ძალა მოწყალებისა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძალა მოწყალებისა... |
marine |
Mar 21 2008, 12:00 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ
ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ: საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები... ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი. "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
.ნინო |
Nov 3 2008, 08:29 PM
პოსტი
#42
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
1917 წლის შიმშილობისას ათონის ივერთა მონასტრის მონაზვნებმა რომ დაინახეს, მონასტრის სათავოსები ცარიელდებოდა, სტუმართა მიღება შეზღუდეს. ერთმა ძუნწმა პროესტოსმა დაჟინებითაც კი მოითხოვა, რომ მომლოცველების მიღება შეეწყვიტათ. ამის შემდეგ ქრისტეც მათ აღარ სწყალობდა. მამები შიმშილმა მოიცვა. ისინი საყვედურს გამოთქვამდნენ, რომ უფალი და ღვთისმშობელი აღარ ზრუნავდა მათსავე სავანეზე. სამწუხაროდ, ისინი ვერ აცნობიერებდნენ საკუთარ ცოდვებს.
და აი, ერთ დღეს მონასტრის მეკარეს ქრისტე გლახაკის სახით გამოეცხადა და ცოტაოდენი პური სთხოვა. მეკარემ მას მწუხარებით უპასუხა: - ჩვენ პური არა გვაქვს, ძმაო, ამიტომაც შევწყვიტეთ მომსვლელთა მიღება. თუმცა მოიცადე, კელიიდან ჩემს პურის ნატეხს მოგიტან. ის კელიაში გაიქცა და მას პურის პატარა ნატეხი მოუტანა. უეცრად მეკარემ დაინახა, თუ როგორ გაცისკროვნდა გლახაკის სახე. მათხოვარმა პური აიღო და მეკარეს უთხრა: - იცით თუ არა რატომ ეწია მონასტერს ასეთი უბედურება? იმიტომ, რომ თქვენ მონასტრიდან ორნი განდევნეთ: „მიეცით“ და „მოგეცეს“. ამ სიტყვების შემდეგ იგი უხილავი გახდა და თან იქაურობა ისეთი ნათლით გააბრწყინა, რომ მონასტრის მეკარეს თვალები დაუბნელდა. იგი დაბნეული და შიშით შეპყრობილი სავანის წინამძღვრებთან გაიქცა და მომხდარის შესახებ მოუთხრო. მამები თავიდან დიდი წვალებით იხსენებდნენ, თუ ვინ გააძევეს მონასტრიდან. მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ის გლახაკი ქრისტე იყო და სახარების სიტყვები გაიხსენეს: „მიეცით და მოგეცეს თქვენ“ (ლკ. 6,38). ამის შემდეგ მათ თავიანთი ცოდვა დაუყოვნებლივ მოინანიეს და როგორც კი მცირე მარაგიდან გაცემა დაიწყეს, ღვთის გულუხვი წყალობაც განახლდა. -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი