იუდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იუდა |
Atman |
Oct 26 2008, 03:20 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
იუდას თემა ყოველთვის საინტერესო და საკამათოა... რას ფიქრობთ რატომ გაყიდა იუდამ ქრისტე? რა იყო მთავარი მოტივაცია? ალბათ არ ვიდავებთ იმაზე რომ 30 ვერცხლის გულისთვის არ გააკეთებდა ამას...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Oct 26 2008, 08:00 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა ეტყობა კარგად ვერ გაიგე ...იუდასგან იდეალს ვერ შექმნი უყვარდა ფული და ამაში რაა საკამათო....პ.ს ხანდახან ადამიანს "30 ვერცხლიც" კი არ ჭირდება, ისე ჰყიდის უფალს. შენი აზრით იუდასგან იდეალს ვქმნი? მე იმას ვამბობ რომ 30 ვერცხლისთვის იუდა ამას არ გააკეთებდა. შენ თუ გინდა ჩემთან კამათი ცალკე ვიკამათოთ -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
sandro40 |
Oct 30 2008, 04:05 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
შენი აზრით იუდასგან იდეალს ვქმნი? მე იმას ვამბობ რომ 30 ვერცხლისთვის იუდა ამას არ გააკეთებდა. შენ თუ გინდა ჩემთან კამათი ცალკე ვიკამათოთ ერთი საინტერესო დეტალი, ლუკას, მათეს და მარკოზის სახარებაში წერია რომ იუდამ განიზრახა ქრისტეს დასმენა და ეს დასმენა მას განზრახული ჰქონდა სერობამდე, ანუ სანამ მოსალოდნელი დასმენის შესახებ მოწაფეებს განუცხადებდა ქრისტე, თუმცა იოანეს სახარებაში საპირისპირო რამ წერია, ქრისტე აწვდის ლუკმას იუდას "ამ ლუკმის შემდეგ, სატანა შევიდა მასში. მაშინ უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე." უფალი ხედავდა ადამიანების გულის ნადებს, მან კარგად იცოდა ვინ აჰყავდა მოწაფედ, შემთხვევითი ადამიანები არ იყვნენ ისინი. ეხლა მე იმის თქმა ნამდვილად არ მინდა რომ თითქოს იუდა სუფთა იყო და განსაცდელში უფალმა ჩააგდო, ეს წარმოუდგენელია და ეწინააღმდეგება ქრისტიანობის არსს, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მაგრამ საინტერესოა, იცოდა რა თუ როგორი გულის პატრონი იყო იუდა რატომ აიყვანა იგი მოწაფედ, ქრისტე ამბობს რომ იგი მოვიდა წინასწარმეტყველების აღსასრულებლად, შესაბამისად მისი გაყიდვაც ნაწინასწარმეტყველი იყო, მაგრამ რატომ? პრინციპში ქრისტეს იუდას დახმარების გარეშეც შეიპყრობდნენ, თუკი მისი ჯვარზე გაკვრა აუცილებელი იყო (რისთვის ეს სხვა თემაა) რა საჭირო იყო იუდას დასმენა, შემთხვევით ეს არ მომხდარა, უფალი და შემთხვევითობა გამორიცხულია და კიდევ ერთი საინტერესო რამ, თუკი იუდამ ვერცხლის გულისთვის გაყიდა ქრისტე, რატომ მიუგდო უკან მღდელმთავრებს ვერცხლი და რატომ ჩამოიხრჩო თავი? ე.ი. მასში გაიღვიძა სინდისმა და თანაც ისე ძლიერ რომ მან თავი მოიკლა და თუკი მას ასე აწუხებდა სინდისი, რატომ გაყიდა ქრისტე. დაუბრუნდეთ შენს მიერ დასმულ კითხვას, ვერცხლის გულისთვის თუ სხვა რამეს გულისთვის, რომ მან ქრისტეში ვერ დაინახა ის იდეალი რომელსაც ეძებდა, კი ბატონო, ვერ დაინახა ის იდეალი, ის მესია რასაც ელოდა და სწორად იმიტომ ვერ დაინახა რომ მისი წარმოდგენით ქრისტეს უნდა მოეტანა სხვა რამ, სხვა სახის ბედნიერება, სავარაუდოდ მატერიალური და არა სულიერი, მან ვერ დაინახა უფალი იმიტომ რომ მისთვის ქრისტე იყო სხვა რამ, არსება რომელიც მას და მის ერს მატერიალურ კეთილდღეობას და რომის იმპერიასგან განთავისუფლებას მოუტანდა, ასე რომ ის 30 ვერცხლი მისთვის უფრო მეტი ფასეულობა იყო ვიდრე მაცხოვარი, 30 ვერცხლი იქნება თუ მილიარდი დოლარი, ერთი და იგივეა, ორივე მატერიალური კეთილდღეობისკენ არის მიმართული |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი