ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#101
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
G_I_O_R_G_I_ |
Jan 30 2007, 02:03 AM
პოსტი
#102
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
კანუდოსელი შენს მიერ ზემოთ აღნიშნული რთულ ფილოსოფიურადაა ნათქვამი მაგრამ აზრის გამოტანა შეიძლება.
მე ცოტა მარტივად ვიტყვი. ათეისტური(თანამედროვე მეცნიერული) თვალსაზრისით დავუშვათ კომაში მყოფი ადამიანი შეიძლება განვიხილოთ რომ იგი აღარ არის პიროვნება რადგანაც მას დაკარგული აქვს კონტაქტი გარემო სამყაროსთან,მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანს სხეულის გარდა გააჩნია სული და ამასთან ადამიანის გარკვეული ორგანოები ქმედებაშია და იგი არ არის სრულად უმოქმედო ანუ მკვდარი.ამიტომ ამ ადამიანის განხილვა არ შეიძლება რომ იგი მკვდარია.არსებობს მრავალი შემთხვევა ასეთი უიმედო მდგომარეობიდან ადამიანთა მობრუნებისა,გაცოცხლებისა და არც ის ვიცით თუ რა ხდება კომაში მყოფი ადამიანის თავს.ყოფილა შემთხვევები წლობით კომაში მყოფი ადამიანები გამოსულან ამ მდგომარეობიდან.ამიტომ მათ მიმართ ევთანაზია(სიცოცხლის მოსწრაფება)დაუშვებელია მითუმეტეს ეს ხდება იმ ადამიანის შეუკითხავად,უნებართვოდ, ძალადობით. სამწუხაროდ დღესდღეობით ევთანაზიას ანუ (სიცოცხლის მოსწრაფებას)უნდათ დაუქვემდებარონ უფრო ფართო წრე ადამიანებისა ვინც ქმედითიცაა,არც გარე სამყაროსაა მოწყვეტილი დააშ.ამრიგადს ევთანაზია ესაა მკვლელობა,სიცოცხლის მოსწრაფება და აშ,რომელიც ხშირად ეყრდნობა ადამიანის სულმოკლეობას.მაგრამ ამასთან არის მცდელობა რომ ევთანაზიას დაუქვემდებარონ ის ადამიანებიც რომლებსაც ამაზე სურვილი არ გამოუთქვამთ.უბრალოდ ამათუ იმ ექმიებმა დაასკვნან რომ იგი ექვემდებარება ევთანაზიას. იგივე თანამედროვე (ათეისტი)ექიმობა და მეცნიერება არც აბორტს განიხილავს როგორც მკვლელობას,არამედ რაღაც ჰუმანურსაც და იმ ადამიანის უფლებათა დაცვის კატეგორიაშიც კი გაჰყავს. და ბოლოს თუ კათოლიკური ეკლესიაა ევთანაზიის წინააღმდეგი მითუმეტეს წინააღმდეგია მართმადიდებლური ეკლესია და ეს მოსაზრებები აღმოსავლურ(მართლმადიდებლურ) სამყაროში არ წარმოქმნილა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი