოდ მოიტანოს ადამიანებამდე. ბიბლიიდან მოდიან შოთაც, ილიაც, აკაკიც, ნიკო ლორთქიფანიძე – ჩვენი სინდისი და პატიოსნება. ოცით, დავით გურამიშვილი მიყვარს განსაკუთრებით. ერთი შეხედვით აკადემიურია და თითქოს უცნაურია, მე რომ მომწონს, მაგრამ წარმოიდგინეთ, დღეს რომ ასეთი კაცი გვყავდეს... -თანამედროვე ქართულ მწერლობაზე რას იტყვით? -ოთხი მოთხრობა მიყვარს: რეზო ინანიშვილის `თოვლი~, გიორგი ლეონიძის `ღვინჯუა~, რჩეულიშვილის `შაშას რევოლუცია~ და ჯ. ქარჩხაძის `იგი~. -თქვენი უამრავი გმირიდან ყველაზე გამორჩეულად ვინ გიყვართ? -ყველა კარგი ბიჭია. ხომ კარგი ბიჭები არიან კადუნოსელები? ლუკა რა კარგი ვინმეა, არა? განსაკუთრებით მიყვარს დილის ქალი – როსა. გახსოვთ? ის თვით დიდ ქალზე – ტერეზაზეც კი ძლიერია... -ანა-მარია? რატომ კლავთ ამ მშვენიერებას ასე უცებ და საზარლად? -სხვათა შორის, ადრეც მკითხეს და იცით რა ვუპასუხე? განა შეიძლება ბედნიერება დიდხანს აგრძელდეს-მეთი? ჩემი ირაკლის წასვლის შემდეგ გამახსენდა და ვინანე – ეს რამ მათქმევინა-მეთქი. ეტყობა, ბედნიერება მართლა ძალიან ხანმიკლეა... იცით რა ბიჭი იყო ირაკლი? კეთილი, ლამაზი, ჭკვიანი. უკეთ ვინ მიცნობდა. იცოდა ჩემი პანიკიორი ხასიათი და სულ მამშვიდებდა ხოლმე. იცით რა კარგი ბიჭი მყავდა? არა, კი არ მყავდა, მყავს... არა, ათი წელი მაინც უნდა ვიცხოვრო, თინათინს (შვილიშვილს) რომ დავამახსოვრდე. ისე არ წავალ... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მატასი |
Oct 29 2008, 11:47 AM
პოსტი
#2
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
რა საინტერესოდ საუბრობთ
ციტატა - ჯერ არ დამიმთავრებია. მუმუმ იცოდა კარგი ცურვა, - განაგრძო “კითხვა“ ბებიამ, - გასცურა მდინარე, მივიდა გერასიმესთან და ახლაც იქ ცხოვრობენ კარგად და ბედნიერად... ფქვილი აქა, ქატო იქა, - დაუმატა დამაჯერებლობისათვის" ("პირველი კონცერტი"). და მერე სტუმრებს რომ უყვება "მუმუს"... პირველად რომ წავიკითხე"სამოსელი პირველი" მეათე კლასში ვიყავი, მართალია ბევრი რამ ვერ გავიგე, მაგრამ მახსოვს ისეთი ბედნიერი ვიყავი... სუნთქვა მეკვროდა როცა ვკითხულობდი როგორ იწვოდა კოცონზე სამოსელის თვლები... როგორ ბრწყინავდა დიდი ამეთვისტო... მერე კიდევ წავიკითხე, და კიდევ ისეთი რამაა ყოველ წაკითხვაზე უამრავ ახალს რომ აღმოაჩენ და კიდევ უამრავი აუხსნელი კითხვა გებადება. მთელი ცხორებაა ჯერ ლამაზ ქალაქი, მერე კამორა, კანუდოსი... ძალიან საინტერესო იქნება, რელიგიური კუთხით რომ განვიხილოთ... P.S.თამუ შენ გეცოდინება ვინმეს თუ აქვს განხილული -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
georgianeli |
Oct 29 2008, 08:10 PM
პოსტი
#3
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
და მერე სტუმრებს რომ უყვება "მუმუს"... ვინ აცლის ბოლომდე მოყოლას, თორე კი ძალიან საინტერესო იქნება, რელიგიური კუთხით რომ განვიხილოთ... P.S.თამუ შენ გეცოდინება ვინმეს თუ აქვს განხილული ასევე, რელიგიური სიმბოლოებითაა დახუნძლული "თავფარავნელი ჭაბუკი". პირველად რომ ვკითხულობდი, იმთავითვე სულიწმინდის ასოციაცია გამიჩნდა ტბის გაღმა მცხოვრებ დედოფლის სახით და ასეცაა (წარმართობიდან შემორჩენილი სიმბოლიკის კოშკში მცხოვრები ყამარ-ქალის სახე, რომელიც მთვარისა და მისი ნათლის განსახიერებაა. ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში კი მთვარე სულიწმინდის ალეგორიაა). მეტის თქმაც შეიძლება: ჩემი გულის დედოფალი ჩემთვის სულიწმინდის ყველაზე საყვარელი და ახლო ხატია ("და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი..." დაბ. 1, 27, სადაც თაურ კაცში იყო მამა-კაციც და დედა-კაციც; იგივე ანდროგინული რაობა. ქართული ენის ეს გენიალური და უღრმესი შინაარსის სიტყვები). -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი