ოტია იოსელიანი, ბიოგრაფია და შემოქმედება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ოტია იოსელიანი, ბიოგრაფია და შემოქმედება |
ლეონი |
Jul 14 2008, 01:26 AM
პოსტი
#1
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
ოტია იოსელიანი ოტია შალვას ძე იოსელიანი დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონ სოფელ გვიშტიბში. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ. მამა - შალვა იოასელიანი ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას - ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალზე წაიყვანა სასწავლებლად. მამიდა - მარიამ იოსელიანი ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ. შალვა და ოტია მწერლის დედა იმ დროისათვის წყალტუბოში ერთერთ სანატორიუმში მუშაობდა და ცდილობდა, იქ აღებული ორიოდე კაპიკით დახმარებოდა ოჯახს. დედას ძალიან უჭირდა გაძღოლოდა ოჯახს. დედა - ლიზა (ცუცა) ალაშვილი მალე კეთილშობილი ნათესავების რჩევითა და თავისი გაწამებული ცხოვრებით, გადაწყვიტა ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე გათხოვილიყო. მაგრამ ოტიას დედის ეს ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგანაც ოტია და მისი ძმა ათი_თერთმეტი წლისანი იყვნენ. მათ კარგად იცოდნენ ბებიას მოყოლილი ზღაპრებიდან დედინაცვალი და მამინაცვალი. ბავშვები იმ ასაკში იყვნენ, როდესაც მათ შემეცნებაში ერთმანეთში ირევა მართალი და ტყუილი, ბოროტება და სიკეთე, სინამდვილე და ზღაპარი. ბავშვებმა მეტად მტკივნეულად განიცადეს დედის გათხოვება, უარი თქვეს მასთან ერთად წასულიყვნენ ქუთაისში, ისევ მამისეულ სახლში ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა არჩიეს. მალე უმამობას უდედობაც დაემატა. დედა ქუთაისში გათხოვდა. ეს განცდები კარგადაა აქვს მწერალს გადმოცემული თავის მოგონებებში, რომლის სათაურის წაკითხვაც კი სევდას მოგგვრის. ნოველა მოკლედ და მკაცრად არის დასათაურებული _ ,,დედა გათხოვდა”. ოტიას და მის უმცროს ძმას ბებია და მამიდა ზრდიდნენ. ბებიამ, ქრისტინა გიგოს ასულმა ავალიანმა, დიდი როლი ითამაშა მწერლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. როდესაც ოტიამ სკოლა დაამთავრა იგი თვლიდა, რომ სიმწიფის ატესტატზე ბებიას, საპატიო ადგილას უნდა მოეწერა ხელი. სკოლის წლებს მწერალი დიდ ადგილს უთმობს თავის შემოქმედებაში. განსაკუთრებული პატივისცემით იხსენიებს ქართული ენის მასწავლებელს ქეთევან ბალანჩივაძეს, რომელიც ოთხი წელი დამრიგებელიც იყო. ქეთევანმა წარუშლელი კვალი დატოვა ბავშვობის დროინდელ მეხსიერებაზე. ოტია (მარცხნივ) კლასელებთან ერთად მწერალმა სკოლაში გაიცნო ქეთევან ფანცხავაც, რომელიც მათთან მეშვიდე კლასში გადმოვიდა. მოგვიანებით კი ქეთევანი მისი მეუღლე გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქეთომ და ოტიამ ქუთაისს მიაშურეს და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარეს. ქეთევანი და ოტია. მომავალი მწერალი იქ დიდხანს არ გაჩერებულა. პირველ კურსზევე მიატოვა ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა. ამ დროისათვის მას უკვე ჰყავდა მეუღლე და უფროსი ვაჟი ბაჩო. ოტია იოსელიანის მიერ შესრულებული ბებიის პორტრეტი ოტია იოსელიანის მიერ შესრულებული ,,ჩემი მერანი". -,,მე ჩემი მერანი რაში არასდროს წარმომედგინა". ერთი წელი მან მოსამზადებელ კურსებზე დაჰყო. მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა და ინსტიტუტის გარეთ დარჩა. ოტია დაბრუნდა სოფელში და გულმოსულმა სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებია, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო. ოტიას უთხრეს: ძალიან, რომ მოინდომოს, საბავშვო მწერლად იქნებ გამოდგესო. ,,ვითომ საბავშვო მწერლობა პატარა ამბავი ყოფილიყოს” ამბობს ოტია. შედეგი, რა თქმა უნდა, განსაცვიფრებელი გამოდგა. ამის შემდეგ იგი იწყებს ნოველების, მოთხრობების, რომანების, ზღაპრების, პიესების და სცენარების წერას. ოტიას ბებია ოტია იოსელიანმა თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები გაიარა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა ათეიზმს ქადაგებდა. ოტიამ ღმერთის არსებობა თავის ბებიასაგან იცოდა რომელიც ძალიან მორწმუნე ადამიანი ყოფილა. სკოლაში ბავშვები ჯერ პიონერები, შემდეგ კი კომკავშირელები ხდებოდნენ, რომლებსაც ასწავლიდნენ, რომ ღმერთი არ არსებობდა, იმ დროს იკეტებოდა ეკლესიები, აღარ ტარდებოდა წირვა-ლოცვები. ვისაც სწამდა ღმერთი და ხატი ისინიც აღარ ამხელდნენ და ახალი თაობა კი სულ ურწმუნო ხდებოდა. ასეთ დროზე აქვს დაწერილი ოტიას ნოველა ,,ჩემი წმინდა გიორგის ხატი”. მიუხედავად მაშინდელი ურწმუნო ცხოვრებისა, ოტიას ბებიასაგან მაინც მოჰყვა ღვთის რწმენა, რაც შესანიშნავად აქვს აღწერილი ,,ღმერთის გამოცხადება”-ში. -------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
ლეონი |
Oct 29 2008, 09:36 PM
პოსტი
#2
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
ხვალ 5 საათზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა მწერალ ოტია იოსელიანთან, ვისაც გინდათ მობრძანდით
-------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი