ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
k@the |
Feb 16 2008, 12:44 AM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ თემის გახსნის მიზანი, არის თავი მოვუყაროთ, საზღვარგარეთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვათა შესახებ ინფორმაციას.
მინდა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანოს ამ საქმეში წვილილი. თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია, თუ სად აღევლინება უახლოეს მომავალში ქართული წირვა-ლოცვა, გავუზიაროთ ერთმანეთს. ბევრი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში ისე, რომ არც კი იცის თუ მის ქალაქში, ან მის მახლობელ ქალაქში ქართულ წირვა-ლოცვაზე დასწრების საშუალება აქვს. ღმერთს ებარებოდეთ! პ.ს. მადლობა KAIROS-ს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Bodbeli |
Nov 2 2008, 08:06 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 142 რეგისტრ.: 15-April 08 წევრი № 4,565 |
უფრო დაზუსტებით აქ არის:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თანმხლებ პირებთან ერთად, ვიზიტით ეწვევა ევროპის ქვეყნებს გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს. იტალიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პოლიტიკოსთა ფორუმში, რომელიც 6-7 ნოემბერს ბასკო-მარენგოში გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის გამოსვლა, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას შეეხება, 6 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი, 7 ნოემბერს კი ტურინში მაცხოვრის სუდარის მონახულება და აფხაზეთისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნაა დაგეგმილი. 8 ნოემბერს შედგება შეხვედრა რომის პაპთან, ბენედიქტე XVI-თან. 12 ნოემბერს, სავარაუდოდ, პატრიარქი წირვას აღავლენს ბარში, წმიდა ნიკოლოზის საფლავთან. 14 ნოემბერს სტრასბურგში ევროპის კულტურის ფონდის პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა დანიის პრინცი კათოლიკოს-პატრიარქს გადასცემს ფონდის ჯილდოს მშვიდობის, ჰუმანურობისა და საქართველოში საეკლესიო ცხოვრების დამკვიდრების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. 16 ნოემბერს პარიზში ქართული ეკლესიის გახსნაა დაგეგმილი. მისი უწმიდესობა საქართველოში 18 ნოემბერს დაბრუნდება. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი