ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
მხევალი ნინო |
Jan 29 2007, 07:38 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ციტატა ევთანაზია და მისდამი დასავლური კულტურის დამოკიდებულება რამდენადაც ეს უცნაური არ უნდა იყოს პირდაპირი შედეგია კათოლიკური მრწამსისა სამების შესახებ. განგვიმარტე რატომ? კათოლიკეები კრძალავენ ევთანაზიას -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
Jan 29 2007, 11:03 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
განგვიმარტე რატომ? კათოლიკეები კრძალავენ ევთანაზიას კათოლიკები რომ კრძალავენ, ვიცი, მე სხვა რამეზე ვთქვი, ანუ ვამბობ, რომ კათოლიკური თეოლოგიის გამო ხდება მრავალი რამ. მოკლედ საკითხი ეხება შემდეგს: საქმე იმაშია, რომ დასავლური კულტურა, ფილოსოფია და მეცნიერება ზოგადად ჩამოყალიბდა კათოლიკურ სამეცნიერო ცენტრებში და გარკვეული ზეგავლენა იქონია მასზე, განსაკუთრებით არაზუსტ მეცნიერებაში. ოდნავ შორიდან დავიწყებ: დასავლური თეოლოგია ღმერთის სახელთა შესახებ, სამებაზე მსჯელობისას წავიდა ოდნავ სხვა გზით აღმოსავლეთისგან განსხვავებით. აღმოსავლეთი განმარტავს სამების პიროვნებას როგორც პირველ საწყისს ღმერთში, ანუ ამბობს, რომ საწყისნი - პიროვნებები (მამა ძე და სული წმინდა) არიან და მერე დანარჩენი უკვე მათი შედეგია თავად ღმერთში. დასავლეთი ამბობს: საწყისი არის თვისება და შედეგად პიროვნებათა სხვაობა სამებაში. ერთი შეხედვით ეს ადამიანს მოეჩვენება უაზრო კამათად, რამაც ბოლოს გამოიწვია დიდი სქიზმა დასავლურ და აღმოსავლურ ეკლესიებს შორის, მაგრამ ასე არაა. დასავლეთმა ღმრთაებრივ პიროვნებებში განსხვავებისთვის შემოიტანა თვისებების ცნება თავისი დანამატით: სული წმინდა რომელიც გამოდის მამისგან და ძისგან-ამით მან სულიწმინდის შინაარსი, მისი პიროვნება ახსნა თვისებაზე დაყრდნობით-გამომავლობაზე ძისგან. არ შევუდგები ახლა ამ დეტალებს, მაგრამ საკითხი იმაშია, რომ პრინციპული განსხვავება უკვე ჩამოყალიბდა, დასავლეთში: ღმერთში სამი პიროვნება შედეგია თვისებების აღმოსავლეთში: თვისებებია შედეგი პიროვნებათა შემდეგი ეტაპი ანთროპოლოგიაა, ანუ სწავლება ადამიანის შესახებ. ვინაიდან ადამიანს ეკლესია განიხილავს ღვთის ხატებად შექმნილს, ბუნებრივია, როგორც დასავლეთმა, ისე აღმოსავლეთმა, შესაბამისად განავრცო პარალელი ღმერთის პიროვნების გააზრებისა ადამიანის პიროვნებაზე და თქვა: დასავლეთმა: ადამიანი პიროვნებაა, თუ მას აქვს თვისებები - კომუნიკაცია გარემოსთან, მეტყველება, კვება, ფიზიკური კონტაქტი და სხვა. აღმოსავლეთმა: თვისებები არის შედეგი ადამიანის პიროვნებისა და არა პირიქით, ანუ პირველადია პიროვნება და არა თვისებები. შემდეგი ეტაპი: მეცნიერება, ფილოსოფია და ფსიქოლოგია ყალიბდება დასავლურ სამყაროში და ბუნებრივია, რომ ფსიქოლოგიამ აიღო დასავლური ეკლესიის განმარტება პიროვნებისა. შედეგი როგორია? ვნახოთ: ასეთ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს არა აქვს - კონტაქტი გარემოსთან, კომუნიკაცია,მეტყველება - ე.ი. განმარტებიდან გამომდინარე ის არაა პიროვნება. - ანუ ჩვენ არც ვკლავთ ადამიანს, ამ სიტყვის სრული გაგებით. აღმოსავლეთი ამბობს: ის ადამიანი პიროვნება არის აპრიორი, ვინაიდან პიროვნება არაა შედეგი რაიმესი, თუმცა ამ პიროვნებას არა აქვს შესაბამისი თვისებები (რომელიც პიროვნების არსს არ ეხება), არამედ მის შედეგად ცხადდება და თუ ის (თვისებათა ერტობლიობა) არ არსებობს, ვერ იტყვი, რომ არც პიროვნება ყოფილა, ვინაიდან, ვიმეორებ: პიროვნება - ეს აქსიომაა და არა შედეგი. ასე, რომ ასეთი არასწორი თეოლოგიური წანამძღვარით ეკლესიისა, აღმოვჩნდით ტყვენი ამ ეკლესიის მიერ დაარსებული მეცნიერების. ცოტა გაუგებრად ავხსენი მგონი, მაგრამ ეს თავისთავად რთული საკითხია ძალიან, უფრო მარტივად შეუძლებელია. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი