წიგნები - ტრაგედია თუ საშინელება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წიგნები - ტრაგედია თუ საშინელება |
კანუდოსელი |
Oct 6 2008, 02:01 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
უკვე მართლაც სავალალო სიტუაციაა ე.წ. მართლმადიდებლური წიგნების ნუსხაში- რას არ შეხვდები კაცი: სტალინის მართლმადიდებლობას, რასპუტინის სტარეცობას და ივანე მრისხანეს დიდ მოსაგრეობას...
თუ ასე გავაგრძელეთ, უკეთეს შემთხვევაში სულიერად უკვე ვიქნებით რუსეთის გუბერნია ან უარესში - დაბოლილი მრევლი იქნებ მომზადდეს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების მიერ მიმართვა საპატრიარქოსადმი, სადაც ვთხოვთ მას, რომ ყვითელი პრესის არსებობა მაქსიმალურად შეიზღუდოს საეკლესიო მაღაზიების დახლებზე, მით უმეტეს იმ გამოცემებზე, რომელთაც აქვთ გრიფი, რომ საპატრიარქოს კურთხევითაა გამოსული. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
Nov 3 2008, 03:54 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა დალოდების საათი როდემდეა? არ იწურება ეს ახალი იდეაც ახალი ლოდინის რიგში იყოს... ყველამ ამ ფორუმზე, უნდა დაფიქრდეს ამ შემზარავ ფაქტზე და სრული გააზრებით უნდა დაგმოს მომხდარი, შესანიშნავად დაწერა მნათუკამ : ციტატა იმ ფონზე როცა ეს მხეცები თავისუფალ ადამიანებს ურტყამენ, იმ ფონზე როცა ირღვევა ფუნდამენტური უფლებები, იმ ფონზე როცა ყველა ნორმალური უნდა საუბრობდეს საშინელ განუკითხაობაზე, ვდგავართ და მოვთქვამთ გადაჯიშებულ ადამიანებზე, რომლებიც უჰელოუინოდაც ისეთები არიან, როგორებიც ჰელოუინანად და თქვენ წარმოიდგინეთ მათზე ეს არავითარ გავლენას არ ახდენს ამიტომ, ახლა მარტივად და გასაგებად უნდა ვუპასუხოთ უმარტივეს კითხვას( არაა საჭირო, ახლა აქ "კი, მაგრამ" და მსგავსი...): 1. ვგმობთ თუ არა ექსტრემისტი ვაიმღვდლების და მათი უიმრევლის საშინელ საქციელს? 2. ვაღიარებთ თუ არა რომ საქართველოში არსებობს აღმსარებლობის თავისუფლება? 3. ვგმობთ თუ არა ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, მითუმეტეს მართლმადიდებლობის სახელით ? ---------------- ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს კარგად დაწერა გიორგიმ : ციტატა მოკლედ მე მიქსერით და კეტით ნამდვილად არავის გამოვეკიდები და არც უფლება მაქვს ვინმეს რაიმე ავუკრძალო თუნდაც სიტყვიერად, მაგრამ ვინმეს რომ რჩევა ეკითხა წავიდე თუ არა ჰალოუინზეო, მე ვურჩევდი რომ არ წასულიყო... სწორედ რომ ქადაგება, მისია და პირადი მაგალითი იყო, არის და დარჩება ქრისტიანობის ერთადერთი იარაღი! ახლა, ხომ არის აქ რაღაც ახალგაზრდული გაერთიანება? და თუ ნამდვილად გვინდა საღი აზრის ეკლესიაში ასეთუისე არსებობის შესახებ საზოგადოებამაც რაიმე გაიგოს, მაშინ სასწრაფოდ, ამ დღეებშივე, ამ გაერთიანებამ და ამ ფორუმმა უნდა მიიღოს საპროტესტო წერილი, სადაც იმასაც იტყვის, რომ Halloween არის უცხო ხალხური დღესასწაული, დაკავშირებული ძველ წარმართულ ისტორიასთან და ჩვენთვის მასში მონაწილეობა მიუღებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველი ჩვენთაგანი აღიარებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის აღმსარებლობის თავისუფლების უფლებას და მის უფლებას მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი სხვა რელიგიის, ან სხვა ტრადიციის ( მათ შორის წარმართული ფესვების მქონესი) შეკრებასა თუ დღესასწაულში,და შემდეგ აუცილებალად უკიდურეს შეშფოთება უნდა გამოითქვას იმ ზოგიერთ მართლმადიდებელთა ჯგუფის მიერ განხორციელებული ძალადობისა და ცემის ფაქტებზე, მითუმეტეს როცა ეს ჯგუფი ორგანიზირებულია მრევლია და ზოგი მოძღვრის მიერ პირდაპირი თუ არაპირდაპირი წაქეზებით მოქმედებენ... ან ეს უნდა ვთქვათ ხალხო, ან არადა... ან არადა მაშინ საერთოდ რას ფუნქცია აკისრია იმ გაერთიანებას ან თუნდაც ამ ფორუმს თუ ხალხს არ დაანახა რა არის ნამდვილი მართლმადიდებლობა და რომ არსებობს ახალგაზრდა მართლმადიდებლები, რომლებიც სიმართლეს ყველგან და ხმამაღლა ამბობენ? იმედია ეს აზრიც, როგორც ის რაც "ყვითელი პრესის წინააღმდეგ" არ ჩაიფარცხება... საერთოდ იყოს ეს ორგანიზაცია ცოცხალი და მოქმედი, რაა ამაში ცუდი? იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი