ელია წინასწარმეტყველი, მუდმივი დავის საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ელია წინასწარმეტყველი, მუდმივი დავის საგანი |
დათიკო |
Oct 16 2008, 06:01 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
უპირველეს ყოვლისა, აღვიშნავ რომ ამ თემას ვხსნი სწორედ "წმინდა წერილის" განყოფილებაში, რათა ბიბლიაზე დაყრდნობით შედგეს საუბარი აღნიშნულ თემაზე.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია ელია წინასწარმეტყველის თემა "საპამპულაო" გაუხდიათ ესოტერიკოსებს, სექტანტებსა თუ კარმული იდეოლოგიის შემწყნარებელ საზოგადოებას. ჩვენ კი, მართლმადიდებლები, როგორც კი მივადგებით ამ საკითხს უამრავი კითხვა გვებადება და პასუხებს ჭორისა და ოდესღაც გაგონილის დონეზე გავცემთ ხოლმე. ამას კარგად ხედავენ მებრძოლი ათეისტებიც, კარმისტებიც და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და დაცინვითა თუ ნიშნის მოგებით მიგვითითებენ ჩვენს მწირ ცოდნაზე. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ გამეხსნა ეს თემა, რათა საშუალება მოგვცემოდა კარგად შეგვესწავლა ელია წინასწარმეტყველის წიგნიცა და მისი ცოცხლად ზეცად ატაცების საკითხიც. გთხოვთ იაქქტიუროთ და ვისურვოთ ვიცოდეთ ამ თემაზე უფრო მეტი ვიდრე უკვე ვიცით. |
KAIROS |
Nov 1 2008, 06:51 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ელია იყო იოანემდე, ამისდამიუხედავად იოანე ქრისტეს 1 მოსვლის წინამორბედია და ელია - - II მოსვლის კი და აი რატომ, ზემოთ რომ მალაქია წინასწარმეტყველი მოვუყვანე დათიკოს, იქ აშკარად წერია, რომ მესიის დიდებული მოსვლის წინ მოვა ელია: ციტატა ... Вот Я посылаю к вам Эйлийу-пророка перед наступлением дня Господня, великого и страшного. შესაბამისად სჩანს , რომ მეორედ მოსვლაზეც იყო საუბარი, ოღონდ ძალიან მინიშნებით, რადგან ჯერ პირველად მოსვლა უნდა გაეგოთ და ის რაღა გასაკვირია ციტატა ქრისტე დაპირდა მეორედაც მოვალო, ანუ არ გახსენებიათ წინასწარმეტყველები , როცა მეორედ მოსვლის კი არა პირველად მოსვლის წინასწარმეტყველებები დაავიწყდათ, როცა ყველაფერი : ბეთლემში ქალწულისაგან შობა, ყრმათა ამოწყვეტა, ეგვიპტეში ლტოლვა, ნაზარეველად წოდება, ჯვარცმის დეტალებიც კი, ხელ-ფეხთა განხვრეტა, ნაღვლის მიწოდება, სამოსელის გაყოფა, კვართზე წილისყრა... მოკლედ უამრავი რამ იყო ნაწინასწარმეტყველები და მაინც ჯვარს აცვეს...როცა არ გინდა დაინახო, მაშინ ვერავინ დაგანახებს, თუნდაც განკაცებული ღმერთი წინ გედგეს... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი