პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#161
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
saria-giorgi |
Nov 4 2008, 11:01 AM
პოსტი
#162
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
მხოლოდ ერთს ვიყვი,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არის ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი,როდესაც კრება მოიწვიეს მამებმა,რათა გაერკვიათ,თუ ვინ დაენიშნათ კათოლიკოზად,აი ამ დროს შემოდის გრიგოლ არქიმანდრიტი,ნათლით შემოსილი "ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი",მდუმარედ დაჯდება,კრების მოთავენი პირველ სიტყვას ეპისკოპოს თხოვენ,მაგრამ ის იტყვის შემდეგ:"სადაცა მამაი გრიგოლ იყოს,მუნ სიტყვაი არა ვიკადროო."
ჩვენში დაიკარგა ნდობა და მორჩილება,თუ განსწავლულია კაიროსი და რასაც იტყვის ის უნდა გაკეთდეს,დავნიშნოთ "მოძღვრად"-მოძღვრის განყოფილებაში? ჩემი პირადი აზრი შემდეგია:ადამმიანს არ აქვს იმაზე მეტი უფლება ,რაც მიეცა.ვინც თვითნებურად მოქმედებს ყოველთვის ჩიხში მოექცევა,ზოგადად ვსაუბრობ.ზოგჯერ მდუმარება ჯობია,რაც მეტს "ვიტიტინებთ", მეტად წაგებულნი დავრჩებით. პითაგორა მოწაფეებს 5-წელი მდუმარებაში ამყოფებდა,ჩვენ ქრისტიანებს მოძღვრის მოსმენის კულტურა მაინც ვიქონიოთ,რა არის გაურკვეველი და დაუსაბუთებელი?ის რაც,ჩვენი ძმის,კაიროსის ცნობიერებაში არ ჯდება? დეკ.ანდრიას მინიმუმ,მღვდლობის 10-წლის სტაჟი მაინც აქვს და ჩვენზე მეტი წაუკითხავს. მღ.ირაკლიც წიგნიერია და ვფიქრობ ჩვენი "მოძღვრება" საკითხებში არ სჭირდება. შეცდომა თუ დაუშვი,შენდობას ვითხოვ! აწი ამ საკითხზე აღარ გავაგრძელებ საუბარს,თუ ვინმეს დააინტერესებს,დამატებით,ჩემი შეხედულება პმ-ით გავცემ პასუხს. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი