ადამიანთა მოდგმის მშვენება, სერ ისააკ ნიუტონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანთა მოდგმის მშვენება, სერ ისააკ ნიუტონი |
კანუდოსელი |
Feb 29 2008, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ლონდონში ვესტმინსტერის სააბატოში, ინგლისის მეფეთა სასაფლაოზე ერთ-ერთ ქვას აწერია:
აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი, რომელმაც თითქმის ღვთიური ძალით პირველმა ახსნა პლანეტების მოძრაობა და ფორმა, თავისი მათემატიკური მეთოდის საშუალებით მან პირველმა გამოიკვლია სხივების ნაირგვარობა და, აქედან გამომდინარე, ფერების თავისებურება, რომელთა შესახებაც მანამდე არავინ არაფერი იცოდა .......... მოკვდავთ უხაროდეთ, რომ მათ შორის ცხოვრობდა ადამიანთა მოდგმის ასეთი მშვენება საქმე ეხება თავისი დროის ცნობილ მოაზროვნეს, თეოლოგს და განთქმულ ფინანსისტს, რომელმაც დღემდე უცნობი მეთოდით ინგლისი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანა და ბიუჯეტი გაზარდა დამატებითი ფულის მოჭრის გარეშე. (სხვათა შორის ბევრისთვის არაა ცნობილი, რომ ლითონის მონეტებზე კიდეებში ტიხრები სწორედ ნიუტონის გამოგონებაა, რათა ოქროს ჩამოქლიბვა არ მომხდარიყო ფულიდან. ხოლო უტიხრო ფულს ფასი ეკარგებოდა) ყოველივე ეს მხოლოდ მცირე შესავალია ამ ადამიანის დიდ ბიოგრაფიაში, მაგრამ მე მინდა სხვა მხრიდან შემოგთავაზოთ მისი პერსონა. მექანიკაში არის სამი ძირითადი კანონი, რომლებიც ნიუტონის სახელს უკავშირდებიან. ჯერ მეორეთი დავიწყებ: თუ სხეულზე მოქმედებს ძალა, ეს სხეული მოძრაობს აჩქარებით, რომელიც ამ ძალის პროპორციულია (რაც მეტია ძალა, მით მეტია აჩქარება) ახლა პირველი კანონი: არსებობს ისეთი აბსოლუტური სივრცე (ე.წ. ინერციული სისტემა), რომლის მიმართაც მისი II კანონი აბსოლუტურია (ანუ მუშაობს) საქმე იმაშია, რომ არ არსებობს არცერთი ექსპერიმენტი, რომელიც დაასაბუთებდა ამ კანონს ზუსტად (II-კანონზე შეიძლება უამრავი ექსპერიმენტის დადგმა). ანუ ნიუტონის მსჯელობა ემყარება დიალექტიკური აზროვნების მიღმა კატეგორიას: რწმენას. მას სწამს რომ ასეთი სისტემა არსებობს, თუმცა ექსპერიმენტზე არასოდეს არავის ეს არ შეუმოწმებია დღეის ჩათვლით. არსებობს კიდევ სხვა კანონი, ე.წ. მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ნებისმიერი ორი მასიური სხეული რა ძალით (გრავიტაციული) მიიზიდავს ერთმანეთს. საქმე იმაში არაა, რომ ნიუტონი აკვირდება ამ ძალის გამოვლენას მთვარე-დედამიწა ზემოქმედების ასპექტში და ზომავს მას ...საქმე იმაშია, რომ ის ამბობს: ვინაიდან ღმერთი ერთია, უნდა არსებობდეს ერთი ღმერთის მიერ შექმნილი ფუნდამენტური კანონი რომელიც ძალაშია არა მარტო დედამიწის სიახლოვეში, არამეტ ყველგან. იგივე მსჯელობას ატარებს ნიუტონი აბსოლუტურად ინერციული სისტემის კანონის ჩამოყალიბებისას. ნიუტონი პირველი ადამიანია, ვინც მონოთეიზმის იდეა პირდაპირ დაუკავშირა მეცნიერებას. პ.ს. არსებობს ასეთივე სათაურის წიგნი, რომლის ავტორია პროფესორი გიორგი მაჩაბელი...ძალიან საინტერესო წიგნია, გირჩევთ... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
egri3 |
Nov 6 2008, 03:18 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,768 |
კანუდოსელი
ციტატა მაშინ ყველა მეცნიერი მეტნაკლებად ქიმიაშიც მოღვაწეობდა,ქიმია გაიგივებული იყო ალქიმიასთან, და ის ალქიმია ყოველთვის ემთხვეოდა თუ არა დღევანდელი გადასახედიდან გაგებულ ალქიმიას - ძნელი საკითხია. კაი რა. ნუთუ ვერ მიხვდი რას ვგულისხმობ? არსებობს კვლევის მეცნიერული მეთოდები. როდესაც კვლევაში არამეცნიერულ მეთოდებს ურევ, ქიმიიდან გადადიხარ ალქიმიაში. ციტატა ერთადერთი,რაზეც უნდა ვიმსჯელოთ არის მის მიერ დატოვილი სამეცნიერო ნამუშევრები, ანუ, ის,რასაც თავად თვლიდა ასეთად და თუ აიღებ და ნახავ, აღმოაჩენ, რომ ის სწორედაც რომ ერთერთი პირველია ვინც სამეცნიერო ტერმინებში დაიწყო საუბარი. მერე რა. გეთანხმები, ნიუტონმა ძალიან წინ წასწია როგორც ექსპერიმენტის ასევე ლოგიკური აზროვნების, მათემატიკური აპარატის და ა.შ. მნიშვნელობა და დახვეწა ეს მეთოდები, მაგრამ დამერწმუნე არამეცნიერულ მეთოდებსაც ხშირად იყენებდა და მათ შედეგად მიღებულ დასკვნებსაც არ აკნინებდა. ციტატა ნიუტონთან ასეთი არ მსმენია... საქმეც მაგაშია. ის თუ გსმენია, რომ მეცნიერებათა აკადემიის (მგონი სამეფო საზოგადოება ჰქვია არა?) წევრობაზე ამბობდა უარს დიდხანს, იმ მიზეზით, რომ სასულიერო სანი იყო აუცილებელი? რომ თურმე თავისი დროის უჯორდანობრუნეესი ერეტიკოსი ანტიეკლესიისტი იყო? ციტატა აბა დადე რამე კონკრეტული წყარო ნიუტონის გამოუქვეყნებელი ხელნაწერების ელექტრონული ვერსია არ მომეპოვება. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი