ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
k@the |
Feb 16 2008, 12:44 AM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ თემის გახსნის მიზანი, არის თავი მოვუყაროთ, საზღვარგარეთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვათა შესახებ ინფორმაციას.
მინდა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანოს ამ საქმეში წვილილი. თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია, თუ სად აღევლინება უახლოეს მომავალში ქართული წირვა-ლოცვა, გავუზიაროთ ერთმანეთს. ბევრი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში ისე, რომ არც კი იცის თუ მის ქალაქში, ან მის მახლობელ ქალაქში ქართულ წირვა-ლოცვაზე დასწრების საშუალება აქვს. ღმერთს ებარებოდეთ! პ.ს. მადლობა KAIROS-ს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
KAIROS |
Nov 1 2008, 05:03 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ქართვველებს ევროპაში ერთერთი ყველაზე ბედნიერი შემოდგომა დაგვიდგა
უკვე გერმანიაშია და ევროპული ტურნე დაიწყო მისმა უწმიდესობამ ! მალევე 2 დღეში პარიზში გაიხსნება ახალი ქართული ეკლესია ჩვენს საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ ( წმ. ნინოს პარიზული ეკლესია თავიდანაც და ახლაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ექვმდებარება), ხოლო შემდეგ მისი უწმიდესობა გამოვა მსოფლიო პოლიტიკოსთა კონფერენციაზე საქართველოს შესახებ სიტყვით, შემდეგ კი მოილოცავს იტალიის სიწმინდეებს, მილანს ( წმ. ამბროსი მედიოლანელი ), პავიას ( ნეტარი ავგუსტინე), ტურინს ( მაცხოვრის სუდარა), რომს ( წმ. მოციქულთა თავთა, პეტრეს, შემდეგ პავლეს საკათედრო ტაძრებს, კატაკომბებს, და სხვა უამრავ სიწმიდეებს), რომში ექნება შეხვედრა რომის პაპ ბენედიქტე XVI .სთან, რის შემდეგაც გაემგზავრება ქალაქ ბარიში (წმ. ნიკოლოზის საფლავზე), სადაც ჩატარდება კიდეც ქართული წირვა! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი