ფსალმუნთა კითხვის ჯგუფი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსალმუნთა კითხვის ჯგუფი |
.ნინო |
Jan 26 2007, 05:53 PM
პოსტი
#1
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
დაგვლოცეთ მამაო
მამაო, რამდენიმე ფორუმელს გაგვიჩნდა სურვილი შევქმნათ ფორუმელთა ფსალმუნის კითხვის ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას სხვადასხვა მოძღვარი გვყავს და ზოგი ფიზიკურად არცაა საქართველოში, ვფიქრობთ, რომ ეს ჯგუფი შეგვაკავშირებს და დაგვაახლოებს ერთმანეთთან. გადავწყვიტეთ თქვენთვის გვეთხოვა კურთხევა, რადგან მეტ-ნაკლებად ყველა ფორუმელს გვიცნობთ... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
თამარი |
Jan 29 2007, 10:01 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
მთავარია, ჯერ შედგეს 20 კაციანი ჯგუფი. რამდენადაც ვიცი, ჯერ არ არიან საკმაო რაოდენობის მსურველები. სასურველია შემდეგ ჩვენი მოძღვრებისგანაც ავიღოთ კურთხევა.
მე სხვა ჯგუფშიც ვარ. თუ მოძღვარი მომცემს კურთხევას, ძალიან მინდა, რომ შემოგიერთდეთ. ვფიქრობ, უკეთესია, თუ ერთი თვის მანძილზე ყველა ერთ კანონს წავიკითხავთ და შემდეგ გადავალთ შემდეგზე. შესაძლებელია ყოველდღიური გადასვლაც. ყოველი "დიდების" შემდეგ უნდა მოვიხსენიოთ ჯგუფის წევრები. სასურველია, როცა ჯგუფი შედგება, დავწეროთ ასევე ლოცვის ტექსტი, რომელსაც ყოველი "დიდების" შემდეგ წარმოვთქვამთ და შემდეგ მოვიხსენიებთ ჯგუფის წევრებს. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი