![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
აქ, ვისაც რა ლექსი მოგწონთ ხალხური, გთხოვთ დაწეროთ.
ასევე, ისაუბრეთ ხახლურ პოეზიაზე ზოგადად. ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მოდი, დალოცვით დავიწყებ
![]() პირმა დაგლოცასთ ღვთისამა, ნაწილმა ბარძიმისამან, ქალაქჩი სიონისამა დარეკამ ზარებისამან. მცხეთაჩი სვეტიცხოველმა, გადმომცქერალმა მტკვრისამან, ლომისამ თორმეწამემა, პატრონმან არაგვისამან, მა კობის წმინდა გივარგიმ, პატრონმა დიდის მთისამან, მა ბერმა წმინდა სამებამ, პატრონმა ხმელეთისამან, ივანე ნათლისმცემელმან, პატრონმა ბალღებისამან, მა ბახტრის წმინდა გივარგიმ, პატრონმა მგზავრებისამან. ესეც მეორე: შავეთსა ჰკითხეს მოყმესა; - შენ ქონებისა რა გერგო? - ნეტავი ჩემი ბედი-დღე მე სიცოცხლეშივ გამეგო!.. ის ჩემი ციხე-დარბაზი შუა შარაზე ამეგო, მშივრისად პური მეჭმია, გაყინულ ცეცხლთან გამეთბო, სიტყვა არვისთვის მეწყინა, სულყველას გული მომეგო, რაც მეშოვნა და მეპოვნა, სულ გლახაკებზედ გარდმეგდო!.. ამთენის ცოდვის მოქმედსა სული მით მაინც მამეგო!.. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 08:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი