ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
KAIROS |
Nov 7 2008, 04:02 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერთის მხრივ იყო კურთხევა ახალი თემა გახსენითო, მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ წმ. წერილს, ფაქტობრივად რიგითი სექტანტი ხშირად წლობით ეკლესიურს სჯობს ახალი აღთქმის ცოდნაში, ვგულისხმობ სად რა წერია და ა.შ. რათქმაუნდა სექტანტური ცოდნა, და ციტატებზე ხტუნაობა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აქ ისიცაა დასანახი, მათ შესწავლილი აქვთ წმიდა წერილი... ჩვენს წმიდა მამებსაც ასევე გაშინაგანებული ქონდათ წმ. წერილი, ამიტომ ძალიან მისასლამებელია ის თუ ვინმე კანონს მიყვება და კითხულობს წმ. წერილს, ვიცი ხალხი, ვინც ყოველდღე თითო თავს კითხულობს სახარებიდან და თითო თავს სამოციქულოდან...
ეს ძალიან კარგი წესია, მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, მაგრამ წესად მაქვს, რომ ხშირად გადავშალო წმ. წერილი და შემთხვევითი ადგილი რაც შემხვდება ის წავიკითხო, და შემდეგ მასზე ვიფიქრო, მამების განმარტებაც მოვიძიო საჭიროების მიხედვით, ჩვენშიც იქნება ბევრი, ვისაც ყოველდღიურად ან კვირაში რამოდენიმეჯერ უწევს შეხება წმ. წერილთან, კითხვებისათვის აქვეა ცალკე თემა და სჯობს იქ დასვათ კითხვები,აქ დაწერეთ რა წაიკითხეთ, რა მოგეწონათ, რა აღმოაჩინეთ... წმ.წერილის მადლი გეწეოდეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Nov 7 2008, 09:46 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი ზოგადად როცა საქმით მეზვერეა ანუ მედროვე და ამაქვეყნისა და აღმსარებლობით ქრისტეს უარყოფს. მაშინ იქნება ვინმე მეზვერე და წარმართი... და არც უნდა მიიღოს სიტყვა მხილებისა.. კონკრეტულად კი კრებულის ანუ ეკლესიის მოქმედების,ჯერ მარტო, მერე ორი-სამი სხვა ძმა, მერე კრებულის მოქმედებაა... თან მოქმედება "განგდებისა"... ისე გენესის ავატარში დაგენაცვლე ( არ დავაკოპირებ უხერხულია ), ეს ხელმოწერა აგვიხსნა იქნებ? ციტატა ღმერთმა ყველაფერი იცის... ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... ადამიანმა ღმერთზე კარგად იცის თუ რა იცის ღმერთმა, თუ ადამიანმა ( დღეს ) უკეთ იცის თუ რა იცის ღმერთმა? ორივე შემთხვევაში აბსურდი რომაა, ამაზე რას იტყვი ? იხარე; კაიროსი! პ.ს. საინტერესო მუხლი იყო ისე, მე მაგონებს უფლის სიტყვებს "მახვილის მოტანის" შესახებ, ანუ ქრისტიანობა გამყოფიცაა, ცოდვისა და მის მიმდევართა და უფლის შვილობის მსურველთა... საინტერესოა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Genesis |
Nov 7 2008, 04:08 PM
პოსტი
#3
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ზოგადად როცა საქმით მეზვერეა ანუ მედროვე და ამაქვეყნისა და აღმსარებლობით ქრისტეს უარყოფს. მაშინ იქნება ვინმე მეზვერე და წარმართი... და არც უნდა მიიღოს სიტყვა მხილებისა.. კონკრეტულად კი კრებულის ანუ ეკლესიის მოქმედების,ჯერ მარტო, მერე ორი-სამი სხვა ძმა, მერე კრებულის მოქმედებაა... თან მოქმედება "განგდებისა"... ისე გენესის ავატარში დაგენაცვლე ( არ დავაკოპირებ უხერხულია ), ეს ხელმოწერა აგვიხსნა იქნებ? ადამიანმა ღმერთზე კარგად იცის თუ რა იცის ღმერთმა, თუ ადამიანმა ( დღეს ) უკეთ იცის თუ რა იცის ღმერთმა? ორივე შემთხვევაში აბსურდი რომაა, ამაზე რას იტყვი ? იხარე; კაიროსი! პ.ს. საინტერესო მუხლი იყო ისე, მე მაგონებს უფლის სიტყვებს "მახვილის მოტანის" შესახებ, ანუ ქრისტიანობა გამყოფიცაა, ცოდვისა და მის მიმდევართა და უფლის შვილობის მსურველთა... საინტერესოა... შენ წარმოიდგინე და ყველა განმმარტებელი შენნაირად მარტავს მაგ ადგილს... არადა თვითონ ქრისტეს პიროვნება ცნობილი იყო როგორც წარმართების მეზვერეების და მეძავეების ქომაგი და მეგობარი... ვინაა სასტიკი? ადამიანი თუ ღმერთი? ჩემი ცინიკური წარწერის პასუხიც ეგაა... ადამიანმა იცის ღმერთზე უკეთესად, თუ ვინ უყვარს ღმერთს, ვისი მიღება შეუძლია და ვისი განკვეთა... ეკლესიის ხმა არცდებაო, რომ გვჯერა ამისი... რომელია ეკლესიის ხმა? ეკლესიის ხმა მარადისობაა... და რაზეც ცვენ ჯერჯერობით ტვალსაწიერი მიგვიწვდება არ წარმოადგენს მარადიულ სიზუსტეს და თვიტ კანონები მიღებული საეკლესიო კრებაზე არის დროში გამიჯნული... გაიხსენე კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირატესობის კანონი, რომლისმიხედვითაც კონსტანტინოპოლი ახალი რომია და პირველობა ეკუტვნის მის ეკლესიას... გეოგრაFიაა ყველაფერი? არადა როგორც ითქვა მამების მიერ, სულიწმინდის აზრი ტრიალებდა კრებებზე და არა ადამიანის... ადამიანებს ჰგონიათ რომ უკეთ იციან ტუ რა იცის ღმერთმა... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი